პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯაზის ეპოქის" მეფე და დედოფალი - მწერალი, რომლის რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა
"ჯაზის ეპოქის" მეფე და დედოფალი - მწერალი, რომლის რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა

მათ "ჯა­ზის ეპო­ქის" მე­ფე­სა და დე­დო­ფალს ეძახ­დნენ, კაცი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი იყო, ქალი - მისი შე­უც­ვლე­ლი მუზა. მწერ­ლის წარ­მა­ტე­ბულ რო­მა­ნებ­ზე, სიმ­დიდ­რე­სა და სიყ­ვა­რულ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო ლა­პა­რა­კობ­და.

მაგ­რამ ეს გა­ტა­ცე­ბე­ბი არა­ფე­რი იყო ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­თან ზელ­და სე­ირ­თან შე­და­რე­ბით.

სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა

ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალდმა და ზელ­და სე­ირ­მა ერ­თმა­ნე­თი 1918 წელს ალა­ბა­მის შტა­ტის პა­ტა­რა ქა­ლაქ მონტგო­მერ­ში გა­იც­ნეს. ორი­ვეს­თვის სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ბარ­ში შედ­გა. სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი, იმ დროს 67-ე ქვე­ი­თი პოლ­კის ლე­ი­ტე­ნან­ტი, ბარ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად შე­ვი­და. ზელ­და, შტა­ტის პირ­ვე­ლი ლა­მაზ­მა­ნი, რო­გორც წესი, უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის გა­რე­მოც­ვა­ში ერ­თო­ბო­და.

ფი­ცჯე­რალდს გო­გო­ნა ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. "ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ოდეს­მე შევ­ხვედ­რი­ვარ, - იხ­სე­ნებ­და შემ­დეგ მწე­რა­ლი. - მა­შინ­ვე მივ­ხვდი: ის ჩემი უნდა გამ­ხდა­რი­ყო!"

პირ­ველ შეხ­ვედ­რას ზელ­და­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ და­უ­ტო­ვე­ბია, მაგ­რამ იყო რა­ღაც ისე­თი, რა­მაც სკო­ტი მის ზღვა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, "რა­ღაც არა­მი­წი­ერ­მა ძა­ლამ ჩე­მი გული სი­ხა­რუ­ლით აავ­სო".

იმ წელს ზელ­და სე­ირი 18 წლის იყო, იგი ოჯ­ახში მე­ექ­ვსე და ნა­ბო­ლა­რა ბავ­შვი გახ­ლდათ.

გო­გო­ნას ემო­ცი­უ­რი და რო­მან­ტი­კუ­ლი დედა ფე­ხმძი­მო­ბის დროს ბოშა ზელ­და­ზე რომა­ნებს კი­თხუ­ლობ­და. ასე და­არ­ქვეს გო­გო­ნას იშ­ვი­ა­თი და უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ლი. დე­დის სით­ბო­სა და მა­მის ფუ­ლე­ბით გა­თა­მა­მე­ბულ გო­გო­ნას ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან იცავ­და მა­მის გავ­ლე­ნი­ა­ნი გვა­რი, იგი შტა­ტის მო­სა­მარ­თლე იყო. ზელ­და ოქ­როს ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და - ბა­ლეტ­ზე და­დი­ო­და, სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის ხა­ტავ­და, თა­ვი­სუ­ფალ დროს ერ­თო­ბო­და. ჯერ კი­დევ მა­შინ მიხ­ვდა, რომ არც მუ­შა­ო­ბა უნ­დო­და და არც და­ბე­რე­ბა. ისე­თი ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბას დღე­სას­წა­უ­ლად აქ­ცევ­და.

ლა­მაზ­მან­ზე ოთხი წლით უფ­როს ფი­ცჯერლდს, მათი ნაც­ნო­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში, გა­ნუ­ზო­მე­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლის სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და. ამე­რი­კის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა გა­მო­რი­ცხვით დას­რულ­და. მო­მა­ვა­ლი მწერ­ლის მშობ­ლე­ბი ამ ამ­ბავ­მა აღაშ­ფო­თა, თა­ვად ფრენ­სი­სი ამ ფაქ­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო.

პრინ­სტონ­ში მხო­ლოდ ერთი მიზ­ნით ჩა­ა­ბა­რა, სკო­ლის ფეხ­ბურ­თის გუნდსა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში უნ­დო­და თა­მა­ში. მაგ­რამ სპორ­ტსმე­ნად არ ივარ­გა, თე­ატ­რში კი მხო­ლოდ ხუ­თოს­ნებს იყ­ვან­დნენ, რო­მელ­თა შო­რის ფრენ­სი­სი არ ირი­ცხე­ბო­და. ასე რომ, სკო­ტის­თვის სწავ­ლამ აზრი და­კარ­გა. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ ჯარ­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, რომ სწრა­ფად და გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი­ყო, რათა თა­ვი­დან აე­ცი­ლე­ბი­ნა პრობ­ლე­მე­ბი და აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბე­ბი. ფრონტზე მწე­რა­ლი ვერ მოხ­ვდა, მონტგო­მერ­ში გა­ა­ნა­წი­ლეს, რისი წყა­ლო­ბი­თაც უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია.

"იმე­დის ქო­ნის უიშ­ვი­ა­თე­სი ნიჭი"

რა თქმა უნდა, ზელ­დას მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ მსგავ­სი კან­დი­და­ტი მათ შვილს ქმრად არ გა­მო­ად­გე­ბო­და, მაგ­რამ სკოტ­მა და ზელ­დამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნეს. ამას­თან, ქორ­წი­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში გა­ი­მარ­თე­ბო­და, თუ ფრენ­სი­სი სას­წრა­ფოდ და­ი­წყებ­და მუ­შა­ო­ბას. ბედ­ნი­ე­რი საქმრო მა­შინ­ვე გა­ე­შუ­რა ნიუ-იორკში და სა­მო­ქა­ლა­ქო რკი­ნიგ­ზას­თან არ­სე­ბულ სა­ა­გენ­ტო­ში სა­რეკ­ლა­მო აგენ­ტად მო­ე­წყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტა და­ე­ბეჭ­და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი "რო­მან­ტი­კუ­ლი ეგო­ის­ტი", მაგ­რამ ხელ­ნა­წე­რი უკან და­უბ­რუ­ნეს მი­ნიშ­ნე­ბით, რომ სა­ჭი­რო იყო "და­მუ­შა­ვე­ბა". მონტგო­მერ­ში მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ზელ­და სხვა მა­მა­კა­ცებ­თან აბამ­და რო­მა­ნებს. თავს ისე ლა­მა­ზად და ძლი­ე­რად მი­იჩ­ნევ­და, რომ ერთხელ აუზ­ში შიშ­ველ­მა იბა­ნა­ვა. ასე­თი რა­მის გა­ბედ­ვა შტა­ტის არც ერთ ქა­ლიშ­ვილს არ შე­ეძ­ლო. ზელ­დამ ამ საქ­ცი­ე­ლით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მია გა­ი­ორ­მა­გა. ვი­ღაც უპერ­სპექ­ტი­ვო ყმაწ­ვი­ლის გამო ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას არ აპი­რებ­და. საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლი­სად­მი მი­წე­რი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თი შემ­თხვე­ვით საქმროს გა­უგ­ზავ­ნა. ზელ­დას და­კარ­გვით გა­ცო­ფე­ბუ­ლი სკო­ტი მა­შინ­ვე სა­ცო­ლეს­თან ჩა­ვი­და და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მოს­თხო­ვა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჯაზის ეპოქის" მეფე და დედოფალი - მწერალი, რომლის რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა

"ჯაზის ეპოქის" მეფე და დედოფალი - მწერალი, რომლის რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა

მათ "ჯაზის ეპოქის" მეფესა და დედოფალს ეძახდნენ, კაცი ძალიან პოპულარული ამერიკელი მწერალი იყო, ქალი - მისი შეუცვლელი მუზა. მწერლის წარმატებულ რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.

მაგრამ ეს გატაცებები არაფერი იყო ცხოვრების მთავარ სიყვარულთან ზელდა სეირთან შედარებით.

საბედისწერო შეხვედრა

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა და ზელდა სეირმა ერთმანეთი 1918 წელს ალაბამის შტატის პატარა ქალაქ მონტგომერში გაიცნეს. ორივესთვის საბედისწერო შეხვედრა ქალაქის ერთ-ერთ ბარში შედგა. სკოტ ფიცჯერალდი, იმ დროს 67-ე ქვეითი პოლკის ლეიტენანტი, ბარში მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად შევიდა. ზელდა, შტატის პირველი ლამაზმანი, როგორც წესი, უამრავი თაყვანისმცემლის გარემოცვაში ერთობოდა.

ფიცჯერალდს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. "ყველაზე ლამაზი გოგონა, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ, - იხსენებდა შემდეგ მწერალი. - მაშინვე მივხვდი: ის ჩემი უნდა გამხდარიყო!"

პირველ შეხვედრას ზელდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ იყო რაღაც ისეთი, რამაც სკოტი მის ზღვა თაყვანისმცემელზე მაღლა დააყენა. როგორც თავად აღნიშნა, "რაღაც არამიწიერმა ძალამ ჩემი გული სიხარულით აავსო".

იმ წელს ზელდა სეირი 18 წლის იყო, იგი ოჯახში მეექვსე და ნაბოლარა ბავშვი გახლდათ.

გოგონას ემოციური და რომანტიკული დედა ფეხმძიმობის დროს ბოშა ზელდაზე რომანებს კითხულობდა. ასე დაარქვეს გოგონას იშვიათი და უჩვეულო სახელი. დედის სითბოსა და მამის ფულებით გათამამებულ გოგონას ყველა უსიამოვნებისგან იცავდა მამის გავლენიანი გვარი, იგი შტატის მოსამართლე იყო. ზელდა ოქროს ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობდა - ბალეტზე დადიოდა, საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავდა, თავისუფალ დროს ერთობოდა. ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ არც მუშაობა უნდოდა და არც დაბერება. ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც მის ცხოვრებას დღესასწაულად აქცევდა.

ლამაზმანზე ოთხი წლით უფროს ფიცჯერლდს, მათი ნაცნობობის პერიოდში, განუზომელი ამბიციებისა და ალკოჰოლის სიყვარულის გარდა არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა გამორიცხვით დასრულდა. მომავალი მწერლის მშობლები ამ ამბავმა აღაშფოთა, თავად ფრენსისი ამ ფაქტით გახარებული იყო.

პრინსტონში მხოლოდ ერთი მიზნით ჩააბარა, სკოლის ფეხბურთის გუნდსა და უნივერსიტეტის თეატრში უნდოდა თამაში. მაგრამ სპორტსმენად არ ივარგა, თეატრში კი მხოლოდ ხუთოსნებს იყვანდნენ, რომელთა შორის ფრენსისი არ ირიცხებოდა. ასე რომ, სკოტისთვის სწავლამ აზრი დაკარგა. ბევრი ფიქრის შემდეგ ჯარში წასვლა გადაწყვიტა, რომ სწრაფად და გმირულად დაღუპულიყო, რათა თავიდან აეცილებინა პრობლემები და აუხდენელი ოცნებები. ფრონტზე მწერალი ვერ მოხვდა, მონტგომერში გაანაწილეს, რისი წყალობითაც უდიდესი სიყვარული ეწვია.

"იმედის ქონის უიშვიათესი ნიჭი"

რა თქმა უნდა, ზელდას მშობლებმა იცოდნენ, რომ მსგავსი კანდიდატი მათ შვილს ქმრად არ გამოადგებოდა, მაგრამ სკოტმა და ზელდამ თავისი გაიტანეს. ამასთან, ქორწილი იმ შემთხვევაში გაიმართებოდა, თუ ფრენსისი სასწრაფოდ დაიწყებდა მუშაობას. ბედნიერი საქმრო მაშინვე გაეშურა ნიუ-იორკში და სამოქალაქო რკინიგზასთან არსებულ სააგენტოში სარეკლამო აგენტად მოეწყო. სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა დაებეჭდა თავისი პირველი რომანი "რომანტიკული ეგოისტი", მაგრამ ხელნაწერი უკან დაუბრუნეს მინიშნებით, რომ საჭირო იყო "დამუშავება". მონტგომერში მარტო დარჩენილი ზელდა სხვა მამაკაცებთან აბამდა რომანებს. თავს ისე ლამაზად და ძლიერად მიიჩნევდა, რომ ერთხელ აუზში შიშველმა იბანავა. ასეთი რამის გაბედვა შტატის არც ერთ ქალიშვილს არ შეეძლო. ზელდამ ამ საქციელით თაყვანისმცემლების არმია გაიორმაგა. ვიღაც უპერსპექტივო ყმაწვილის გამო ცხოვრების შეცვლას არ აპირებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თაყვანისმცემლისადმი მიწერილი სასიყვარულო ბარათი შემთხვევით საქმროს გაუგზავნა. ზელდას დაკარგვით გაცოფებული სკოტი მაშინვე საცოლესთან ჩავიდა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება