"როცა ხედავ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა"

"როცა ხედავ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა"

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლება სახურავგადახდილ კორპუსში ხალხს სამი თვე არ დატოვებდა.

მალხაზ გიქოშვილი საკრებულოს სხდომაზე წინადადებით გამოვიდა, რომ ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილი კორპუსის გადახურვა საკრებულომ საკუთარ თავზე აიღოს. "გადახურონ ახლავე, ტენდერის გამოცხადებაში დრო რომ არ დაიხარჯოს და დროულად მოხდეს ამ კორპუსის გადახურვა. უბრალოდ სირცხვილია, როცა ხედავ, რომ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა", - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის ქუჩაზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ქარმა სახურავი მიმდინარე წლის 23 აპრილს გადახადა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა