პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა
მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა

13 000 000 ლა­რის გაფ­ლან­გვის ეპი­ზოდ­ში, პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ-ერთი მოწ­მის, ნანა ლომ­ჯა­რი­ას ჩვე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია , რომ 2006 წლი­დან 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ის თბი­ლის­ში, ქვე­და მთაწ­მინ­და­ზე, პირ­ვე­ლი ოლ­ქის 08-ე უბან­ზე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ე.წ. კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, უბ­ნის უფ­რო­სი იყო. მი­სი­ვე თქმით, 2011 წლი­დან 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე, მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ავა­ლი­ა­ნი იყო. ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად ის და­ვით ავა­ლი­ანს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და და მის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და.

რო­გორც მოწ­მე გან­მარ­ტავს, მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, არ­ჩილ გე­გე­ნა­ვას მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მი­სი­ვე თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ხელ­ფა­სის სა­ხით მას 500 ლარს უხ­დიდ­ნენ და 2011-2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ამ თან­ხას მას და­ვით ავა­ლი­ა­ნი ხელ­ზე აძ­ლევ­და.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბამ ნანა ლომ­ჯა­რი­ას წა­რუდ­გი­ნა "ლი­ბერ­თი ბან­კი­დან" ამო­ღე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მის სა­ხელ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო სა­ხელ­ფა­სო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ნანა ლომ­ჯა­რი­ას თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი ერი­ცხე­ბო­და.

"ლი­ბერ­თი ბან­კის" მო­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, კი ნანა ლომ­ჯა­რი­ას სა­ხელ­ზე დამ­ზა­დე­ბულ ბა­რათ­ზე ნანა ლომ­ჯა­რი­ას 2011 წლის ნომ­ბერ­ში აღე­ბუ­ლი აქვს ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 3250 ლარი; დე­კემ­ბერ­ში-3250 ლარი და აღ­ნიშ­ნუ­ლი თვის ხელ­ფა­სი და­მა­ტე­ბით 1850 ლა­რის ოდე­ნო­ბით; 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში-1850 ლარი; მარ­ტი-5400 ლარი; აპ­რი­ლი-1810; მა­ი­სი-1810. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დო­კუ­მენ­ტებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, რომ ნანა ლომ­ჯა­რი­ას "თბი­ლი­სის გან­ვით­რა­ე­ბის ფონდში" მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ 19 220 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი.

ნანა ლომ­ჯა­რია აცხა­დებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მას პირ­ვე­ლად ეს­მის, არა­სო­დეს უმუ­შა­ვია "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში" და შე­სა­ბა­მი­სად არც ეს თან­ხა აუ­ღია.

ნაღ­დი ფუ­ლის მით­ვი­სე­ბის ეპი­ზოდ­ში კი­დევ ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2009 წლის ნო­ემ­ბრი­დან "ლი­ბერ­თი ბან­კში" მუ­შა­ობს.

"და­ახ­ლო­ე­ბით 2010 წელს, "ლი­ბერ­თი ბან­კი" გახ­და თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბან­კი, რის შე­დე­გა­დაც მე­რი­ა­სა და ბანკს შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. თბი­ლი­სის მე­რი­ის მხრი­დან მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო გუნდთან ერ­თად მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე, და­ვით ალა­ვი­ძე, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით კუ­რი­რებ­და ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბას", - აცხა­დებს მოწ­მე.

რო­გორც მის ჩვე­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 2012 წლის ივ­ნის­ში, მას და­უ­კავ­შირ­და და­ვით ალა­ვი­ძე და უთხრა, რომ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძეს სურ­და "ლი­ბერ­თი ბან­კში" "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" მიერ გახ­სნი­ლი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში­დან თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა სა­ლა­როს მეშ­ვე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, 2012 წლის 16 ივ­ნისს, მან მო­ახ­დი­ნა 10 000 000 ლა­რის გა­ნაღ­დე­ბა და ამ დროს მას ახ­ლდა და­ვით ალა­ვი­ძე. 2012 წლის 11 ივ­ლისს კი სა­ბა­ნა­ძემ უკვე 3 800 000 ლარი გა­ი­ტა­ნა. 2012 წლის 6 აგ­ვის­ტოს, 4 000 000 ლარი და ა.შ..

http://is.ge/News/2305

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა

მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე საგამოძიებო სამსახურმა მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა

13 000 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდში, პლასტიკური ბარათების საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოწმის, ნანა ლომჯარიას ჩვენებაში ნათქვამია , რომ 2006 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ის თბილისში, ქვედა მთაწმინდაზე, პირველი ოლქის 08-ე უბანზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. კოორდინატორი, უბნის უფროსი იყო. მისივე თქმით, 2011 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, მთაწმინდის რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით ავალიანი იყო. ლომჯარიას განცხადებით, თანამდებობრივად ის დავით ავალიანს ექვემდებარებოდა და მის დავალებებს ასრულებდა.

როგორც მოწმე განმარტავს, მის მოვალეობაში შედიოდა "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ გეგენავას მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ხელფასის სახით მას 500 ლარს უხდიდნენ და 2011-2012 წლის ოქტომბრამდე ამ თანხას მას დავით ავალიანი ხელზე აძლევდა.

ამასთან, გამოძიებამ ნანა ლომჯარიას წარუდგინა "ლიბერთი ბანკიდან" ამოღებული მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მის სახელზე დამზადებული იყო სახელფასო პლასტიკური ბარათი, რომლის თანახმადაც ნანა ლომჯარიას თბილისის განვითარების ფონდში მუშაობის სანაცვლოდ ყოველთვიური ხელფასი ერიცხებოდა.

"ლიბერთი ბანკის" მონაწერის მიხედვით, კი ნანა ლომჯარიას სახელზე დამზადებულ ბარათზე ნანა ლომჯარიას 2011 წლის ნომბერში აღებული აქვს ანაზღაურების სახით 3250 ლარი; დეკემბერში-3250 ლარი და აღნიშნული თვის ხელფასი დამატებით 1850 ლარის ოდენობით; 2012 წლის თებერვალში-1850 ლარი; მარტი-5400 ლარი; აპრილი-1810; მაისი-1810. საბოლოო ჯამში, დოკუმენტებში ფიქსირდება, რომ ნანა ლომჯარიას "თბილისის განვითრაების ფონდში" მუშაობის სანაცვლოდ 19 220 ლარი აქვს აღებული.

ნანა ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მას პირველად ესმის, არასოდეს უმუშავია "თბილისის განვითარების ფონდში" და შესაბამისად არც ეს თანხა აუღია.

ნაღდი ფულის მითვისების ეპიზოდში კიდევ ერთი მოწმის ჩვენებაში ნათქვამია, რომ 2009 წლის ნოემბრიდან "ლიბერთი ბანკში" მუშაობს.

"დაახლოებით 2010 წელს, "ლიბერთი ბანკი" გახდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბანკი, რის შედეგადაც მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ. თბილისის მერიის მხრიდან მერიის საფინანსო გუნდთან ერთად მოლაპარაკებას აწარმოებდა თბილისის მერის მოადგილე, დავით ალავიძე, რომელიც ფინანსური კუთხით კურირებდა ბანკთან ურთიერთობას", - აცხადებს მოწმე.

როგორც მის ჩვენებაშია ნათქვამი, 2012 წლის ივნისში, მას დაუკავშირდა დავით ალავიძე და უთხრა, რომ "თბილისის განვითარების ფონდის" დირექტორს, გიორგი საბანაძეს სურდა "ლიბერთი ბანკში" "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ გახსნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის განაღდება სალაროს მეშვეობით. შესაბამისად, 2012 წლის 16 ივნისს, მან მოახდინა 10 000 000 ლარის განაღდება და ამ დროს მას ახლდა დავით ალავიძე. 2012 წლის 11 ივლისს კი საბანაძემ უკვე 3 800 000 ლარი გაიტანა. 2012 წლის 6 აგვისტოს, 4 000 000 ლარი და ა.შ..

http://is.ge/News/2305

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ