მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა?!
ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­მოცხ­ად­და და ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"თე­ლა­სის" ყო­ფილი გე­ნე­რა­ლური დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის უცხ­ო­ე­თში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მის სა­ახ­ლობ­ლო წრეს­თან შე­ე­ცა­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ არ­სოშ­ვი­ლი უცხ­ო­ეთ­ში მარ­თლაც გამ­გზავ­რე­ბუ­ლა. ინ­ფორ­მა­ცია ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის უცხ­ო­ეთ­ში გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც გავ­რცელ­და, რო­ცა მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ან­გა­რიშ­ზე გა­და­რიცხ­უ­ლი ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ლა­რის გა­და­რიცხ­ვის გა­მო ედა­ვე­ბოდ­ნენ და ამ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია სწო­რედ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა. მა­შინ ზუ­რაბ არ­სოშ­ვილს "თე­ლა­სი­დან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლეს. არ­სოშ­ვი­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, მაგ­რამ შს და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ არ­სოშ­ვი­ლი ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­სო, მაგ­რამ იგი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­მოცხ­ად­და და ისევ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ გი­ორ­გი ონი­ანს ესა­უბ­რა:

- წა­ვი­და თუ არა არ­სოშ­ვი­ლი, არ ვი­ცი, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოწ­მე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი - 60 მოწ­მე ვერ მო­იყ­ვა­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ეს მოწ­მე­ე­ბი მო­ეხ­სნათ. ფაქ­ტი­ა, რომ 60-მა ადა­მი­ან­მა შე­ი­კა­ვა თა­ვი, ტყუ­ი­ლი ეთ­ქვა და მოწ­მედ დად­გო­მო­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, მათ შო­რის არ­სოშ­ვილ­მაც.

- თქვე­ნი აზ­რით, ისიც ტყუ­ილს გა­ექ­ცა, თუ "პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მეს" თა­ვად აქვს პრობ­ლე­მე­ბი?

- ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, იგი გა­ექ­ცა იმ ზე­წო­ლას, რაც მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

- არ­სოშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო...

- მას არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის­გან ვი­ცი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან "აწ­ვე­ბო­და" და და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, 300 კა­ცი რომ გი­ჩი­ვის - თე­ლა­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - მა­გას გა­გიხ­სე­ნებ­თო. მე­ტი რა­ღა და­რჩე­ნოდა? ჩე­მი აზ­რით, მან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

- თუ მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბი გა­იქ­ცნენ, რა ბე­დი ელის თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას?

- "დი­დი ხუ­ხაშ­ვი­ლი" ან "პრინ­ცე­სა" წუ­ლუ­კი­ა­ნი თუ არ ჩა­ე­რე­ვიან, უნ­და გა­მო­უშ­ვან. საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა?!

ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­მოცხ­ად­და და ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"თე­ლა­სის" ყო­ფილი გე­ნე­რა­ლური დი­რექ­ტორის, ზუ­რაბ არ­სოშ­ვილის უცხ­ო­ე­თში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გადამოწმებას "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მის სა­ახ­ლობ­ლო წრეს­თან შე­ე­ცა­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ არ­სოშ­ვი­ლი უცხ­ო­ეთ­ში მარ­თლაც გამგზავრებულა. ინ­ფორ­მა­ცია ზუ­რაბ არ­სოშ­ვი­ლის უცხ­ო­ეთ­ში გაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც გავ­რცელ­და, რო­ცა მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ან­გა­რიშ­ზე გა­და­რიცხ­უ­ლი ასე­უ­ლო­ბით ათასი ლა­რის გა­და­რიცხ­ვის გა­მო ედა­ვე­ბოდ­ნენ და ამ ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია სწო­რედ "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა. მა­შინ ზუ­რაბ არ­სოშ­ვილს "თე­ლა­სი­დან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლეს. არ­სოშ­ვი­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, მაგ­რამ შს და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ არ­სოშ­ვი­ლი ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­სო, მაგ­რამ იგი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­მოცხ­ად­და და ისევ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ გი­ორ­გი ონი­ანს ესა­უბ­რა:

- წა­ვი­და თუ არა არ­სოშ­ვი­ლი, არ ვი­ცი, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოწ­მე­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი - 60 მოწ­მე ვერ მო­იყ­ვა­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, ეს მოწ­მე­ე­ბი მო­ეხ­სნათ. ფაქ­ტი­ა, რომ 60-მა ადა­მი­ან­მა შე­ი­კა­ვა თა­ვი, ტყუ­ი­ლი ეთ­ქვა და მოწ­მედ დად­გო­მო­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, მათ შო­რის არ­სოშ­ვილ­მაც.

- თქვე­ნი აზ­რით, ისიც ტყუ­ილს გა­ექ­ცა, თუ "პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მეს" თა­ვად აქვს პრობ­ლე­მე­ბი?

- ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, იგი გა­ექ­ცა იმ ზე­წო­ლას, რაც მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

- არ­სოშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ზე მთა­ვა­რი მოწ­მე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო...

- მას არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის­გან ვი­ცი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან "აწ­ვე­ბო­და" და და­წე­რილ ჩვე­ნე­ბა­ზე მო­ა­წე­რი­ნეს ხე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, 300 კა­ცი რომ გი­ჩი­ვის - თე­ლა­სის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - მა­გას გა­გიხ­სე­ნებ­თო. მე­ტი რა­ღა და­რჩე­ნოდა? ჩე­მი აზ­რით, მან ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

- თუ მთა­ვა­რი მოწ­მე­ე­ბი გა­იქ­ცნენ, რა ბე­დი ელის თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას?

- "დი­დი ხუ­ხაშ­ვი­ლი" ან "პრინ­ცე­სა" წუ­ლუ­კი­ა­ნი თუ არ ჩა­ე­რე­ვიან, უნ­და გა­მო­უშ­ვან. საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ