გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ "მწვანე სარტყელი" ანაკლიაში, დაცულ ტერიტორიაზე, 7 მკვდარი დელფინი აღმოაჩინა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, დელფინები მეთევზეების ბადეში მოყვნენ, რის შემდეგაც დაიხოცნენ და მკვდარი დელფინები სანაპიროზე მეთევზეებმა დაყარეს.
სავარაუდოდ, თევზჭერა აკრძალული ბადეებით მიმდინარეობდა. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ისინი ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს მიაწვდიან.