პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა

ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ მისი ძმის და­კა­ვე­ბა "პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბაა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ვა­ჰაგნ ჩა­ხა­ლი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, 28 ივ­ნისს, ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გონ­დუ­რა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს სპეც­რაზ­მე­ლებ­მა მისი ძმა, არ­მენ ჩა­ხა­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

"კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია. თუმ­ცა, ჩემი ძმის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს, ვამ­ტკი­ცო, რომ მომ­ხდა­რი თვალ­სა­ჩი­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ტო­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბაა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი გახ­ლავთ სა­ა­კაშ­ვილ–მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნე­ბის ყო­ფი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯე­რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად ინარ­ჩუ­ნე­ბენ გავ­ლე­ნას ად­გი­ლობ­რივ ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში", - აცხა­დებს ჩა­ხა­ლი­ა­ნი.

მისი თქმით, მას აქვს იმის მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯით ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი წრე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძა­ბონ ვი­თა­რე­ბა სო­მეხ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და ორ­მხრი­ვი უნ­დობ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში "აღად­გი­ნონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ დათ­მო­ბი­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი".

"ვფიქ­რობ, მომ­ხდა­რი მეტ­წი­ლად შე­დე­გია იმი­სა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წინა რე­ჟი­მის მხრი­დან ჯა­ვა­ხე­თის სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ გა­ტა­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის გა­სა­მარ­თლე­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის, სომ­ხე­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის პრინ­ცი­პულ საქ­მე­ში დღემ­დე ვერ ავ­ლენს სა­ჭი­რო გან­სა­ზღვრუ­ლო­ბა­სა და პო­ლი­ტი­კურ ნე­ბას.

მსურს ვირ­წმუ­ნო, რომ ის ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­გეგ­მეს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ჩემი ძმის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, მცდარ­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან სა­კუ­თარ გათ­ვლებ­ში და მათი პრო­ვო­კა­ცია ჩა­ვარ­დე­ბა.

კი­დევ ერთხელ ვამ­ტკი­ცებ, რომ ვმოქ­მე­დებ­დი, ვმოქ­მე­დებ და მო­მა­ვალ­შიც ვი­მოქ­მე­დებ ექ­სკლუ­ზი­უ­რად კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. ვა­ცხა­დებ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, გა­ვაგ­რძე­ლებ რე­გი­ონ­ში სრულ­ყო­ფი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­მტკი­ცე­ბი­სად­მი, ჯა­ვა­ხე­ლი სომ­ხე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი, ენობ­რი­ვი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სად­მი მი­მარ­თულ ჩემს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას",- აცხა­დებს ჩა­ხა­ლი­ა­ნი.

ნი­ნოწ­მინ­და­ში ჯგუ­ფუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით, რემ­დე­ნი­მე პირი, მათ შო­რის ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვა­ჰა­გან ჩა­ხა­ლი­ა­ნის ძმა, არ­მენ ჩა­ხა­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ჩა­ხა­ლი­ან­თან ერ­თად, იგი­ვე ბრალ­დე­ბით, 3 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლით. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­ნოწ­მინ­და­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ქა­ლის გამო და­ი­წყო. ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­ლე­ვე გან­მუხ­ტეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა

ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმის დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა

ვაჰაგნ ჩახალიანი მიიჩნევს, რომ მისი ძმის დაკავება "პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკაციული მოქმედებაა. ამის შესახებ ნათქვამია ვაჰაგნ ჩახალიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, 28 ივნისს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გონდურაში მომხდარი ინციდენტის დროს სპეცრაზმელებმა მისი ძმა, არმენ ჩახალიანი დააკავეს.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა, ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები საფუძველს მაძლევს, ვამტკიცო, რომ მომხდარი თვალსაჩინო პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკატორული მოქმედებაა, რომლის ავტორები გახლავთ სააკაშვილ–მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები, რომლებიც ჯერაც გარკვეულწილად ინარჩუნებენ გავლენას ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში", - აცხადებს ჩახალიანი.

მისი თქმით, მას აქვს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ასეთი პროვოკაციული ნაბიჯით ზემოაღნიშნული წრეები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება სომეხ მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და ორმხრივი უნდობლობის პირობებში "აღადგინონ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დათმობილი პოზიციები".

"ვფიქრობ, მომხდარი მეტწილად შედეგია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება წინა რეჟიმის მხრიდან ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მიმართ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის გასამართლების, სამართლიანობის აღდგენის, სომხებით დასახლებულ რაიონებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების პრინციპულ საქმეში დღემდე ვერ ავლენს საჭირო განსაზღვრულობასა და პოლიტიკურ ნებას.

მსურს ვირწმუნო, რომ ის ძალები, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული მოქმედებები, მცდარნი აღმოჩნდებიან საკუთარ გათვლებში და მათი პროვოკაცია ჩავარდება.

კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ ვმოქმედებდი, ვმოქმედებ და მომავალშიც ვიმოქმედებ ექსკლუზიურად კანონიერების ფარგლებში. ვაცხადებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გავაგრძელებ რეგიონში სრულყოფილი დემოკრატიის განმტკიცებისადმი, ჯავახელი სომხების მოქალაქეობრივი, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვისადმი მიმართულ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას",- აცხადებს ჩახალიანი.

ნინოწმინდაში ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით, რემდენიმე პირი, მათ შორის ამნისტიით გათავისუფლებული ვაჰაგან ჩახალიანის ძმა, არმენ ჩახალიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახალიანთან ერთად, იგივე ბრალდებით, 3 პირია დაკავებული.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ნინოწმინდაში ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. ვითარება სამართალდამცველებმა მალევე განმუხტეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა