მიდლტონების ოჯახში ყველა თანდათანობით იწყობს პირად ცხოვრებას. ჯერ ქეითი გაჰყვა ცოლად უელსის პრინცს, მერე 29 წლის პიპას გაუჩნდა სერიოზული საქმრო, 35 წლის ბანკირი ნიკო ჯეკსონი. მერე კი უმცროსი ძმაც მოეგო გონს. 28 წლის ჯეიმს მიდლტონს ახალი შეყვარებული ჰყავს.
მას მერე, რაც მისი და კემბრიჯის ჰერცოგინია გახდა, ჯეიმსს ცნობილი და ლამაზი გოგონები ეხვევიან გარს. გასაკვირი არც არის, ყველას სურს, სამეფო ოჯახის წევრი გახდეს. ჯეიმსი აქამდე ტკბებოდა ამ ქალთა გარემოცვით და შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლიდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ცოტა დასერიოზულდა.