პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ანდრონიკაშვილი - დიეტას არ ვიცავ და მიუხედავად ამისა, ბოლო წლებია სტაბილურად ერთი წონა მაქვს
ეკა ანდრონიკაშვილი - დიეტას არ ვიცავ და მიუხედავად ამისა, ბოლო წლებია სტაბილურად ერთი წონა მაქვს

ამ­ჯე­რად კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე მსა­ხი­ო­ბი, ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ჯან­საღ კვე­ბას დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს და როცა დრო აქვს, გემ­რი­ელ კერ­ძებს სიყ­ვა­რუ­ლი­თა და კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბით ამ­ზა­დებს...

"სიყ­ვა­რულს საკ­ვე­ბიც გრძნობს"

- გემ­რი­ე­ლად ჭამა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ვპო­უ­ლობ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მომ­წონს, კერ­ძებს თა­ვა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვამ­ზა­დებ და გემ­რი­ე­ლიც გა­მომ­დის, რად­გან ყვე­ლა­ფერს გუ­ლი­ა­ნად ვუდ­გე­ბი. უბ­რა­ლოდ, საქ­მე ისაა, რომ ჩემი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის დრო არ მრჩე­ბა. ნამ­ცხვრებს არ ვა­ცხობ, მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობ ან კა­ფე­ში მი­ვირ­თმევ. კერ­ძი გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვა თუ არა, იმა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გო­რი გუ­ლით, რო­გო­რი გან­წყო­ბი­ლე­ბით ამ­ზა­დებ და მოგ­წონს თუ - არა ეს. თუ ფიქ­რობ - ოჰ, ნე­ტავ, დრო­ზე მო­მა­შო­რე­ბი­ნაო, გემ­რი­ე­ლი არას­დროს გა­მო­გი­ვა. სიყ­ვა­რულს საკ­ვე­ბიც "გრძნობს".

ოჯა­ხუ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი

- ბე­ბი­ა­ჩე­მი ბავ­შვო­ბი­სას კარგ ტკბი­ლე­ულს, ნამ­ცხვრებს აცხობ­და - ვაშ­ლის "პე­რო­გებს", შუს, ნა­პო­ლე­ონს. დე­დამ კი საჭ­მლის გა­კე­თე­ბა დღემ­დე არ იცის (იცი­ნის). ამის ნიჭი არ აღ­მო­აჩ­ნდა. ამი­ტომ ბე­ბი­ის შემ­დეგ, ამ სა­კი­თხში ეს­ტა­ფე­ტა მე გად­მო­მე­ცა. ბევ­რი რა­მის კე­თე­ბა ჩე­მით ვის­წავ­ლე, რა­ი­მე ახალს მე­გობ­რე­ბიც მას­წავ­ლი­ან ხოლ­მე, ასე­ვე, ბი­ცო­ლა­ჩე­მი და როცა რა­ი­მე მა­ინ­ტე­რე­სებს, მათ ვუ­რე­კავ და ვე­კი­თხე­ბი. სხვა­თა შო­რის, ბა­ბუ­ა­ჩე­მი უგემ­რი­ე­ლეს ბლო­მან­ჟე­სა და მუ­რა­ბებს აკე­თებ­და, ეს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი იყო და ამ საქ­მეს სხვას არა­ვის ან­დობ­და. მე კი ამ დროს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვი­ჯე­ქი, ვუ­ყუ­რებ­დი და ვა­სის­ტენ­ტობ­დი ხოლ­მე. ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მერე, ბლო­მან­ჟე აღარც გა­მი­კე­თე­ბია და ამ ტრა­დი­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვად­გენ. კერ­ძე­ბის კე­თე­ბა უფრო აქ­ტი­უ­რად გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბე­ბია და ჩემი დე­დამ­თი­ლი უგემ­რი­ე­ლეს საჭ­მე­ლებს აკე­თებ­დნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ერთი კერ­ძი მომ­წონ­და - "შავი წვე­ნი". ხორცს ხახვთან ერ­თად თუ­შავ­და და ზედ ბრო­წე­უ­ლის ბევრ წვენს ას­ხამ­და. მი­კი­თხავს კი­დეც, მი­ყუ­რე­ბია, მაგ­რამ რო­გორ­საც "ნორა ბაბა" აკე­თებ­და, ისე­თი მა­ინც არ გა­მომ­სვლია.

უცხო­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო

- ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლად, რო­გორც წესი, ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო მი­იჩ­ნე­ვა. იტა­ლი­უ­რიც მომ­წონს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, პი­ცი­სა და პას­ტის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტია. თუმ­ცა, გემ­რი­ე­ლი სო­უ­სე­ბი და ტკბი­ლე­უ­ლიც აქვთ. გერ­მა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო დი­დად არ მხიბ­ლავს, მაგ­რამ ნამ­ცხვრე­ბი და შო­კო­ლა­დი შე­სა­ნიშ­ნა­ვია. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც არა­ფე­რი მომ­წონ­და, ბულ­გა­რე­თია. უგე­მუ­რი საჭ­მე­ლი იყო... ძი­რი­თა­დად, მო­ხარ­შუ­ლი ბოსტნე­უ­ლი ჰქონ­დათ და ისე­თი წვნი­ა­ნე­ბი, რომ არ მი­გი­ზი­დავს.

"უნდა იკ­ვე­ბო იმის­თვის, რომ იცხოვ­რო და არა - იცხოვ­რო იმის­თვის, რომ იკ­ვე­ბო"

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ლა­თე­ბი, ახალ-ახა­ლი ბოსტნე­უ­ლი და ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი უმი სა­ხით მი­ვი­ღო, თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. კარ­ტო­ფილ­სა და მსგავს პრო­დუქტზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი. ნიგვზი­ა­ნი საჭ­მე­ლე­ბი გემ­რი­ე­ლი­ცაა და სა­სარ­გებ­ლოც. უნდა იკ­ვე­ბო იმის­თვის, რომ იცხოვ­რო და არა - იცხოვ­რო იმის­თვის, რომ იკ­ვე­ბო. ეს ყო­ველ­თვის მახ­სოვს და ვით­ვა­ლის­წი­ნებ, მაგ­რამ ისე­თი დღის რე­ჟი­მი მაქვს, ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი, ნა­უც­ბა­დე­ვად ღვე­ზე­ლი მი­ვირ­თვა, რაც მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია.

ცო­მე­უ­ლი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი

- ბუ­ნებ­რი­ვი ყვე­ლა­ფე­რი სა­სარ­გებ­ლოა და სა­ფუვ­რი­ა­ნი ცო­მე­უ­ლით "გა­მო­ტე­ნა" კარ­გს არა­ფერს მოგ­ვცემს. საკ­ვე­ბის­გან ენერ­გი­ას უნდა ვი­ღებ­დეთ, ჩვე­ნი კვე­ბით კი ორ­გა­ნიზ­მი იმ პრო­დუქ­ტის გა­და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ხარ­ჯავს ენერ­გი­ას, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, არაფ­რის მომ­ცე­მია. მწვა­ნი­ლე­უ­ლო­ბა, ბოსტნე­უ­ლი და ხილი მო­ხარ­შვის შემ­დეგ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს კარ­გავს. ჯო­ბია, ხილი ცო­ცხლად მი­ვირ­თვათ. თა­ნაც, ხილი ცალ­კე საჭ­მე­ლია და არა - დე­სერ­ტი. მა­გა­ლი­თად, მე ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ხორ­ცი­სა და თევ­ზის არე­ვას. ასე­ვე, ცუდი ყო­ფი­ლა ხორ­ცი­სა და კარ­ტო­ფი­ლის სინ­თე­ზი, რო­მე­ლიც ჩვენ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

უც­ნა­უ­რი საკ­ვე­ბი არ­სე­ბე­ბი

- გვე­ლის ხორ­ცი არ გა­მი­სინ­ჯავს, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თმევ­დი. ბა­ყა­ყი ამე­რი­კა­შიც მი­ჭა­მია და თბი­ლის­შიც. 1-2 წლის წინ, აქ ერთ-ერთ ია­პო­ნურ რეს­ტო­რან­ში მოვ­ხვდი, ბა­ყა­ყი ჩემ თვალ­წინ მო­ამ­ზა­დეს, მაგ­რამ რომ გი­თხრათ, აღვფრ­თო­ვან­დი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. მწყრი­სა და ქათ­მის ხორ­ცის მსგავ­სია. არა­ნა­ი­რი ზი­ზღი არ მაქვს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ წყლის არ­სე­ბაა. მგო­ნია, რომ გვე­ლიც ძა­ლი­ან სუფ­თაა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ნამ­დვი­ლად ვერ შევ­ჭამ­დი, ჭი­ე­ბი, ხო­ჭო­ე­ბი და მსგავ­სი რა­მაა. შემ­წვა­რი ვირ­თხე­ბი ხომ სა­ერ­თოდ კოშ­მა­რია.

ამე­რი­კა - ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის მხა­რე

- ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას პრი­ო­რი­ტეტს ია­პო­ნურ სამ­ზა­რე­უ­ლოს, სუ­ში­სა და ზღვის პრო­დუქ­ტებს ვა­ნი­ჭებ. იქ ძი­რი­თა­დად, ჰამ­ბურ­გე­რე­ბი და სტე­ი­კე­ბია, თუმ­ცა თვი­თონ ამე­რი­კე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად მი­ირ­თმე­ვენ. გა­ცი­ლე­ბით იაფი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი და უგემ­რი­ე­ლე­სი, სწო­რედ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი და სუში გახ­ლავთ. შტა­ტებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სუ­შის თევ­ზით დატ­ვირ­თუ­ლი სამი ბო­ინ­გი შე­დის და ამ პრო­დუქ­ტე­ბის მთე­ლი ხიბ­ლი ისაა, რომ ახა­ლი უნდა მი­ირ­თვა. სა­ღა­მო­ო­ბით უკვე ფას­დაკ­ლე­ბაა - ნა­ხე­ვარ ფას­ში ყი­დი­ან. თბი­ლის­ში სა­ღა­მოს შე­დი­ხარ რეს­ტო­რან­ში და არა­ვინ იცის, რო­დინ­დელ ჩა­მო­ტა­ნილ სუ­ში­ში იხდი არც ისე მცი­რე თან­ხას. აშშ-ში პო­პუ­ლა­რუ­ლია, ასე­ვე, მექ­სი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო. მა­რო­კო­ულ რეს­ტო­რან­შიც ვი­ყა­ვით, თუმ­ცა დი­დად არ მომ­წო­ნე­ბია...

პე­კი­ნუ­რი იხვი

- ნიუ-იორკში, ჩი­ნურ უბან­ში, პა­ტა­რა, საკ­მა­ოდ უბ­რა­ლო რეს­ტო­რა­ნია, სა­დაც უგემ­რი­ე­ლე­სი იხ­ვის ხორ­ცის გა­სინ­ჯვა შე­იძ­ლე­ბა. იხვი მთლი­ა­ნად იწ­ვე­ბა და რო­მელ ნა­ჭერ­საც ისურ­ვებ, მო­გიჭ­რი­ან. ასე­თი გემ­რი­ე­ლი მარ­თლაც არა­ფე­რი გა­მი­სინ­ჯავს. შემ­წვარ გოჭს ჰგავს, ოღონდ ნაკ­ლე­ბი ცხი­მი აქვს და პირ­და­პირ პირ­ში დნე­ბა. გარ­ნი­რი­თა და სა­ნე­ლებ­ლე­ბი­თაა. ნიუ-იორკში ჩას­ვლი­სას, უკვე ტრა­დი­ცი­ად მაქვს, რომ ამ რეს­ტო­რანს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვეს­ტუმ­რო. სხვა­თა შო­რის, იქა­ურ კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, რო­გორც წესი, შენ მიერ ნა­ყიდ საჭ­მელს, რამ­დე­ნიც უნდა დაგ­რჩეს, შე­გი­ფუ­თა­ვენ და გა­გა­ტა­ნენ. ეს იქ ცუდ ტო­ნად არ ით­ვლე­ბა. პი­რი­ქით, რომ და­ტო­ვო, გა­უკ­ვირ­დე­ბათ, რად­გან პრო­დუქტს ტყუ­ი­ლად არა­ვინ ყრის.

ამე­რი­კუ­ლი ნამ­ცხვა­რი

- ამე­რი­კა­ში ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ტკბი­ლე­უ­ლია, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კი არის - "პიეს", რო­მე­ლიც კრე­მი­ა­ნი­ცაა და უბ­რა­ლოდ, ბის­კვი­ტე­ბის სა­ხი­თაც. ისე­თი გრძე­ლი რიგი, რო­გორც ამ ცნო­ბილ ნამ­ცხვარ­ზეა, არ­სად შემ­ხვედ­რია. თურ­მე, მისი ცხო­ბა ერთ ოჯახს და­უ­წყია, თა­ვი­დან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, მერე კი ხალ­ხს ისე მო­ე­წო­ნა, რომ მათ­თვის ეს სე­რი­ო­ზულ ბიზ­ნე­სად იქცა და ახლა ვა­შინგტონ­ში ჩა­სუ­ლი ყვე­ლა ტუ­რის­ტი თავს "ვალ­დე­ბუ­ლად" თვლის, რომ გა­სინ­ჯოს. სამ­წუ­ხა­როდ, მე ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან იმ უზარ­მა­ზარ რიგ­ში დგო­მის დრო ნამ­დვი­ლად არ მქონ­და...

სას­მე­ლი

- ყვე­ლა საჭ­მელს თა­ვი­სი სას­მე­ლი უხ­დე­ბა. პი­რა­დად მე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მო­შო­ბით კა­ხე­ლი ვარ, ღვი­ნოს ვერ ვსვამ, თავი მტკივ­დე­ბა და ცუ­დად მხდის. არც შამ­პა­ნუ­რი მომ­წონს. თუ ვსვამ, რა თქმა უნდა, ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში და ისიც რა­ი­მე ძლი­ერ ალ­კოჰო­ლურს - კო­ნი­აკს, ვის­კის, არაყს, ტე­კი­ლას... ცივი და მომ­ჟა­ვო გემო უნდა ჰქონ­დეს, ტკბი­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი არ მიყ­ვარს. სას­მე­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მე­კი­დე­ბა ხოლ­მე, არ ვთვრე­ბი.

სტა­ბი­ლუ­რი წონა

- დი­ე­ტას, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვი­ცავ და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სტა­ბი­ლუ­რად ერთი წონა მაქვს. თუ მომ­შივ­დე­ბა, სა­ღა­მო­საც მი­ვირ­თმევ, თუ კა­ფე­ში ვარ, ნამ­ცხვარ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით გე­ახ­ლე­ბით. ჩემი პლუ­სი ისაა, რომ ცოტ-ცო­ტას და ხში­რად ვჭამ. პური და ბუ­ტერბრო­დე­ბი არ მიყ­ვარს, ასე­ვე, ძა­ლი­ან ცხი­მი­ა­ნი, ცხა­რე საკ­ვე­ბი და გა­მო­დის, რომ ჯან­მრთე­ლად ვიკ­ვე­ბე­ბი. რო­გორც და­ვას­კვე­ნი, ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დენ ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ, დი­ე­ტა და ვარ­ჯი­ში ნაკ­ლე­ბად მჭირ­დე­ბა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ეკა ანდრონიკაშვილი - დიეტას არ ვიცავ და მიუხედავად ამისა, ბოლო წლებია სტაბილურად ერთი წონა მაქვს

ეკა ანდრონიკაშვილი - დიეტას არ ვიცავ და მიუხედავად ამისა, ბოლო წლებია სტაბილურად ერთი წონა მაქვს

ამჯერად კულინარიაზე მსახიობი, ეკა ანდრონიკაშვილი გვესაუბრება. როგორც ის აღნიშნავს, ჯანსაღ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს და როცა დრო აქვს, გემრიელ კერძებს სიყვარულითა და კარგი განწყობილებით ამზადებს...

"სიყვარულს საკვებიც გრძნობს"

- გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს და რაიმე განსაკუთრებულს თითქმის ყველა ქვეყანაში ვპოულობ. ყველაზე მეტად მაინც ქართული სამზარეულო მომწონს, კერძებს თავადაც სიამოვნებით ვამზადებ და გემრიელიც გამომდის, რადგან ყველაფერს გულიანად ვუდგები. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, სამზარეულოსთვის დრო არ მრჩება. ნამცხვრებს არ ვაცხობ, მაღაზიაში ვყიდულობ ან კაფეში მივირთმევ. კერძი გემრიელი გამოვა თუ არა, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორი გულით, როგორი განწყობილებით ამზადებ და მოგწონს თუ - არა ეს. თუ ფიქრობ - ოჰ, ნეტავ, დროზე მომაშორებინაო, გემრიელი არასდროს გამოგივა. სიყვარულს საკვებიც "გრძნობს".

ოჯახური კულინარიული ტრადიციები

- ბებიაჩემი ბავშვობისას კარგ ტკბილეულს, ნამცხვრებს აცხობდა - ვაშლის "პეროგებს", შუს, ნაპოლეონს. დედამ კი საჭმლის გაკეთება დღემდე არ იცის (იცინის). ამის ნიჭი არ აღმოაჩნდა. ამიტომ ბებიის შემდეგ, ამ საკითხში ესტაფეტა მე გადმომეცა. ბევრი რამის კეთება ჩემით ვისწავლე, რაიმე ახალს მეგობრებიც მასწავლიან ხოლმე, ასევე, ბიცოლაჩემი და როცა რაიმე მაინტერესებს, მათ ვურეკავ და ვეკითხები. სხვათა შორის, ბაბუაჩემი უგემრიელეს ბლომანჟესა და მურაბებს აკეთებდა, ეს მთელი რიტუალი იყო და ამ საქმეს სხვას არავის ანდობდა. მე კი ამ დროს სამზარეულოში ვიჯექი, ვუყურებდი და ვასისტენტობდი ხოლმე. ბაბუის გარდაცვალების მერე, ბლომანჟე აღარც გამიკეთებია და ამ ტრადიციას აუცილებლად აღვადგენ. კერძების კეთება უფრო აქტიურად გათხოვების შემდეგ დავიწყე. ჩემი ყოფილი მეუღლის ბებია და ჩემი დედამთილი უგემრიელეს საჭმელებს აკეთებდნენ. ყველაზე მეტად ერთი კერძი მომწონდა - "შავი წვენი". ხორცს ხახვთან ერთად თუშავდა და ზედ ბროწეულის ბევრ წვენს ასხამდა. მიკითხავს კიდეც, მიყურებია, მაგრამ როგორსაც "ნორა ბაბა" აკეთებდა, ისეთი მაინც არ გამომსვლია.

უცხოური სამზარეულო

- ყველაზე გემრიელად, როგორც წესი, ფრანგული სამზარეულო მიიჩნევა. იტალიურიც მომწონს, მაგრამ ძირითადად, პიცისა და პასტის სხვადასხვა ვარიანტია. თუმცა, გემრიელი სოუსები და ტკბილეულიც აქვთ. გერმანული სამზარეულო დიდად არ მხიბლავს, მაგრამ ნამცხვრები და შოკოლადი შესანიშნავია. ერთადერთი, სადაც არაფერი მომწონდა, ბულგარეთია. უგემური საჭმელი იყო... ძირითადად, მოხარშული ბოსტნეული ჰქონდათ და ისეთი წვნიანები, რომ არ მიგიზიდავს.

"უნდა იკვებო იმისთვის, რომ იცხოვრო და არა - იცხოვრო იმისთვის, რომ იკვებო"

- ძალიან მიყვარს სალათები, ახალ-ახალი ბოსტნეული და ვცდილობ, ყველაფერი უმი სახით მივიღო, თუ ეს შესაძლებელია. კარტოფილსა და მსგავს პროდუქტზე არ მაქვს საუბარი. ნიგვზიანი საჭმელები გემრიელიცაა და სასარგებლოც. უნდა იკვებო იმისთვის, რომ იცხოვრო და არა - იცხოვრო იმისთვის, რომ იკვებო. ეს ყოველთვის მახსოვს და ვითვალისწინებ, მაგრამ ისეთი დღის რეჟიმი მაქვს, ზოგჯერ იძულებული ვხდები, ნაუცბადევად ღვეზელი მივირთვა, რაც მიუღებლად მიმაჩნია.

ცომეული და ჯანსაღი პროდუქტი

- ბუნებრივი ყველაფერი სასარგებლოა და საფუვრიანი ცომეულით "გამოტენა" კარგს არაფერს მოგვცემს. საკვებისგან ენერგიას უნდა ვიღებდეთ, ჩვენი კვებით კი ორგანიზმი იმ პროდუქტის გადასამუშავებლად ხარჯავს ენერგიას, რომელიც ფაქტობრივად, არაფრის მომცემია. მწვანილეულობა, ბოსტნეული და ხილი მოხარშვის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს. ჯობია, ხილი ცოცხლად მივირთვათ. თანაც, ხილი ცალკე საჭმელია და არა - დესერტი. მაგალითად, მე ვეწინააღმდეგები ხორცისა და თევზის არევას. ასევე, ცუდი ყოფილა ხორცისა და კარტოფილის სინთეზი, რომელიც ჩვენში ძალიან პოპულარულია.

უცნაური საკვები არსებები

- გველის ხორცი არ გამისინჯავს, თუმცა სიამოვნებით მივირთმევდი. ბაყაყი ამერიკაშიც მიჭამია და თბილისშიც. 1-2 წლის წინ, აქ ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში მოვხვდი, ბაყაყი ჩემ თვალწინ მოამზადეს, მაგრამ რომ გითხრათ, აღვფრთოვანდი-მეთქი, მოგატყუებთ. მწყრისა და ქათმის ხორცის მსგავსია. არანაირი ზიზღი არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ წყლის არსებაა. მგონია, რომ გველიც ძალიან სუფთაა. ერთადერთი, რასაც ნამდვილად ვერ შევჭამდი, ჭიები, ხოჭოები და მსგავსი რამაა. შემწვარი ვირთხები ხომ საერთოდ კოშმარია.

ამერიკა - ზღვის პროდუქტების მხარე

- ამერიკაში მოგზაურობისას პრიორიტეტს იაპონურ სამზარეულოს, სუშისა და ზღვის პროდუქტებს ვანიჭებ. იქ ძირითადად, ჰამბურგერები და სტეიკებია, თუმცა თვითონ ამერიკელები იშვიათად მიირთმევენ. გაცილებით იაფი, ხელმისაწვდომი და უგემრიელესი, სწორედ ზღვის პროდუქტები და სუში გახლავთ. შტატებში ყოველდღიურად სუშის თევზით დატვირთული სამი ბოინგი შედის და ამ პროდუქტების მთელი ხიბლი ისაა, რომ ახალი უნდა მიირთვა. საღამოობით უკვე ფასდაკლებაა - ნახევარ ფასში ყიდიან. თბილისში საღამოს შედიხარ რესტორანში და არავინ იცის, როდინდელ ჩამოტანილ სუშიში იხდი არც ისე მცირე თანხას. აშშ-ში პოპულარულია, ასევე, მექსიკური სამზარეულო. მაროკოულ რესტორანშიც ვიყავით, თუმცა დიდად არ მომწონებია...

პეკინური იხვი

- ნიუ-იორკში, ჩინურ უბანში, პატარა, საკმაოდ უბრალო რესტორანია, სადაც უგემრიელესი იხვის ხორცის გასინჯვა შეიძლება. იხვი მთლიანად იწვება და რომელ ნაჭერსაც ისურვებ, მოგიჭრიან. ასეთი გემრიელი მართლაც არაფერი გამისინჯავს. შემწვარ გოჭს ჰგავს, ოღონდ ნაკლები ცხიმი აქვს და პირდაპირ პირში დნება. გარნირითა და სანელებლებითაა. ნიუ-იორკში ჩასვლისას, უკვე ტრადიციად მაქვს, რომ ამ რესტორანს აუცილებლად უნდა ვესტუმრო. სხვათა შორის, იქაურ კვების ობიექტებში, როგორც წესი, შენ მიერ ნაყიდ საჭმელს, რამდენიც უნდა დაგრჩეს, შეგიფუთავენ და გაგატანენ. ეს იქ ცუდ ტონად არ ითვლება. პირიქით, რომ დატოვო, გაუკვირდებათ, რადგან პროდუქტს ტყუილად არავინ ყრის.

ამერიკული ნამცხვარი

- ამერიკაში ძალიან გემრიელი ტკბილეულია, ყველაზე პოპულარული კი არის - "პიეს", რომელიც კრემიანიცაა და უბრალოდ, ბისკვიტების სახითაც. ისეთი გრძელი რიგი, როგორც ამ ცნობილ ნამცხვარზეა, არსად შემხვედრია. თურმე, მისი ცხობა ერთ ოჯახს დაუწყია, თავიდან მცირე რაოდენობით, მერე კი ხალხს ისე მოეწონა, რომ მათთვის ეს სერიოზულ ბიზნესად იქცა და ახლა ვაშინგტონში ჩასული ყველა ტურისტი თავს "ვალდებულად" თვლის, რომ გასინჯოს. სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე, რადგან იმ უზარმაზარ რიგში დგომის დრო ნამდვილად არ მქონდა...

სასმელი

- ყველა საჭმელს თავისი სასმელი უხდება. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით კახელი ვარ, ღვინოს ვერ ვსვამ, თავი მტკივდება და ცუდად მხდის. არც შამპანური მომწონს. თუ ვსვამ, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში და ისიც რაიმე ძლიერ ალკოჰოლურს - კონიაკს, ვისკის, არაყს, ტეკილას... ცივი და მომჟავო გემო უნდა ჰქონდეს, ტკბილი კოქტეილები არ მიყვარს. სასმელი მაინცდამაინც არ მეკიდება ხოლმე, არ ვთვრები.

სტაბილური წონა

- დიეტას, ფაქტობრივად, არ ვიცავ და მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, სტაბილურად ერთი წონა მაქვს. თუ მომშივდება, საღამოსაც მივირთმევ, თუ კაფეში ვარ, ნამცხვარსაც სიამოვნებით გეახლებით. ჩემი პლუსი ისაა, რომ ცოტ-ცოტას და ხშირად ვჭამ. პური და ბუტერბროდები არ მიყვარს, ასევე, ძალიან ცხიმიანი, ცხარე საკვები და გამოდის, რომ ჯანმრთელად ვიკვებები. როგორც დავასკვენი, ყოველდღიურად იმდენ ენერგიას ვხარჯავ, დიეტა და ვარჯიში ნაკლებად მჭირდება.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია