მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ევგენიძე ვაჟის მოლოდინში - "ნიკა მეორე შვილის დაბადებასაც დაესწრება"
ლიკა ევგენიძე ვაჟის მოლოდინში - "ნიკა მეორე შვილის დაბადებასაც დაესწრება"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ევ­გე­ნი­ძე ოჯახ­თან ერ­თად, ერთი წლით ნიუ-იორკში წა­ვი­და. მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი სი­ახ­ლეა - ის ვა­ჟიშ­ვი­ლის დე­დო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ორ­სუ­ლო­ბა­ზე, დე­დო­ბა­ზე, ამე­რი­კულ ამ­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ლიკა ამე­რი­კი­დან, ინ­ტერ­ნე­ტით გვე­სა­უბ­რა.

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ადა­მი­ანს ის წუ­თე­ბი და­გა­ვი­წყდეს, როცა შვილს პირ­ვე­ლად შე­ხე­დავ. დე­დო­ბის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზა­დე­ბა ჯერ კი­დევ "დე­დო­ბა­ნას" თა­მა­ში­დან იწყე­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლის მო­ლო­დინ­ში ცოტა არ იყოს, სა­კუ­თარ თავ­თან გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და დიდი ცვლი­ლე­ბის­თვის, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. მე­ში­ნო­და კი­დეც, მაგ­რამ რისი - არ ვიცი. ანა-სო­ფი­ას და­ნახ­ვა ჩემ­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი რამ იყო; ამ ემო­ცი­ის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­დამ სა­ოც­რე­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში არი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ყვე­ლა­ზე დიდი სა­ოც­რე­ბა ქა­ლის სხე­ულ­ში ხდე­ბა - მა­შინ, რო­დე­საც ბავ­შვი ისა­ხე­ბა და იბა­დე­ბა.

- დე­დო­ბამ რა კუ­თხით შეგცვა­ლა?

- ისეთ რა­ღა­ცებ­ზე და­ვი­წყე ფიქ­რი, რა­ზეც მა­ნამ­დე არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ და უფრო მე­ტად ფრთხი­ლი გავ­ხდი; ხში­რად მახ­სენ­დე­ბო­და, რომ დე­და­სა და მა­მას გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. ჰოდა, მათ ვე­უბ­ნე­ბო­დი: მე შვი­ლის მი­მართ ასე­თი არ ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი. არა­და, მათ­ზე ბევ­რად უა­რე­სი ვარ. დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა. რაც უფრო მე­ტად იზ­რდე­ბა ანა-სო­ფია, მით უფრო მე­ტად მიყ­ვარ­დე­ბა.

- შენ­თვის და შენი მე­უღ­ლის­თვის შვი­ლის სქესს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?

- ჩვენ­თვის შვი­ლის სქესს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლი იყოს. თუმ­ცა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, როცა გა­ვი­გეთ, რომ ბი­ჭიც გვე­ყო­ლე­ბა. კარ­გია, როცა ოჯახ­ში ქა­ლიშ­ვი­ლიც იზ­რდე­ბა და ვა­ჟიც. ძა­ლი­ან მინ­და, მო­მა­ვალ­ში და-ძმამ იმე­გობ­როს.

- მე­უღ­ლე ბავ­შვის მოვ­ლა­ში თუ გეხ­მა­რე­ბა?

- თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ექოს­კო­პი­ა­ზე დამ­ყვე­ბო­და და ამ­ჯე­რა­დაც გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობ­და, ჩემ გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. სხვა­თა შო­რის, ორ­სუ­ლო­ბი­სას ქალი უფრო მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა და მის­თვის მე­უღ­ლის გვერ­დში დგო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ნიკა მშო­ბი­ა­რო­ბა­საც და­ეს­წრო და ბავ­შვს ჭიპ­ლა­რიც თა­ვად გა­და­უჭ­რა. ანა-სო­ფია მტი­რა­ლა არ იყო. ღა­მით რომ იღ­ვი­ძებ­და, ნიკა აჭ­მევ­და, უც­ვლი­და.

- კა­ცებს უჭირთ მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბა. ნი­კამ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვი­ლად მი­ი­ღო?

- ამის სურ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე გა­მოთ­ქვა. შენი შვი­ლის პირ­ველ ამო­სუნ­თქვა­ზე მა­გარს, ვე­რას­დროს ვე­რა­ფერს ნა­ხავ. მე­ო­რე შვი­ლის და­ბა­დე­ბა­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ეს­წრე­ბა.

- ბავ­შვს რო­დის­თვის ელო­დე­ბით?

- უკვე მე­ცხრე თვე­ში ვარ, ივ­ლის­ში ვე­ლო­დე­ბით.

- სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში რა­ტომ გა­დახ­ვე­დი?

- ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბი, ამის­თვის კი სა­ჭი­როა, აქ ერთი წელი მა­ინც ვი­ცხოვ­რო. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნას ორ­სუ­ლო­ბაც კარ­გად და­ემ­თხვა: ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბას მა­ინც ვერ შევ­ძლებ­დი.

- რო­გო­რია ნიუ-იორკში შენი ერთი დღე?

- სა­კუ­თა­რი თავი მთლი­ა­ნად ოჯახს და­ვუთ­მე. არ მინ­და, რა­ი­მე სხვა საქ­მით და­ვიტ­ვირ­თო. დროს მშვი­დად ვა­ტა­რებ და შვილ­თან ერ­თად ვსე­ირ­ნობ ხოლ­მე.

- რო­გო­რი ორ­სუ­ლო­ბა გაქვს? ხა­სი­ა­თი ხომ არ შე­გეც­ვა­ლა?

- ზო­გი­ერ­თი ჩემი მე­გობ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არც ხა­სი­ა­თი შე­მეც­ვლია და არც რა­ი­მე საჭ­მე­ლი მომნდო­მე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. თა­ვი­დან მხო­ლოდ ტოქ­სი­კო­ზი მქონ­და, ისიც - იოლი ფორ­მით.

- პა­ტა­რას რას და­არ­ქმევთ? ანა-სო­ფი­ას სა­ხე­ლი რის მი­ხედ­ვით შე­ურ­ჩი­ეთ?

- პა­ტა­რას­თვის სა­ხე­ლი ჯერ არ შეგ­ვირ­ჩე­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა ანა-სო­ფი­ას, გვინ­დო­და, მის­თვის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლი შეგ­ვერ­ჩია, რად­გა­ნაც ხან ამე­რი­კა­ში ვართ და ხან - სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბო­ლოს, არ­ჩე­ვა­ნი ანა-სო­ფი­ა­ზე გა­ვა­კე­თეთ და ჩვე­ნი გო­გო­ნა ამ სა­ხე­ლით კმა­ყო­ფი­ლია. თუ მხო­ლოდ ანას ან მხო­ლოდ სო­ფი­ას და­უ­ძა­ხებ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ნიშ­ვნას მოგ­ცემს (იცი­ნის)... რომ ვუ­თხა­რი: მალე ძა­მი­კო გე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: მე გოგო ძა­მი­კო მინ­დაო! ახლა ხელ­ში ვერ ამ­ყავს და სურ­ვი­ლი აქვს, მალე ვიმ­შო­ბი­ა­რო, რათა მისი აყ­ვა­ნა შევ­ძლო. თა­ვი­დან გა­უ­ჭირ­და ამე­რი­კელ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ენის ბა­რი­ე­რიც ჰქონ­და, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფერს შე­ეჩ­ვია და სა­ბავ­შვო ბაღ­შიც და­დის.

- რო­გორც ვხვდე­ბი, ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მოგ­წონს...

- ამე­რი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ნიუ-იორ­კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქა­ლა­ქია. აქ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს და თავს უცხოდ ნამ­დვი­ლად ვერ იგ­რძნობ. თა­ნაც, გა­მუდ­მე­ბით სა­ინ­ტრე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა. ნიუ-იორკში უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი მყავს - ქარ­თვე­ლე­ბიც და არა­ქარ­თვე­ლე­ბიც. ჰოდა, ერთ თვე­ში უკვე სამ ქორ­წილ­ში მო­მიხ­და წას­ვლა (იღი­მის)...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ლიკა ევგენიძე ვაჟის მოლოდინში - "ნიკა მეორე შვილის დაბადებასაც დაესწრება"

ლიკა ევგენიძე ვაჟის მოლოდინში - "ნიკა მეორე შვილის დაბადებასაც დაესწრება"

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ოჯახთან ერთად, ერთი წლით ნიუ-იორკში წავიდა. მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა - ის ვაჟიშვილის დედობისთვის ემზადება.

ორსულობაზე, დედობაზე, ამერიკულ ამბებსა და სამომავლო გეგმებზე ლიკა ამერიკიდან, ინტერნეტით გვესაუბრა.

- წარმოუდგენელია, ადამიანს ის წუთები დაგავიწყდეს, როცა შვილს პირველად შეხედავ. დედობისთვის ფსიქოლოგიური მზადება ჯერ კიდევ "დედობანას" თამაშიდან იწყება. პირველი შვილის მოლოდინში ცოტა არ იყოს, საკუთარ თავთან გაუცხოებული ადამიანის პოზიციაში ვიყავი და დიდი ცვლილებისთვის, პასუხისმგებლობისთვის ვემზადებოდი. მეშინოდა კიდეც, მაგრამ რისი - არ ვიცი. ანა-სოფიას დანახვა ჩემთვის შოკის მომგვრელი რამ იყო; ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ადამიანები მუდამ საოცრებების ძიებაში არიან, სინამდვილეში კი, ყველაზე დიდი საოცრება ქალის სხეულში ხდება - მაშინ, როდესაც ბავშვი ისახება და იბადება.

- დედობამ რა კუთხით შეგცვალა?

- ისეთ რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, რაზეც მანამდე არასდროს დავფიქრებულვარ და უფრო მეტად ფრთხილი გავხდი; ხშირად მახსენდებოდა, რომ დედასა და მამას გადამეტებული ყურადღება არ მსიამოვნებდა. ჰოდა, მათ ვეუბნებოდი: მე შვილის მიმართ ასეთი არ ვიქნები-მეთქი. არადა, მათზე ბევრად უარესი ვარ. დედობრივი სიყვარული არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რაც უფრო მეტად იზრდება ანა-სოფია, მით უფრო მეტად მიყვარდება.

- შენთვის და შენი მეუღლისთვის შვილის სქესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?

- ჩვენთვის შვილის სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჯანმრთელი იყოს. თუმცა, ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ ბიჭიც გვეყოლება. კარგია, როცა ოჯახში ქალიშვილიც იზრდება და ვაჟიც. ძალიან მინდა, მომავალში და-ძმამ იმეგობროს.

- მეუღლე ბავშვის მოვლაში თუ გეხმარება?

- თავიდანვე ძალიან მეხმარებოდა. პირველი ორსულობის პერიოდში ყველა ექოსკოპიაზე დამყვებოდა და ამჯერადაც გამუდმებით ცდილობდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენ ყველაფერი ერთად გავიარეთ. სხვათა შორის, ორსულობისას ქალი უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება და მისთვის მეუღლის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია. ნიკა მშობიარობასაც დაესწრო და ბავშვს ჭიპლარიც თავად გადაუჭრა. ანა-სოფია მტირალა არ იყო. ღამით რომ იღვიძებდა, ნიკა აჭმევდა, უცვლიდა.

- კაცებს უჭირთ მშობიარობაზე დასწრება. ნიკამ ეს გადაწყვეტილება ადვილად მიიღო?

- ამის სურვილი თავიდანვე გამოთქვა. შენი შვილის პირველ ამოსუნთქვაზე მაგარს, ვერასდროს ვერაფერს ნახავ. მეორე შვილის დაბადებასაც აუცილებლად დაესწრება.

- ბავშვს როდისთვის ელოდებით?

- უკვე მეცხრე თვეში ვარ, ივლისში ველოდებით.

- საცხოვრებლად ამერიკაში რატომ გადახვედი?

- ამერიკის მოქალაქეობას ველოდები, ამისთვის კი საჭიროა, აქ ერთი წელი მაინც ვიცხოვრო. ამერიკაში ყოფნას ორსულობაც კარგად დაემთხვა: ასეთ მდგომარეობაში ტელევიზიაში მუშაობას მაინც ვერ შევძლებდი.

- როგორია ნიუ-იორკში შენი ერთი დღე?

- საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს დავუთმე. არ მინდა, რაიმე სხვა საქმით დავიტვირთო. დროს მშვიდად ვატარებ და შვილთან ერთად ვსეირნობ ხოლმე.

- როგორი ორსულობა გაქვს? ხასიათი ხომ არ შეგეცვალა?

- ზოგიერთი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არც ხასიათი შემეცვლია და არც რაიმე საჭმელი მომნდომებია განსაკუთრებულად. თავიდან მხოლოდ ტოქსიკოზი მქონდა, ისიც - იოლი ფორმით.

- პატარას რას დაარქმევთ? ანა-სოფიას სახელი რის მიხედვით შეურჩიეთ?

- პატარასთვის სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. რაც შეეხება ანა-სოფიას, გვინდოდა, მისთვის ინტერნაციონალური სახელი შეგვერჩია, რადგანაც ხან ამერიკაში ვართ და ხან - საქართველოში. ბოლოს, არჩევანი ანა-სოფიაზე გავაკეთეთ და ჩვენი გოგონა ამ სახელით კმაყოფილია. თუ მხოლოდ ანას ან მხოლოდ სოფიას დაუძახებ, აუცილებლად შენიშვნას მოგცემს (იცინის)... რომ ვუთხარი: მალე ძამიკო გეყოლება-მეთქი, მიპასუხა: მე გოგო ძამიკო მინდაო! ახლა ხელში ვერ ამყავს და სურვილი აქვს, მალე ვიმშობიარო, რათა მისი აყვანა შევძლო. თავიდან გაუჭირდა ამერიკელ ბავშვებთან ურთიერთობა და ენის ბარიერიც ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერს შეეჩვია და საბავშვო ბაღშიც დადის.

- როგორც ვხვდები, ამერიკული ცხოვრების სტილი მოგწონს...

- ამერიკა ძალიან მიყვარს. ნიუ-იორკი მრავალფეროვანი ქალაქია. აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხალხი ცხოვრობს და თავს უცხოდ ნამდვილად ვერ იგრძნობ. თანაც, გამუდმებით საინტრესო ამბები ხდება. ნიუ-იორკში უამრავი მეგობარი მყავს - ქართველებიც და არაქართველებიც. ჰოდა, ერთ თვეში უკვე სამ ქორწილში მომიხდა წასვლა (იღიმის)...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები