სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა
შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა

შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი რძა­ლი, 23 წლის პი­ა­ნის­ტი თა­თია შა­რან­გია ამე­რი­კა­ში გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლია და მას სან­დრო ჰქვია. სან­დროს შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. წყვი­ლის ქორ­წი­ლი ცოტა ხნის წინ გა­ი­მარ­თა. ქორ­წი­ლის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს თა­თია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა ასე­ვე "ფე­ის­ბუქ­ში" My wedding სა­ხე­ლით და­რე­გის­ტრი­რე­ბულ გვერ­დზე.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია გახ­ლდათ. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. თა­თი­ა­სა და ლა­შას ახლო მე­გობ­რის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, თა­თია ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ამე­რი­კა­ში უც­ნობ ქარ­თველ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. თა­თი­ას რჩე­უ­ლი სან­დრო, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლია.

ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუ­არ­დი და წლი­ნა­ხევ­რის ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი. ბავ­შვე­ბი თბი­ლის­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ და მათ რამ­დე­ნი­მე ძიძა უვ­ლი­და.

თა­თია პი­ა­ნის­ტი გახ­ლავთ. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადსხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. კონ­ცერ­ტებს პე­რი­ო­დუ­ლად თბი­ლის­შიც მარ­თავს.

თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა - ბიზ­ნეს­მე­ნი. მე­რაბ, იგი­ვე ტუკა შა­რან­გი­ას გვარ-სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში, რო­გორც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის. ძმე­ბი შა­რან­გი­ე­ბი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ეკუთ­ვნით წი­ლე­ბი კომ­პა­ნია "ბი­ლა­ინ­ში", სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში, დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში, ასე­ვე "ჯი­ემ­სი" ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბილ რეს­ტორ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ შა­რან­გი­ებ­მა ბიზ­ნე­სე­ბის და წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და პირ­ვე­ლად გა­სარ­თო­ბი კომ­პლექ­სი "ქა­ლა­ქუ­რი" გა­ყი­დეს. ამა­ვე ხმე­ბის თა­ნახ­მად, სა­პატ­რი­არ­ქოს გვერ­დით მდე­ბა­რე ეს კომ­პლექ­სი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ შე­ი­ძი­ნა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე: "თა­თია შა­რან­გია ამე­რი­კა­ში თხოვ­დე­ბა - რას გა­ექ­ცა შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბის რძა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა

შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა

შევარდნაძეების ყოფილი რძალი, 23 წლის პიანისტი თათია შარანგია ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული ქართველია და მას სანდრო ჰქვია. სანდროს შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. წყვილის ქორწილი ცოტა ხნის წინ გაიმართა. ქორწილის ამსახველ ფოტოებს თათია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფოტოები გამოქვეყნდა ასევე "ფეისბუქში" My wedding სახელით დარეგისტრირებულ გვერდზე.

თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია გახლდათ. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. თათიასა და ლაშას ახლო მეგობრის ნაამბობის მიხედვით, თათია ოფიციალურად განქორწინებამდე ამერიკაში უცნობ ქართველთან ერთად ცხოვრობდა. თათიას რჩეული სანდრო, სავარაუდოდ, სწორედ ეს უცნობი ქართველია.

ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ - სამი წლის ედუარდი და წლინახევრის ალექსანდრე შევარდნაძეები. ბავშვები თბილისში იზრდებოდნენ და მათ რამდენიმე ძიძა უვლიდა.

თათია პიანისტი გახლავთ. სწავლობდა თბილისში, პარიზსა და აშშ-ის სხვადსხვა ქალაქებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. კონცერტებს პერიოდულად თბილისშიც მართავს.

თათიას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა - ბიზნესმენი. მერაბ, იგივე ტუკა შარანგიას გვარ-სახელი არაერთხელ გაჟღერებულა საინფორმაციო სივრცეში, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის. ძმები შარანგიები რუსეთის მოქალაქეები არიან და გავრცელებული ხმების მიხედვით, მათ ეკუთვნით წილები კომპანია "ბილაინში", საქართველოს რკინიგზაში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში, დეზერტირების ბაზარში, ასევე "ჯიემსი" ჯგუფში, რომელიც ცნობილ რესტორნებს აერთიანებს. იმასაც ამბობენ, რომ შარანგიებმა ბიზნესების და წილების გაყიდვა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქტიურად დაიწყეს და პირველად გასართობი კომპლექსი "ქალაქური" გაყიდეს. ამავე ხმების თანახმად, საპატრიარქოს გვერდით მდებარე ეს კომპლექსი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ შეიძინა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ”თათია შარანგია ამერიკაში თხოვდება - რას გაექცა შევარდნაძეების რძალი

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?

"ბატონო ზურაბ! ვინ მოგახსენათ, რომ ჩვენ მიწაში დაგვმარხეს, თქვენმა ერთი მუჭა "ჰეითერებისგან" შემდგარმა საძმომ?" - ცერცვაძე გურულს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი