"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში მონაწილე კანდიდატები პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში მონაწილე კანდიდატები პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, რომლებიც საპრეზიდენტო პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას, პარტიის 5-5 კაციანმა ჯგუფებმა წარადგინეს. ზურაბ ჯაფარიძე კანდიდატად პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ, მარიამ საჯაიამ, ლევან ბეჟაშვილმა და გოგა ხაჩიძემ წარადგინეს.

დავით ბაქრაძის კანდიდატურას კი ხელს გიორგი ვაშაძე, გიორგი ღვინიაშვილი, პაატა ლეჟავა, დავით დარჩიაშვილი და ტარიელ ლონდარიძე აწერენ.

პრაიმერის საპრეზიდენტო კანდიდატად შოთა მალაშხია დაასახელა აკაკი ბობოხიძის, ზაზა კედელაშვილის, დავით საყვარელიძის, ომარ მეგრელიძისა და ვახტანგ ლემონჯავას ჯგუფმა.

იმ ჯგუფში კი, რომელმაც კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა, გიორგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, გიორგი თევდორაძე და სერგო რატიანი შედიან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა