სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ძაგანია - "დაშორების შემდეგ ტატო თვალით არ მინახავს"
მაკა ძაგანია - "დაშორების შემდეგ ტატო თვალით არ მინახავს"

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გმი­რე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს, ასე თუ ისე, და­ლაგ­და. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ თი­ნაა, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლია, მაგ­რამ მა­ინც არაა ბედ­ნი­ე­რი. თი­ნას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ცო­ტა­თი ჰგავს მაკა ძა­გა­ნი­ას პი­რად ცხოვ­რე­ბას. თი­ნას მსგავ­სად, მა­კა­მაც ვერ იპო­ვა ჯერ ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

- მაკა, სე­რი­ალ­ში შენს გმირ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ მკაც­რი იმი­ჯი აქვს და მა­მა­კა­ცე­ბის მი­მარ­თაც მკაც­რია, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თი­ნას არ­ცთუ ცოტა მა­მა­კა­ცი უყ­ვარ­და. შენს გმირ­ზე თა­ვად რას იტყვი?

- მგო­ნი, გა­ვი­წყდე­ბათ, თინა რამ­დე­ნი წლი­საა. მე­ო­რე სე­ზონ­ში 32 წლის გახ­და. არ მგო­ნია, 32 წლის ასაკ­ში ორი მა­მა­კა­ცი რომ ჰყავ­დეს ქალს, დამ­ღუპ­ვე­ლი იყოს. ჩემი აზ­რით, თი­ნას არ ჰყავ­და ბევ­რი მა­მა­კა­ცი. არც მგო­ნია, ეს სა­კი­თხი გან­ხილ­ვად ღირ­დეს.

- თი­ნას მა­მა­კა­ცე­ბი­დან, რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლი მო­გე­წო­ნე­ბო­და?

- ალ­ბათ ყვე­ლას თა­ვი­სი ხიბ­ლი ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამი­ტო­მაც მო­ე­წო­ნა ისი­ნი თი­ნას. ვერც ერთს ვერ გა­მო­ვარ­ჩევ.

- რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­მე­ლი მო­გე­წო­ნე­ბო­და?

- რო­გორც მა­კას, არც ერთი.

- რა­ტომ?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვი. უბ­რა­ლოდ, ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში არც ერთი არ ჯდე­ბა. შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ის ვთქვა, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ლად ვერც ერთს ვერ გავ­ყვე­ბო­დი.

- გყავს მე­ო­თხე თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვერსკი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით უი­მე­დოდ "ეჩა­ლი­ჩე­ბა" შენს გმირს. ვერსკი ჯდე­ბა შენს გე­მოვ­ნე­ბა­ში თუ მა­საც თი­ნას თვა­ლით უყუ­რებ?

- რა თქმა უნდა, ვერსკის მეც თი­ნას თვა­ლით ვუ­ყუ­რებ. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ თი­ნას და ვერსკის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო დემ­ნას და თი­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა. მგო­ნია, რომ თი­ნას ვერსკი არას­დროს მო­ე­წო­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ახლა ასე ვფიქ­რობ. ვერსკის ტი­პის ადა­მი­ა­ნი არც მე მო­მე­წო­ნე­ბო­და არას­დროს.

- შეყ­ვა­რე­ბულს გა­სულ წელს და­შორ­დი. მას­თან მე­გობ­რო­ბას აგ­რძე­ლებ? ბევ­რი ახერ­ხებს, რომ შეყ­ვა­რე­ბულ­თან იმე­გობ­როს. შენც მათ შო­რის ხარ?

- რაც ტა­ტოს დავ­შორ­დი, იმ დღის მერე თვა­ლით არ მი­ნა­ხავს. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბო­და. ქუ­ჩა­ში ან სად­მე თუ შემ­ხვდე­ბა, გა­მარ­ჯო­ბის და ნახ­ვამ­დის თქმას წინ არა­ფე­რი უდ­გას. პი­რა­დად მე ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან არას­დროს მი­მე­გობ­რია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მაკა ძაგანია - "დაშორების შემდეგ ტატო თვალით არ მინახავს"

მაკა ძაგანია - "დაშორების შემდეგ ტატო თვალით არ მინახავს"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირების პირადი ცხოვრება ბოლო დროს, ასე თუ ისე, დალაგდა. გამონაკლისი მხოლოდ თინაა, რომელსაც მამაკაცების ყურადღება არ აკლია, მაგრამ მაინც არაა ბედნიერი. თინას პირადი ცხოვრება ცოტათი ჰგავს მაკა ძაგანიას პირად ცხოვრებას. თინას მსგავსად, მაკამაც ვერ იპოვა ჯერ ის ადამიანი, ვისთანაც ძალიან ბედნიერი იქნება.

- მაკა, სერიალში შენს გმირზე ამბობენ, რომ მკაცრი იმიჯი აქვს და მამაკაცების მიმართაც მკაცრია, თუმცა, საბოლოო ჯამში, თინას არცთუ ცოტა მამაკაცი უყვარდა. შენს გმირზე თავად რას იტყვი?

- მგონი, გავიწყდებათ, თინა რამდენი წლისაა. მეორე სეზონში 32 წლის გახდა. არ მგონია, 32 წლის ასაკში ორი მამაკაცი რომ ჰყავდეს ქალს, დამღუპველი იყოს. ჩემი აზრით, თინას არ ჰყავდა ბევრი მამაკაცი. არც მგონია, ეს საკითხი განხილვად ღირდეს.

- თინას მამაკაცებიდან, როგორც მაყურებელს, რომელი მოგეწონებოდა?

- ალბათ ყველას თავისი ხიბლი ჰქონდა. სავარაუდოდ, ამიტომაც მოეწონა ისინი თინას. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ.

- რეალურ ცხოვრებაში რომელი მოგეწონებოდა?

- როგორც მაკას, არც ერთი.

- რატომ?

- ზუსტად ვერ გეტყვი. უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არც ერთი არ ჯდება. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ რეალურ ცხოვრებაში ცოლად ვერც ერთს ვერ გავყვებოდი.

- გყავს მეოთხე თაყვანისმცემელი ვერსკი, რომელიც ჯერჯერობით უიმედოდ "ეჩალიჩება" შენს გმირს. ვერსკი ჯდება შენს გემოვნებაში თუ მასაც თინას თვალით უყურებ?

- რა თქმა უნდა, ვერსკის მეც თინას თვალით ვუყურებ. მაგრამ ვფიქრობ, რომ თინას და ვერსკის ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესო იყო დემნას და თინას ურთიერთობა. მგონია, რომ თინას ვერსკი არასდროს მოეწონება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ. ვერსკის ტიპის ადამიანი არც მე მომეწონებოდა არასდროს.

- შეყვარებულს გასულ წელს დაშორდი. მასთან მეგობრობას აგრძელებ? ბევრი ახერხებს, რომ შეყვარებულთან იმეგობროს. შენც მათ შორის ხარ?

- რაც ტატოს დავშორდი, იმ დღის მერე თვალით არ მინახავს. ჩვენი მეგობრობა თითიდან გამოწოვილი ურთიერთობა იქნებოდა. ქუჩაში ან სადმე თუ შემხვდება, გამარჯობის და ნახვამდის თქმას წინ არაფერი უდგას. პირადად მე ყოფილ შეყვარებულთან არასდროს მიმეგობრია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება