პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმი - ქართული დუბაი
ბათუმი - ქართული დუბაი

ბოლო წლებ­ში ბა­თუ­მი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა - დუ­ბა­ის ან სინ­გა­პურს უფრო ჰგავს. ის ახლა სუ­ლაც არ არის ძვე­ლე­ბუ­რი ბა­თუ­მი. თუმ­ცა უწინ­დე­ბუ­რად ზღვის, მაგ­ნო­ლი­ე­ბი­სა და ციტ­რუ­სე­ბის სურ­ნე­ლი ას­დის.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ნიც ამ­ბო­ბენ, რომ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქი ბოლო დროს ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. მაგ­რამ ამას გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი გრძნო­ბენ, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყო­ფი­ლან და ხე­ლახ­ლა ჩა­ვიდ­ნენ. რას აღარ უწო­დე­ბენ დღეს ბა­თუმს! "სას­წა­უ­ლე­ბის ქა­ლაქს", "დუ­ბა­ის ქარ­თუ­ლად", "კავ­კა­სი­ურ სინ­გა­პურს". ბა­თუ­მი ზამ­თარ-ზა­ფხულ, დღე­და­ღამ შენ­დე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ამ­წე­ე­ბი უკვე ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად იქცა.

ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ჩნდე­ბა ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბი. მათ გარ­და ბა­თუმს ბევ­რი სა­ო­ცა­რი შე­ნო­ბა და ქან­და­კე­ბა ამ­შვე­ნებს. შთამ­ბეჭ­და­ვია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნდა გან­თავ­სდეს - თუმ­ცა­ღა, ეს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი იყო, ქა­ლა­ქის ახალ მთავ­რო­ბას კი სხვა გეგ­მე­ბი აქვს - მა­ღალ შე­ნო­ბა­ში მე­რი­ას გა­ნა­თავ­სე­ბენ.

ცა­თამბჯე­ნის სი­ახ­ლო­ვეს 64-მეტ­რი­ა­ნი კოშ­კი "ან­ბა­ნია". მას­ზე ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ასო­ე­ბია. ახლა კოშ­კი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, მაგ­რამ ქა­ლაქს ძა­ლი­ან ძვი­რი უჯ­დე­ბა - წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე. შე­საძ­ლოა, მალე ის იჯა­რით გას­ცენ. მა­შინ, რეს­ტორ­ნის გარ­და, რომ­ლის იქ გან­თავ­სე­ბა ად­რეც ივა­რა­უ­დე­ბო­და, კოშ­კის ზედა ნა­წილ­ში სას­ტუმ­როს რამ­დე­ნი­მე ნო­მერ­საც გა­ნა­თავ­სე­ბენ.

სა­ნა­პი­რო­ზე ათა­სო­ბით პალ­მაა. ჰყვე­ბი­ან, რომ ხე­ე­ბი ქა­ლაქს რო­მე­ლი­ღაც არაბ­მა შე­იხ­მა აჩუ­ქა. სა­ღა­მო­ო­ბით ყვე­ლა პალ­მა მწვა­ნედ ანა­თებს. იქ­ვეა ვე­ლო­სად­გო­მი. სულ რა­ღაც ერთ დო­ლა­რად შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი სა­ა­თი ისე­ირ­ნო ვე­ლო­სი­პე­დით.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბათუმი - ქართული დუბაი

ბათუმი - ქართული დუბაი

ბოლო წლებში ბათუმი მკვეთრად შეიცვალა - დუბაის ან სინგაპურს უფრო ჰგავს. ის ახლა სულაც არ არის ძველებური ბათუმი. თუმცა უწინდებურად ზღვის, მაგნოლიებისა და ციტრუსების სურნელი ასდის.

ადგილობრივი მცხოვრებნიც ამბობენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. მაგრამ ამას განსაკუთრებით ისინი გრძნობენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ყოფილან და ხელახლა ჩავიდნენ. რას აღარ უწოდებენ დღეს ბათუმს! "სასწაულების ქალაქს", "დუბაის ქართულად", "კავკასიურ სინგაპურს". ბათუმი ზამთარ-ზაფხულ, დღედაღამ შენდება. სამშენებლო აღჭურვილობა, ამწეები უკვე ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.

ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ფეშენებელური სასტუმროები. მათ გარდა ბათუმს ბევრი საოცარი შენობა და ქანდაკება ამშვენებს. შთამბეჭდავია ყველაზე მაღალი შენობა ქალაქში, რომელშიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს - თუმცაღა, ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, ქალაქის ახალ მთავრობას კი სხვა გეგმები აქვს - მაღალ შენობაში მერიას განათავსებენ.

ცათამბჯენის სიახლოვეს 64-მეტრიანი კოშკი "ანბანია". მასზე ქართული ანბანის ასოებია. ახლა კოშკი არ ფუნქციონირებს, მაგრამ ქალაქს ძალიან ძვირი უჯდება - წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარამდე. შესაძლოა, მალე ის იჯარით გასცენ. მაშინ, რესტორნის გარდა, რომლის იქ განთავსება ადრეც ივარაუდებოდა, კოშკის ზედა ნაწილში სასტუმროს რამდენიმე ნომერსაც განათავსებენ.

სანაპიროზე ათასობით პალმაა. ჰყვებიან, რომ ხეები ქალაქს რომელიღაც არაბმა შეიხმა აჩუქა. საღამოობით ყველა პალმა მწვანედ ანათებს. იქვეა ველოსადგომი. სულ რაღაც ერთ დოლარად შეიძლება, მთელი საათი ისეირნო ველოსიპედით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია