სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ დაიკანონებენ
უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ დაიკანონებენ

უცხო­ე­ლებ­სა და უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე, ასე­ვე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბულ იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წებ­ზე სა­კუთ­რე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2014 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე მო­რა­ტო­რი­უ­მი ცხად­დე­ბა.

"სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა დღეს სა­მი­ვე მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, 2014 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე კა­ნო­ნის იმ ნა­წი­ლის მოქ­მე­დე­ბა ჩერ­დე­ბა, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბი­სა და უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას­თან, ეს მო­რა­ტო­რი­უ­მი არ გავ­რცელ­დე­ბა უცხო­ე­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში უკვე არ­სე­ბულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე.

გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთავ­რო­ბამ ექ­ვსი თვის ვა­და­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის სა­კუთ­რე­ბის შე­სა­ხებ ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა მი­წის რე­სურ­სე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და დაც­ვის მიზ­ნით, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ფონ­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის გან­სა­ზღვრა და მი­წებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ჯა­რო სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­წეს­რი­გე­ბა. ამა­ვე ვა­და­ში მთავ­რო­ბამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მი­წის კა­დას­ტრი­სა და მი­წათ­მო­წყო­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ვე­ლი, სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტი 2017 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე აჩე­რებ­და იმ ნორ­მის მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებ­ზე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე და აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ დაიკანონებენ

უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვეღარ დაიკანონებენ

უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი ცხადდება.

"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღეს სამივე მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება ჩერდება, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან, ეს მორატორიუმი არ გავრცელდება უცხოელის საკუთრებაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მთავრობამ ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება. ამავე ვადაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

პროექტის თავდაპირველი, სამუშაო ვარიანტი 2017 წლის 1-ელ იანვრამდე აჩერებდა იმ ნორმის მოქმედებას, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ