სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლეს
თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლეს

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თბი­ლი­სის მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორც მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა მთე­ლი რიგი დარ­ღვე­ვე­ბის ფონ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რის გა­მოც სა­სა­მარ­თლომ მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად პრო­ცეს­ზე შეს­ვე­ნე­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლო აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს.

მა­ნამ­დე კი, პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კი, ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა და­ვით ალა­ვი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ო­რედ და­კა­ვე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. "გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ასე­ვე თქვა, დღეს 25 კაცი უნდა და­გი­ჭი­როთ და არ გვინ­და ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ჟო­ნოს. მერე და­გა­რე­კი­ნებ­თო", - არ­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ალა­ვი­ძემ.

პრო­კუ­რორ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სე­ბის­თვის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა ითხოვ­და. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა დღეს, რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა, არ­სე­ბობს მათი მი­მალ­ვის საფრ­თხე. ასე­ვე, შე­საძ­ლოა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უკვე და­კი­თხულ და და­სა­კითხ მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ალა­ვი­ძე, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ავა­ლი­ა­ნი, თბი­ლი­სის მე­რი­ის შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ალექ­სი თა­ბუ­აშ­ვი­ლი, მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე 28 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ამას­თან, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლეს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე მადონა მაისურაძემ განმარტა, აღნიშნული პირების დაკავების პროცედურა მთელი რიგი დარღვევების ფონზე განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

მანამდე კი, პროცესის მიმდინარეობისას კი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით ალავიძემ განაცხადა, რომ მეორედ დაკავებისას რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებელი ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდა. "გამომძიებელმა ასევე თქვა, დღეს 25 კაცი უნდა დაგიჭიროთ და არ გვინდა ინფორმაციამ გაჟონოს. მერე დაგარეკინებთო", - არნიშნა სასამართლო სხდომაზე ალავიძემ.

პროკურორმა თბილისის მერიის მაღალჩინოსებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ითხოვდა. როგორც პროკურორმა დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტა, არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ასევე, შესაძლოა ბრალდებულებმა უკვე დაკითხულ და დასაკითხ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავეს. ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ