Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო
პატრიარქი - გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო

წიგ­ნის კი­თხვის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის მთა­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნი­ხი­ლეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ვი­თი­ან­ნი­სა" და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კლუ­ბის "წიგ­ნის მე­გობ­რე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში, ახალ­გაზ­რდებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლად ბიბ­ლი­ი­დან ერთი თავი წა­ი­კი­თხეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის პო­ე­ზი­ის შე­დევ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე. ასე­ვე, მიწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი, მხატ­ვა­რი და მწე­რა­ლი რეზო ემი­ლი­ა­ნე ადა­მია.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, გა­ლა­კტი­ო­ნი უდი­დე­სი პო­ე­ტია. მისი თქმით, თა­ვად პო­ეტს არ იც­ნობ­და, თუმ­ცა უწ­მინ­დეს­მა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ლა­კტი­ო­ნის ცხოვ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი მო­უყ­ვა. პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, ეკ­ლე­სი­ას ძა­ლი­ან მძი­მედ აწვა ფაქ­ტი, რომ გა­ლა­კტი­ონს წესი აგე­ბუ­ლი არ ჰქონ­და.

"ჩვენ ბევ­რს ვლა­პა­რა­კობთ გა­ლა­კტი­ო­ნის შე­სა­ხებ. მაგ­რამ გა­ლა­კტი­ო­ნი მა­ინც სულ სხვა არის. გა­ლა­კტი­ო­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­დად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. თქვენ იცით, რომ აღ­სას­რუ­ლი მისი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო: ის გა­და­ვარ­და, თუ გა­და­აგ­დეს, თუ რა მოხ­და... ძა­ლი­ან მძი­მედ აწვა ეკ­ლე­სი­ას ის ფაქ­ტი, რომ გა­ლა­კტი­ონს არ ჰქონ­და წესი აგე­ბუ­ლი და ჩემ დროს მოხ­და მის­თვის წე­სის აგე­ბა. გა­ლა­კტი­ო­ნი, რამ­დე­ნიც არ უნდა ვი­კი­თხოთ, ჩვენ მა­ინც ვერ მივ­წვდე­ბით მის სი­მაღ­ლე­ებს და სიღ­რმე­ებს. მაგ­რამ გა­ლა­კტი­ო­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ჩვენ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემ­თან, იმი­ტომ, რომ მე აღ­ვავ­ლი­ნე პირ­ვე­ლი ლოც­ვა გა­ლა­კტი­ო­ნის­თვის. მისი სული შე­გე­წი­ოთ თქვენ და სა­ქარ­თვე­ლოს. ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც და­წე­რა "დე­დაო ღვთი­სა, მზეო მა­რი­ამ", რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ღმერ­თმა არ შე­ი­წყა­ლოს. მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს ჩვენ ერ­თად ვართ და ვიხ­სე­ნებთ მის სა­ხელს და ეს სიტ­კბო მის სა­ხელ­ზე მო­გარ­თვით", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტკბი­ლე­უ­ლი მი­არ­თვა.

თბი­ლი­სის მთა­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სიც გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა "ბიბ­ლუს­მა" გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L"-ის წიგ­ნე­ბით, "ჩემი რჩე­უ­ლის" სე­რი­ი­დან გა­ლა­კტი­ო­ნის ტო­მე­ბით და­ჯილ­დო­ვა.

"ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ შა­ბათს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა მი­ე­ცა. კვლავ გან­ვაგ­რძობთ ასე­თი­ვე ტემ­პით, ყო­ველ შა­ბათს გა­ვა­ხა­რებთ მკი­თხვე­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი­თა და სა­ღა­მო­ე­ბით", - გა­ნა­ცხა­და "ბიბ­ლუ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა მა­რი­ამ წა­მა­ლაშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფო­ტო­გა­და­ღე­ბა Leko Photography-მ უზ­რუნ­ველ­ყო. ამას­თან, ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბულ გუნდს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რა­დიო სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­ლა­კტი­ო­ნის ერთ-ერთი ლექ­სი ჩა­წე­როს, რო­მე­ლიც რა­დი­ო­ე­თერ­ში იტ­რი­ა­ლებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პატრიარქი - გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო

პატრიარქი - გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო

წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება განიხილეს. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნისა" და ინტელექტუალური კლუბის "წიგნის მეგობრების" ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის დასაწყისში, ახალგაზრდებმა ტრადიციულად ბიბლიიდან ერთი თავი წაიკითხეს, მოგვიანებით, მათ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის შედევრები განიხილეს.

ღონისძიებას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ასევე, მიწვეული სტუმარი, მხატვარი და მწერალი რეზო ემილიანე ადამია.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, გალაკტიონი უდიდესი პოეტია. მისი თქმით, თავად პოეტს არ იცნობდა, თუმცა უწმინდესმა შეკრებილ საზოგადოებას გალაკტიონის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი მოუყვა. პატრიარქის განცხადებით, ეკლესიას ძალიან მძიმედ აწვა ფაქტი, რომ გალაკტიონს წესი აგებული არ ჰქონდა.

"ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ გალაკტიონის შესახებ. მაგრამ გალაკტიონი მაინც სულ სხვა არის. გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი იყო. თქვენ იცით, რომ აღსასრული მისი ძალიან რთული იყო: ის გადავარდა, თუ გადააგდეს, თუ რა მოხდა... ძალიან მძიმედ აწვა ეკლესიას ის ფაქტი, რომ გალაკტიონს არ ჰქონდა წესი აგებული და ჩემ დროს მოხდა მისთვის წესის აგება. გალაკტიონი, რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ, ჩვენ მაინც ვერ მივწვდებით მის სიმაღლეებს და სიღრმეებს. მაგრამ გალაკტიონი ძალიან ახლოს არის ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან, იმიტომ, რომ მე აღვავლინე პირველი ლოცვა გალაკტიონისთვის. მისი სული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ის ადამიანი, რომელმაც დაწერა "დედაო ღვთისა, მზეო მარიამ", როგორ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეიწყალოს. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ და ვიხსენებთ მის სახელს და ეს სიტკბო მის სახელზე მოგართვით", - ბრძანა უწმინდესმა და ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ტკბილეული მიართვა.

თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსიც გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" გამომცემლობა პალიტრა L"-ის წიგნებით, "ჩემი რჩეულის" სერიიდან გალაკტიონის ტომებით დაჯილდოვა.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ შაბათს განსაკუთრებული დატვირთვა მიეცა. კვლავ განვაგრძობთ ასეთივე ტემპით, ყოველ შაბათს გავახარებთ მკითხველებს განსხვავებული აქციებითა და საღამოებით", - განაცხადა "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ წამალაშვილმა.

ღონისძიების ფოტოგადაღება Leko Photography-მ უზრუნველყო. ამასთან, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ გუნდს საზოგადოებრივი რადიო საშუალებას მისცემს, გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსი ჩაწეროს, რომელიც რადიოეთერში იტრიალებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს