მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამნისტია: რას მოგვიტანს მარილმოუყრელი მადლი?
ამნისტია: რას მოგვიტანს მარილმოუყრელი მადლი?

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ამ­ნის­ტი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მო­წო­ნე­ბით შეხ­ვდა; პო­ლი­ტი­კურ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა კი, ძი­რი­თა­დად, კრი­მი­ნო­გე­ნულ საფრ­თხე­ებ­ზე მი­უ­თი­თეს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­მელ პო­ზი­ცი­ას გა­ვი­ზი­ა­რებთ, ფაქ­ტია - უამ­რავ ადა­მი­ანს ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის შან­სი გა­უჩ­ნდა. სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს შან­სი.

არა­ერ­თი ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი ოდეს­ღაც ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს. რას ვახ­ვედ­რებთ ამ ადა­მი­ა­ნებს? ყო­ფილ პა­ტი­მარ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს. მათ ზურგს უკან ან სრუ­ლი სი­მარ­ტო­ვეა, ან - ჯა­რი­მე­ბით "გა­ტყა­ვე­ბუ­ლი" ოჯა­ხე­ბი. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ჭირ­ვე­ბამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ და­ნა­შა­უ­ლის გზა­ზე და­ა­ყე­ნოს.

ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა

დალი უშა­რი­ძე, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ცენ­ტრის "ახა­ლი გზა" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ამ­ნის­ტი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხში­რად აკი­თხა­ვენ. სრუ­ლი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა - მხო­ლოდ ამ სი­ტყვე­ბით შე­მიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თო მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის მე­სა­მე რგო­ლი - ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის და­ნერ­გი­ლი და ქმე­დით დახ­მა­რე­ბას ვერ ვთა­ვა­ზობთ. ყვე­ლა­ფე­რი ამო­ი­წუ­რე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ით ან ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბით, რა­საც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მუ­შაკ­თა პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვა­ხერ­ხებთ. სა­პა­ტიმ­რო­დან ახალ­გა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აწუ­ხებთ: ზოგს სა­ბუ­თი სჭირ­დე­ბა, ზოგს - დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში კი - და­საქ­მე­ბა. ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად, მთე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი უნდა გა­ერ­თი­ან­დეს.

სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია: ცენ­ტრი "თა­ნად­გო­მა" ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს, რომ­ლის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა - ყო­ფილ პა­ტი­მარ­თა ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ მო­დე­ლის ფარ­გლებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბი გახ­სნეს, რაც ჩვენ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ხერ­ხდა. ფაქ­ტია: ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პრობ­ლე­მას ვერ გა­დაჭ­რის. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო­ე­ბის სის­ტე­მაა და­საქ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი.

"უფუ­ლო­ბის გამო ხან­და­ხან სახ­ლი­და­ნაც კი ვერ გა­მოვ­დი­ვარ"

ყვე­ლა­ზე კარ­გად სა­კუ­თა­რი გა­სა­ჭი­რი თა­ვად ამ­ნის­ტი­რე­ბულ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა იცი­ან. მო­ვუს­მი­ნოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ანო­ნი­მურ სა­უ­ბარ­ზე დაგ­ვთან­ხმდნენ.

მე­რა­ბი, 36 წლის:

- დე­დაც და ძმაც ინ­ვა­ლი­დე­ბი მყა­ვა­ნან. საკ­მა­ოდ გვი­ჭირ­და, ამი­ტომ ბიზ­ნე­სა­კა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის ფუ­ლის გა­და­სახ­დე­ლად, სა­მო­რი­ნე­ში ვმუ­შა­ობ­დი. მე­ტის­მე­ტად ვიღ­ლე­ბო­დი და ოპი­უ­მის მოხ­მა­რე­ბა და­ვი­წყე. 2007 წელს ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო, ცი­ხე­ში აღ­მოვ­ჩნდი. 3 წლის შემ­დეგ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. ერ­თბა­შად უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და­მა­ტყდა თავს: უმუ­შევ­რო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა, უი­მე­დო­ბა... რო­გო­რია, ტრან­სპორ­ტის ფული რომ არ გაქვს?! ხალ­ხიც ცუდი თვა­ლით მი­ყუ­რებ­და. მერე - პატ­რუ­ლის შიში, ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა... ცოტა მო­ნატ­რე­ბაც იყო და როცა ნარ­კო­ტი­კი შე­მომ­თა­ვა­ზეს, უარი ვე­ღარ ვთქვი. 2 თვე­ში ისევ და­მა­კა­ვეს. ცი­ხე­ში სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა. 2008 წლამ­დე თუ ტი­ლე­ბი გჭამ­დნენ, ახლა პერ­სო­ნა­ლი გა­ინ­ვა­ლი­დებ­და. უბ­რა­ლო ჩურ­ჩულ­ზე გა­გი­ნებ­დნენ და გცემ­დნენ, მუხ­ლებ­ზე გა­ყე­ნებ­დნენ, სა­პონს გაჭ­მევ­დნენ, გა­ფურ­თხებ­დნენ, დენ­ზე გა­ერ­თებ­დნენ. ცალი თვა­ლი გლ­და­ნის ცი­ხე­ში და­მი­ზი­ა­ნეს... ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვე­დი. ისევ - უმუ­შევ­რო­ბა, უფუ­ლო­ბა, გა­ჭირ­ვე­ბა... თუ ახ­ლობ­ლე­ბი არ გყავს, არა­ვის უნდა, შენ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს და სამ­სა­ხუ­რი და­გა­წყე­ბი­ნოს. სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­უფ­ლე­ბო­დი კომ­პი­უ­ტერს, ინ­გლი­სურს, მაგ­რამ კურ­სე­ბიც ფა­სი­ა­ნია. სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნო თან­ხა?! უფუ­ლო­ბის გამო ხან­და­ხან სახ­ლი­და­ნაც კი ვერ გა­მოვ­დი­ვარ. ფი­ზი­კუ­რად შრო­მას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ - ჯან­მრთე­ლო­ბა არ მი­წყობს ხელს. მარ­თვის მოწ­მო­ბა ჩა­მო­მარ­თვეს, თო­რემ მძღო­ლად ვი­მუ­შა­ვებ­დი. მრა­ვა­ლი წე­ლია, ნარ­კო­ტიკს აღარ გავ­კა­რე­ბი­ვარ, მაგ­რამ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი აღ­რი­ცხვი­დან მო­სახ­სნე­ლად 185 ლა­რია სა­ჭი­რო. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა 35 ლარი ჯდე­ბა, გა­მოც­და - 50 ლარი. ამ­დე­ნი ფული რომ მქონ­დეს, სახ­ლში იმ­დე­ნი პრობ­ლე­მაა, მოწ­მო­ბის­თვის მა­ინც ვერ გა­ვი­მე­ტებ­დი. მინ­დო­და, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლის სტა­ტუ­სი მი­მე­ღო, მაგ­რამ გვი­პა­სუ­ხეს: ამი­სათ­ვის სტა­ტუსს ჯერ დე­დას და ძმას შე­ვუ­ჩე­რებთ, 3 თვის შემ­დეგ კი ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გეწ­ვე­ვათ და ხე­ლახ­ლა შე­გა­ფა­სებ­თო. ეს სამი თვე რითი გვე­არ­სე­ბა? ჰოდა, შე­ვეშ­ვით. თვა­ლის ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბა და ვერ გა­მი­კე­თე­ბია - 2 ათა­სი ლა­რია სა­ჭი­რო. რა­ტომ წი­ნას­წარ არ იფიქ­რეს, ცი­ხი­დან გა­მო­სულ ხალ­ხს რომ დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბო­და?!

"მინ­და, ცხოვ­რე­ბა ახ­ლი­დან და­ვი­წყო!"

ეკა, 30 წლის:

- პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით მთავ­რო­ბამ კე­თი­ლი საქ­მე გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ისიც ხომ უნდა ეფიქ­რა, მერე სად წა­ვი­დოდ­ნენ?! ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ გა­სა­ჭირს ვე­ღარ გა­უძ­ლოს და ისევ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს?! სახ­ლში ჯდო­მით სამ­სა­ხურს ვერ იშო­ვი, მაგ­რამ გზის ფული ხომ გინ­და?! თა­ნაც, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ხომ უნდა მიხ­ვი­დე?! სა­პო­ნი გჭირ­დე­ბა, კბი­ლის პას­ტა, სა­ვარ­ცხე­ლი... ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბის ფასს მხო­ლოდ მა­შინ ხვდე­ბი, რო­დე­საც არ გაქვს და ვერც ყი­დუ­ლობ. რა­ღაც დახ­მა­რე­ბა პირ­ვე­ლი 3 თვე მა­ინც მოგ­ვცენ!.. მე კი­დევ რა მი­ჭირს - ბინა შემ­რჩა. სულ გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია: წამ­ლის გა­დამ­კი­დემ რა­საც კი ხელი მოვ­კი­დე, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ტა­ნე და გავ­ყი­დე... ჯან­მრთე­ლო­ბის მხრი­ვაც პრობ­ლე­მე­ბი მაქვს. ყვე­ლა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა კი ის არის, რომ ოჯა­ხი დავ­კარ­გე. მო­სიყ­ვა­რუ­ლე მშობ­ლე­ბი მყავ­და, მშვე­ნი­ე­რი და-ძმა, ბე­ბია-ბა­ბუა... სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ­დით. მა­მამ იქ ბიზ­ნე­სი აა­წყო. 18 წლის ვი­ყა­ვი, მე­გობ­რე­ბის წამ­ხე­დუ­რო­ბით ნარ­კო­ტი­კი რომ გავ­სინ­ჯე. ოჯახ­მა მხო­ლოდ წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­ი­გო. ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­დნენ, რომ გა­და­მეგ­დო, მაგ­რამ სულ ვა­ტყუ­ებ­დი, ვე­უ­ხე­შე­ბო­დი, სახ­ლი­დან ფულ­საც კი ვი­პა­რავ­დი... მშობ­ლე­ბი ისეთ დღე­ში ჩა­ვაგ­დე, ამ­ბობ­დნენ - შვი­ლი აღარ გვინ­დაო. მა­მამ ქუ­ჩა­ში მა­ინც არ დამ­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მიშ­ვა: ჩვენს ბი­ნა­ში იცხოვ­რე და რაც გინ­და, ის ქე­ნიო... ძა­ლი­ან მინ­და, ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ვი­წყო და რაც შეც­დო­მე­ბი და­ვუშ­ვი, გა­მო­ვას­წო­რო. ფეხ­ზე რომ დავ­დგე­ბი, ოჯახს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუ­რიგ­დე­ბი. რა­ტომ ახლა - არა?.. მინ­და, სულ სხვა­ნა­ი­რი მნა­ხონ. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სკო­ლა მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. კა­ფე­ში მიმ­ტა­ნად თუ ვი­მუ­შა­ვებ... ნერ­ვე­ბი ისეთ დღე­ში მაქვს, ვი­ღაც რომ დათ­ვრეს და რა­ღაც მი­თხრას, ვერ ავი­ტან. აი, გამ­ყიდ­ვე­ლად - რა პრობ­ლე­მაა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. რით ვარ­სე­ბობ? ჯერ ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვარ და შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი და ახ­ლო­ბე­ლი ცო­ტა­ო­დე­ნი ფუ­ლით და­მეხ­მარ­ნენ. მაგ­რამ სის­ტე­მა­ტუ­რად ვე­რა­ვის მოს­თხოვ. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 3-თვი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ე­წყო.

არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ყვე­ლა­ფერს ვერ გას­წვდე­ბა

ცირა, 54 წლის:

- მშობ­ლე­ბი ადრე გარ­და­მეც­ვალ­ნენ და ძმამ გამ­ზარ­და. ჩვენს უბან­ში ბევ­რი "ეთა­მა­შე­ბო­და" ნარ­კო­ტიკს - ჩემი ქმრის ჩათ­ვლით. არა­სო­დეს შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია, მაგ­რამ ისე­თი მა­ი­მუ­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, თვი­თონ და­ვინ­ტე­რეს­დი. მერე და­ი­ჭი­რეს და ცი­ხე­ში და­ი­ღუ­პა. ძმა უკვე მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. პა­რიკ­მა­ხე­რის ხე­ლო­ბა ვის­წავ­ლე და იმ­დე­ნი ფული ვი­შო­ვე, აღარ ვი­ცო­დი, სად წა­მე­ღო. ამა­სო­ბა­ში ოპი­უმ­ზე გა­და­ვე­დი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან "შემჯდა­რი" არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ძმა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, იმის შემ­დეგ 4 წელი აღარც "გა­მოვ­ფხიზ­ლე­ბულ­ვარ". 2005 წელს ოპი­უ­მის შე­ნახ­ვის გამო ამიყ­ვა­ნეს. ცი­ხე­ში ფსი­ქო­ლოგ მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვილ­თან ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი თე­რა­პია - "12 ნა­ბი­ჯი" გა­ვი­ა­რე. გა­მოს­ვლის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მას მი­ვა­კი­თხე, მაგ­რამ თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი: ზედ­მე­ტი შე­კი­თხვა, ზედ­მე­ტი შე­მო­ხედ­ვა... თან, ასა­კი­თაც არ შე­მე­ფე­რე­ბო­და. მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვილ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ გზა­ში" მის­ვლა მირ­ჩია. პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან შვე­ბა ვიგ­რძე­ნი. აქ მა­ვი­წყდე­ბა, რომ ცი­ხი­დან გა­მო­სუ­ლი ვარ. მაგ­რამ ერთი ან თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს ვერ გას­წვდე­ბა. სა­წყის ეტაპ­ზე სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბია სა­ჭი­რო. მერე კი თვი­თო­ნაც უნდა გა­ინ­ძრე.

პრობ­ლე­მა სა­ხელ-მწი­ფო დო­ნე­ზე უნდა გა­და­იჭ­რას

ამ­ნის­ტია ისევ "მა­რილ­მო­უყ­რელ მად­ლად" თუ დარ­ჩა, პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის რე­ცი­დივს ვერ ავიც­დენთ. ამის ნიშ­ნე­ბი უკვე იკ­ვე­თე­ბა. პრობ­ლე­მა სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე უნდა გა­და­იჭ­რას. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან უფრო ჩაღ­რმა­ვე­ბო­და პრობ­ლე­მის არსს, ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბი მა­ინც გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. გა­ე­როს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყო­ფილ პა­ტიმ­რებს სა­კუ­თა­რი არ­სე­ბო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­ეძ­ლოთ (წესი 58). დო­კუ­მენ­ტის მე­ო­რე ნა­წილ­ში კი ხაზ­გას­მუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მათი მხარ­და­ჭე­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ვა­ლე­ო­ბაა: ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა, დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა, შე­სა­ფე­რის ხე­ლო­ბა­თა ნუს­ხის ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ზუს­ტე­ბა და უფა­სო პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თვა. არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს ამ პრო­ცეს­ში შე­უ­ფა­სე­ბე­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია.

P.S. სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის - "ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა - რეპ­რე­სი­უ­ლი თუ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ჩა­რე­ვა: თე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის ხელ­შე­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც "ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ქსე­ლი" ახორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია "მსოფ­ლიო ექი­მე­ბი - საფ­რან­გე­თი, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა". სტა­ტი­ის ში­ნა­არსზე სრუ­ლად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ავ­ტო­რი და არც ერთ ვი­თა­რე­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლად.

მე­დეა გოგ­სა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ამნისტია: რას მოგვიტანს მარილმოუყრელი მადლი?

ამნისტია: რას მოგვიტანს მარილმოუყრელი მადლი?

ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ამნისტიას საზოგადოების ნაწილი მოწონებით შეხვდა; პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი, ძირითადად, კრიმინოგენულ საფრთხეებზე მიუთითეს. იმის მიუხედავად, თუ რომელ პოზიციას გავიზიარებთ, ფაქტია - უამრავ ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი გაუჩნდა. სხვა საკითხია, რამდენად რეალურია ეს შანსი.

არაერთი ამნისტირებული ოდესღაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააპატიმრეს. რას ვახვედრებთ ამ ადამიანებს? ყოფილ პატიმართა სოციალური რეინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. მათ ზურგს უკან ან სრული სიმარტოვეა, ან - ჯარიმებით "გატყავებული" ოჯახები. სავსებით შესაძლებელია, გაჭირვებამ ეს ადამიანები ისევ დანაშაულის გზაზე დააყენოს.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

დალი უშარიძე, ფსიქოსოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის "ახალი გზა" ხელმძღვანელი:

- ამნისტირებული მომხმარებლები ჩვენს ორგანიზაციას ხშირად აკითხავენ. სრული უპერსპექტივობა - მხოლოდ ამ სიტყვებით შემიძლია დავახასიათო მათი მდგომარეობა. ზიანის შემცირების მესამე რგოლი - ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ არის დანერგილი და ქმედით დახმარებას ვერ ვთავაზობთ. ყველაფერი ამოიწურება კონსულტაციით ან ერთჯერადი დახმარებით, რასაც ორგანიზაციის მუშაკთა პირადი ინიციატივით ვახერხებთ. საპატიმროდან ახალგამოსულ ადამიანებს უამრავი პრობლემა აწუხებთ: ზოგს საბუთი სჭირდება, ზოგს - დაკვალიანება. პირველ რიგში კი - დასაქმება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. პრობლემის გადასაწყვეტად, მთელი არასამთავრობო სექტორი უნდა გაერთიანდეს.

საინტერესო ინფორმაცია: ცენტრი "თანადგომა" ახორციელებს პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიმართულება - ყოფილ პატიმართა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ მოდელის ფარგლებში უკრაინელებმა სოციალური საწარმოები გახსნეს, რაც ჩვენში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ფაქტია: ერთჯერადი დახმარებები და კონსულტაციები პრობლემას ვერ გადაჭრის. სოციალური საწარმოების სისტემაა დასაქმების რეალური შანსი.

"უფულობის გამო ხანდახან სახლიდანაც კი ვერ გამოვდივარ"

ყველაზე კარგად საკუთარი გასაჭირი თავად ამნისტირებულმა მომხმარებლებმა იციან. მოვუსმინოთ მოქალაქეებს, რომლებიც ანონიმურ საუბარზე დაგვთანხმდნენ.

მერაბი, 36 წლის:

- დედაც და ძმაც ინვალიდები მყავანან. საკმაოდ გვიჭირდა, ამიტომ ბიზნესაკადემიაში სწავლის ფულის გადასახდელად, სამორინეში ვმუშაობდი. მეტისმეტად ვიღლებოდი და ოპიუმის მოხმარება დავიწყე. 2007 წელს ნარკოტიკების გამო, ციხეში აღმოვჩნდი. 3 წლის შემდეგ შეწყალების კომისიამ გამათავისუფლა. ერთბაშად უამრავი პრობლემა დამატყდა თავს: უმუშევრობა, გაჭირვება, უიმედობა... როგორია, ტრანსპორტის ფული რომ არ გაქვს?! ხალხიც ცუდი თვალით მიყურებდა. მერე - პატრულის შიში, ოჯახის მდგომარეობა... ცოტა მონატრებაც იყო და როცა ნარკოტიკი შემომთავაზეს, უარი ვეღარ ვთქვი. 2 თვეში ისევ დამაკავეს. ციხეში საშინელი სიტუაცია დამხვდა. 2008 წლამდე თუ ტილები გჭამდნენ, ახლა პერსონალი გაინვალიდებდა. უბრალო ჩურჩულზე გაგინებდნენ და გცემდნენ, მუხლებზე გაყენებდნენ, საპონს გაჭმევდნენ, გაფურთხებდნენ, დენზე გაერთებდნენ. ცალი თვალი გლდანის ციხეში დამიზიანეს... ამნისტიით გამოვედი. ისევ - უმუშევრობა, უფულობა, გაჭირვება... თუ ახლობლები არ გყავს, არავის უნდა, შენზე პასუხისმგებლობა აიღოს და სამსახური დაგაწყებინოს. სიამოვნებით დავეუფლებოდი კომპიუტერს, ინგლისურს, მაგრამ კურსებიც ფასიანია. საიდან მოვიტანო თანხა?! უფულობის გამო ხანდახან სახლიდანაც კი ვერ გამოვდივარ. ფიზიკურად შრომას ვერ მოვახერხებ - ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. მართვის მოწმობა ჩამომართვეს, თორემ მძღოლად ვიმუშავებდი. მრავალი წელია, ნარკოტიკს აღარ გავკარებივარ, მაგრამ ნარკოლოგიური აღრიცხვიდან მოსახსნელად 185 ლარია საჭირო. ფსიქიატრიული ექსპერტიზა 35 ლარი ჯდება, გამოცდა - 50 ლარი. ამდენი ფული რომ მქონდეს, სახლში იმდენი პრობლემაა, მოწმობისთვის მაინც ვერ გავიმეტებდი. მინდოდა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მიმეღო, მაგრამ გვიპასუხეს: ამისათვის სტატუსს ჯერ დედას და ძმას შევუჩერებთ, 3 თვის შემდეგ კი ჩვენი წარმომადგენელი გეწვევათ და ხელახლა შეგაფასებთო. ეს სამი თვე რითი გვეარსება? ჰოდა, შევეშვით. თვალის ოპერაცია მჭირდება და ვერ გამიკეთებია - 2 ათასი ლარია საჭირო. რატომ წინასწარ არ იფიქრეს, ციხიდან გამოსულ ხალხს რომ დახმარება დასჭირდებოდა?!

"მინდა, ცხოვრება ახლიდან დავიწყო!"

ეკა, 30 წლის:

- პატიმრების გათავისუფლებით მთავრობამ კეთილი საქმე გააკეთა, მაგრამ ისიც ხომ უნდა ეფიქრა, მერე სად წავიდოდნენ?! ხომ შეიძლება, ვიღაცამ გასაჭირს ვეღარ გაუძლოს და ისევ დანაშაული ჩაიდინოს?! სახლში ჯდომით სამსახურს ვერ იშოვი, მაგრამ გზის ფული ხომ გინდა?! თანაც, გასაუბრებაზე ელემენტარულად, მოწესრიგებული ხომ უნდა მიხვიდე?! საპონი გჭირდება, კბილის პასტა, სავარცხელი... ასეთი წვრილმანების ფასს მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც არ გაქვს და ვერც ყიდულობ. რაღაც დახმარება პირველი 3 თვე მაინც მოგვცენ!.. მე კიდევ რა მიჭირს - ბინა შემრჩა. სულ გამოცარიელებულია: წამლის გადამკიდემ რასაც კი ხელი მოვკიდე, ყველაფერი გამოვიტანე და გავყიდე... ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები მაქვს. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ოჯახი დავკარგე. მოსიყვარულე მშობლები მყავდა, მშვენიერი და-ძმა, ბებია-ბაბუა... საზღვარგარეთ ვცხოვრობდით. მამამ იქ ბიზნესი ააწყო. 18 წლის ვიყავი, მეგობრების წამხედურობით ნარკოტიკი რომ გავსინჯე. ოჯახმა მხოლოდ წლინახევრის შემდეგ გაიგო. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, რომ გადამეგდო, მაგრამ სულ ვატყუებდი, ვეუხეშებოდი, სახლიდან ფულსაც კი ვიპარავდი... მშობლები ისეთ დღეში ჩავაგდე, ამბობდნენ - შვილი აღარ გვინდაო. მამამ ქუჩაში მაინც არ დამტოვა და საქართველოში გამომიშვა: ჩვენს ბინაში იცხოვრე და რაც გინდა, ის ქენიო... ძალიან მინდა, ცხოვრება თავიდან დავიწყო და რაც შეცდომები დავუშვი, გამოვასწორო. ფეხზე რომ დავდგები, ოჯახს აუცილებლად შევურიგდები. რატომ ახლა - არა?.. მინდა, სულ სხვანაირი მნახონ. სამწუხაროდ, მხოლოდ სკოლა მაქვს დამთავრებული. კაფეში მიმტანად თუ ვიმუშავებ... ნერვები ისეთ დღეში მაქვს, ვიღაც რომ დათვრეს და რაღაც მითხრას, ვერ ავიტან. აი, გამყიდველად - რა პრობლემაა, დიდი სიამოვნებით. რით ვარსებობ? ჯერ ახალი გამოსული ვარ და შორეული ნათესავი და ახლობელი ცოტაოდენი ფულით დამეხმარნენ. მაგრამ სისტემატურად ვერავის მოსთხოვ. სახელმწიფოს მხრიდან 3-თვიანი დახმარება საკმარისი იქნებოდა, რომ ადამიანს ცხოვრება თავიდან დაეწყო.

არასამთავრობო სექტორი ყველაფერს ვერ გასწვდება

ცირა, 54 წლის:

- მშობლები ადრე გარდამეცვალნენ და ძმამ გამზარდა. ჩვენს უბანში ბევრი "ეთამაშებოდა" ნარკოტიკს - ჩემი ქმრის ჩათვლით. არასოდეს შემოუთავაზებია, მაგრამ ისეთი მაიმუნი ბავშვი ვიყავი, თვითონ დავინტერესდი. მერე დაიჭირეს და ციხეში დაიღუპა. ძმა უკვე მოსკოვში ცხოვრობდა. პარიკმახერის ხელობა ვისწავლე და იმდენი ფული ვიშოვე, აღარ ვიცოდი, სად წამეღო. ამასობაში ოპიუმზე გადავედი. თავიდან ძალიან "შემჯდარი" არ ვყოფილვარ, მაგრამ ძმა რომ გარდამეცვალა, იმის შემდეგ 4 წელი აღარც "გამოვფხიზლებულვარ". 2005 წელს ოპიუმის შენახვის გამო ამიყვანეს. ციხეში ფსიქოლოგ მანანა სოლოღაშვილთან ანტინარკოტიკული თერაპია - "12 ნაბიჯი" გავიარე. გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა პროგრამას მივაკითხე, მაგრამ თავი უხერხულად ვიგრძენი: ზედმეტი შეკითხვა, ზედმეტი შემოხედვა... თან, ასაკითაც არ შემეფერებოდა. მანანა სოლოღაშვილმა ორგანიზაცია "ახალ გზაში" მისვლა მირჩია. პირველივე წუთიდან შვება ვიგრძენი. აქ მავიწყდება, რომ ციხიდან გამოსული ვარ. მაგრამ ერთი ან თუნდაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობები ყველა მომხმარებელს ვერ გასწვდება. საწყის ეტაპზე სახელმწიფო პროგრამებია საჭირო. მერე კი თვითონაც უნდა გაინძრე.

პრობლემა სახელ-მწიფო დონეზე უნდა გადაიჭრას

ამნისტია ისევ "მარილმოუყრელ მადლად" თუ დარჩა, პერსპექტივაში დანაშაულის რეციდივს ვერ ავიცდენთ. ამის ნიშნები უკვე იკვეთება. პრობლემა სწორედ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაიჭრას. კარგი იქნებოდა, ამნისტიის გამოცხადებისას ხელისუფლება ან უფრო ჩაღრმავებოდა პრობლემის არსს, ან საერთაშორისო ნორმები მაინც გაეთვალისწინებინა. გაეროს მიერ აღიარებული მინიმალური სტანდარტების თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ ყოფილ პატიმრებს საკუთარი არსებობის უზრუნველყოფა შეეძლოთ (წესი 58). დოკუმენტის მეორე ნაწილში კი ხაზგასმულია სახელმწიფოს მხრიდან მათი მხარდაჭერის აუცილებლობა. სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა: ფინანსების მოძიება, დახმარებების გაცემა, შესაფერის ხელობათა ნუსხის ოპერატიულად დაზუსტება და უფასო პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის გამართვა. არასამთავრობო სექტორს ამ პროცესში შეუფასებელი წვლილის შეტანა შეუძლია.

P.S. სტატია მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში" - ფარგლებში, რომელსაც "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" ახორციელებს. პროექტის თანადამფინანსებელია "მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი, საქართველოს წარმომადგენლობა". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

მედეა გოგსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ