მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენე თევდორაძე - მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი!
ელენე თევდორაძე - მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი!

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ელე­ნე თევ­დო­რა­ძე აცხა­დებს, რომ ის მუდ­მი­ვად აფრ­თხი­ლებ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ბაჩო ახა­ლა­ი­ას, რომ ეს დრო დად­გე­ბო­და, თუმ­ცა, პა­სუ­ხად, მე­რა­ბიშ­ვი­ლის­გან ირო­ნი­ა­ნა­რევ ხუმ­რო­ბას იღებ­და, ახა­ლა­ი­ას­გან კი - საქ­მეს სჭირ­დე­ბა ასე და და­ვა­ლე­ბას ვას­რუ­ლე­ბო...…უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვთ.

- სა­უ­ბარს ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ: - ადრე, ჩემი აზ­რით, 2008 წლამ­დე, პა­ტიმ­რე­ბის ასეთ დო­ნე­ზე წა­მე­ბა ცი­ხე­ებ­ში არ ხდე­ბო­და. თუმ­ცა კი, მას შემ­დეგ, რაც ახა­ლა­ია წა­ვი­და და სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლად დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი მი­ვი­და, პა­ტიმ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ბა­ჩოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბოლო პე­რი­ო­დი ენატ­რე­ბო­დათ. მერე კი მი­ვი­და ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე და ხდე­ბო­და ის, რაც ხდე­ბო­და. ის ქალი იყო მა­რი­ო­ნე­ტი. მას არა­ვინ არა­ფერს ეკი­თხე­ბო­და და სულ მიკ­ვირ­და, ეს ქალი ხმას რა­ტომ არ იღებს-მეთ­ქი.

- სა­ნამ შე­დი­ო­დით ცი­ხე­ში, პა­ტიმ­რე­ბი ამის შე­სა­ხებ არ გე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ?

- არა, შე­ში­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ. თან მუდ­მი­ვად მა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ ჩვენს სა­უ­ბარს ვი­დე­ოთ­ვა­ლი აკონ­ტრო­ლებ­და. მი­ნიშ­ნე­ბით რა­ღა­ცას კი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა მა­ინც არ ხდე­ბო­და. ამას ადას­ტუ­რებს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც იმ წლებ­ში იხ­დი­და სას­ჯელს.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ეს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და...

- დიახ, მაგ­რამ არა მგო­ნია, პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, - მიდი და გა­უ­უ­პა­ტი­უ­რეო, მაგ­რამ იმის მი­თი­თე­ბა ნამ­დვი­ლად იყო, ჩვე­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა და რო­გორც გინ­და, ისე და­ა­წე­რი­ნეო. ხოლო ის, თუ რა გზე­ბით აღ­წევ­დნენ ისი­ნი ამას, ეს უკვე ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. ვიცი, რომ მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მოქ­მე­დებ­და, ხომ იყ­ვნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი - "პა­ლა­ჩე­ბი", რომ­ლე­ბიც ამ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ. ყვე­ლა ვერ აკე­თებ­და, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვი­საც გა­ნა­ჩე­ნი სის­რუ­ლე­ში მოჰ­ყავ­და, ანუ ეს­რო­და. შემ­დეგ ისი­ნი სახ­ლში მი­დი­ოდ­ნენ და ოჯა­ხის წევ­რებ­სა და შვი­ლებს ეფე­რე­ბოდ­ნენ. ასე ხდე­ბო­და ამა­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც, ასე­თი "პა­ლა­ჩე­ბი" მა­თაც ჰყავ­დათ.

- ძნე­ლი გა­სარ­კვე­ვია, დახ­ვრე­ტა ჯო­ბია თუ ის, რა­საც ისი­ნი პა­ტიმ­რებს უკე­თებ­დნენ...

- დიახ, გე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ სა­მეგ­რე­ლო­ში ნა­პოვ­ნი კად­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ეს სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ ცი­ხე­ში კი არა, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც ხდე­ბო­და... არა­და, რო­დე­საც მიშა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და (მა­შინ ბაჩო ახა­ლა­ია სო­ზარ სუ­ბა­რის მო­ად­გი­ლე იყო), მრგვა­ლი მა­გი­და მო­იწ­ვია და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­მარ­თა ყვე­ლას, "კა­პე­ზე­ში" პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა შე­წყდე­სო. რა­ღაც პე­რი­ო­დი მარ­თლაც შე­წყდა... შემ­დეგ კი ვნა­ხეთ, რაც მოხ­და -12 წელი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლად ვი­მუ­შა­ვე და ჩემს თვალს არ გა­მო­პარ­ვია, რომ ამ ახალ­გაზ­რდე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში პა­ტი­მა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 16 ათა­სამ­დე გა­ი­ზარ­და. გიგა ბო­კე­რი­ას ვკი­თხე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი, კო­ლე­გე­ბი ვი­ყა­ვით, მან მი­პა­სუ­ხა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა 24 ათა­სამ­დე თუ გავ­ზარ­დეთ, დიდ გრანტს მი­ვი­ღებთ, რომ ახა­ლი ცი­ხე­ე­ბი ავა­შე­ნე­თო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ელენე თევდორაძე - მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი!

ელენე თევდორაძე - მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი!

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ ის მუდმივად აფრთხილებდა ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას, რომ ეს დრო დადგებოდა, თუმცა, პასუხად, მერაბიშვილისგან ირონიანარევ ხუმრობას იღებდა, ახალაიასგან კი - საქმეს სჭირდება ასე და დავალებას ვასრულებო...…უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ "ნაციონალებს" პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვთ.

- საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ: - ადრე, ჩემი აზრით, 2008 წლამდე, პატიმრების ასეთ დონეზე წამება ციხეებში არ ხდებოდა. თუმცა კი, მას შემდეგ, რაც ახალაია წავიდა და სისტემის ხელმძღვანელად დიმიტრი შაშკინი მივიდა, პატიმრები ამბობდნენ, რომ ბაჩოს ხელმძღვანელობის ბოლო პერიოდი ენატრებოდათ. მერე კი მივიდა ხათუნა კალმახელიძე და ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ის ქალი იყო მარიონეტი. მას არავინ არაფერს ეკითხებოდა და სულ მიკვირდა, ეს ქალი ხმას რატომ არ იღებს-მეთქი.

- სანამ შედიოდით ციხეში, პატიმრები ამის შესახებ არ გელაპარაკებოდნენ?

- არა, შეშინებული იყვნენ. თან მუდმივად მანიშნებდნენ, რომ ჩვენს საუბარს ვიდეოთვალი აკონტროლებდა. მინიშნებით რაღაცას კი მეუბნებოდნენ, თუმცა გაუპატიურება მაინც არ ხდებოდა. ამას ადასტურებს შალვა რამიშვილიც, რომელიც იმ წლებში იხდიდა სასჯელს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაჩო ახალაიას ეს დავალებული ჰქონდა...

- დიახ, მაგრამ არა მგონია, პირდაპირი მითითება ყოფილიყო, - მიდი და გაუუპატიურეო, მაგრამ იმის მითითება ნამდვილად იყო, ჩვენება გვჭირდება და როგორც გინდა, ისე დააწერინეო. ხოლო ის, თუ რა გზებით აღწევდნენ ისინი ამას, ეს უკვე ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა. ვიცი, რომ მაშინ, როდესაც საქართველოში სიკვდილით დასჯა მოქმედებდა, ხომ იყვნენ ისეთი ადამიანები - "პალაჩები", რომლებიც ამ დავალებას ასრულებდნენ. ყველა ვერ აკეთებდა, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვისაც განაჩენი სისრულეში მოჰყავდა, ანუ ესროდა. შემდეგ ისინი სახლში მიდიოდნენ და ოჯახის წევრებსა და შვილებს ეფერებოდნენ. ასე ხდებოდა ამათი ხელისუფლების პირობებშიც, ასეთი "პალაჩები" მათაც ჰყავდათ.

- ძნელი გასარკვევია, დახვრეტა ჯობია თუ ის, რასაც ისინი პატიმრებს უკეთებდნენ...

- დიახ, გეთანხმებით, მაგრამ სამეგრელოში ნაპოვნი კადრებიდან ირკვევა, ეს საშინელებები მხოლოდ ციხეში კი არა, პოლიციის განყოფილებაშიც ხდებოდა... არადა, როდესაც მიშა ხელისუფლების სათავეში მოვიდა (მაშინ ბაჩო ახალაია სოზარ სუბარის მოადგილე იყო), მრგვალი მაგიდა მოიწვია და კატეგორიულად მიმართა ყველას, "კაპეზეში" პატიმრების წამება შეწყდესო. რაღაც პერიოდი მართლაც შეწყდა... შემდეგ კი ვნახეთ, რაც მოხდა -12 წელი ადამიანის უფლებათა დამცველად ვიმუშავე და ჩემს თვალს არ გამოპარვია, რომ ამ ახალგაზრდების ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში პატიმარების რაოდენობა 16 ათასამდე გაიზარდა. გიგა ბოკერიას ვკითხე, რა ხდება-მეთქი, კოლეგები ვიყავით, მან მიპასუხა, მათი რაოდენობა 24 ათასამდე თუ გავზარდეთ, დიდ გრანტს მივიღებთ, რომ ახალი ციხეები ავაშენეთო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ