საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ღვინჯილია - "მაამებლობამ, ეტყობა, დრო და სივრცე არ იცის"
ლევან ღვინჯილია - "მაამებლობამ, ეტყობა, დრო და სივრცე არ იცის"

ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ენათ­მეც­ნი­ე­რი ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს მე­ტყვე­ლე­ბის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს.

"ამ ბოლო დროს სულ ყურს მჭრი­და ერთი არას­წო­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ხში­რად იმე­ო­რებ­და ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ვფიქ­რობ­დი: "ნუთუ არა­ვი­ნა ჰყავს ირ­გვლივ მო­კე­თე, რომ ამ სა­ჩო­თი­რო შეც­დო­მა­ზე მი­უ­თი­თოს-მეთ­ქი" და ჰოი, სა­ოც­რე­ბავ! - გუ­შინ და დღეს მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მაც და­ი­წყეს იმა­ვე შეც­დო­მის გა­მე­ო­რე­ბა, ეტყო­ბა იფიქ­რეს: ბოსს ასე უფრო ეა­მე­ბაო (მარ­ტო არ და­ტო­ვეს თა­ვის მცდა­რად აკ­ვი­ა­ტე­ბულ გა­მო­ნათ­ქვამ­თან!).... ამის გამ­გო­ნეს ერთი კუ­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ცნო­ბი­ლია, რომ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თულ­ში სი­ტყვა "გა­აჩ­ნია" ("აქვს"-ის მნიშ­ვნე­ლო­ბით!) იხ­მა­რე­ბა მხო­ლოდ ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­სტში ("არ გა­აჩ­ნია"). არა­და, პრე­ზი­დენ­ტმა შე­ვარ­დნა­ძემ ერთხელ "სა­ხელ­მწი­ფო ენის კო­მი­სი­ის" სამ­თავ­რო­ბო სხდო­მა­ზე ეს სი­ტყვა და­დე­ბით კონ­ტექ­სტში იხ­მა­რა და იქვე მყოფ­მა ლინგვის­ტებ­მა ეს ფაქ­ტი, ცოტა არ იყოს, მო­უ­ზო­მა­ვად და ზედ­მე­ტად ხმა­უ­რი­ა­ნად და­ა­ფიქ­სი­რეს (აი, კი­დევ ერთი მო­დუ­რი ნე­ო­ლო­გიზ­მი). უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. ამ დროს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სი­ტყვა ითხო­ვა ერ­თმა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა აკა­დე­მი­კოს­მა და ბრძა­ნა: "ბა­ტო­ნო სხდო­მის თავ­მჯდო­მა­რევ, ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო! მე კი მეს­მის, რომ აქამ­დე სი­ტყვა "გა­აჩ­ნი­ას" ჩვენ და­დე­ბით კონ­ტექ­სტში ხმა­რე­ბის სან­ქცი­ას არ ვაძ­ლევ­დით, მაგ­რამ, რაკი ეს ფორ­მა ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, იქ­ნებ დად­გა დრო, რომ ჩვენ ეს ფორ­მა მარ­თე­ბუ­ლად ვა­ღი­ა­როთ და შე­ვი­ტა­ნოთ სა­თა­ნა­დო ლექ­სი­კო­ნებ­შიო".... ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა... მა­ა­მებ­ლო­ბამ, ეტყო­ბა, დრო და სივ­რცე არ იცის... შეც­დო­მა ვის არ მო­უ­ვა, მაგ­რამ ....", - წერს ღვინ­ჯი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ლევან ღვინჯილია - "მაამებლობამ, ეტყობა, დრო და სივრცე არ იცის"

ლევან ღვინჯილია - "მაამებლობამ, ეტყობა, დრო და სივრცე არ იცის"

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველ მაღალჩინოსნებს მეტყველების დროს დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებს.

"ამ ბოლო დროს სულ ყურს მჭრიდა ერთი არასწორი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად იმეორებდა ერთი მაღალჩინოსანი და ვფიქრობდი: "ნუთუ არავინა ჰყავს ირგვლივ მოკეთე, რომ ამ საჩოთირო შეცდომაზე მიუთითოს-მეთქი" და ჰოი, საოცრებავ! - გუშინ და დღეს მისმა ხელქვეითებმაც დაიწყეს იმავე შეცდომის გამეორება, ეტყობა იფიქრეს: ბოსს ასე უფრო ეამებაო (მარტო არ დატოვეს თავის მცდარად აკვიატებულ გამონათქვამთან!).... ამის გამგონეს ერთი კურიოზული ამბავი გამახსენდა: ცნობილია, რომ სალიტერატურო ქართულში სიტყვა "გააჩნია" ("აქვს"-ის მნიშვნელობით!) იხმარება მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ("არ გააჩნია"). არადა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთხელ "სახელმწიფო ენის კომისიის" სამთავრობო სხდომაზე ეს სიტყვა დადებით კონტექსტში იხმარა და იქვე მყოფმა ლინგვისტებმა ეს ფაქტი, ცოტა არ იყოს, მოუზომავად და ზედმეტად ხმაურიანად დააფიქსირეს (აი, კიდევ ერთი მოდური ნეოლოგიზმი). უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს, მოულოდნელად, სიტყვა ითხოვა ერთმა მსოფლიოში ცნობილმა აკადემიკოსმა და ბრძანა: "ბატონო სხდომის თავმჯდომარევ, ძვირფასო კოლეგებო! მე კი მესმის, რომ აქამდე სიტყვა "გააჩნიას" ჩვენ დადებით კონტექსტში ხმარების სანქციას არ ვაძლევდით, მაგრამ, რაკი ეს ფორმა ასე გავრცელებულია, იქნებ დადგა დრო, რომ ჩვენ ეს ფორმა მართებულად ვაღიაროთ და შევიტანოთ სათანადო ლექსიკონებშიო".... ისტორია მეორდება... მაამებლობამ, ეტყობა, დრო და სივრცე არ იცის... შეცდომა ვის არ მოუვა, მაგრამ ....", - წერს ღვინჯილია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს