პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ მოკ­ლა კლი­ენ­ტმა ხე­ლო­სა­ნი
რა­ტომ მოკ­ლა კლი­ენ­ტმა ხე­ლო­სა­ნი

23 ივ­ნისს, სა­ღა­მოს, დიდ დი­ღომ­ში, პეტ­რი­წის 6 ნო­მერ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 47 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზოს ერ­თ-ერთ ავ­ტო­ფა­რეხ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მღე­ბა­ვი იყო. ელ­ხან ემი­ნო­ვი წარ­მო­შო­ბით გან­ჯი­დან იყო. ემი­ნო­ვი დე­დით ქარ­თვე­ლია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად იყო მო­ნათ­ლუ­ლი. იგი თბი­ლის­ში, პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე დის­შვილ­თან და სი­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის 2 წლის წინ გად­მო­ვი­და დიდ დი­ღომ­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ხან ემი­ნოვს უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტთან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. ემი­ნოვ­მა მას ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­უ­ღე­ბა, რო­მე­ლიც კლი­ენტს არ მო­ე­წო­ნა. მან მღე­ბა­ვი ჯერ სას­ტი­კად სცე­მა, მე­რე კი ბარ­ძაყ­ში დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ელ­ხან ემი­ნო­ვი სა­ხე­ლოს­ნო­დან ეზო­ში გა­მო­ვი­და და მე­ზობ­ლებს სთხო­ვა, სას­წრა­ფო გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნათ. მას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფოს ბრი­გა­და 25 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მი­სი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. ჩვენ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ხან ემი­ნო­ვი შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს თა­ნამ­შრო­მელ­მა მარ­ტო და­ტო­ვა და გა­იქ­ცა. უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ნე­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო და "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დ მი­ვი­და. ამ­ჯე­რად ორი­ვე მათ­გა­ნი მი­მა­ლუ­ლი­ა. საქ­მე აღ­ძრუ­ლია 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და მას შსს-ს სა­ბურ­თა­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბა იძი­ებს.

ლია გი­ორ­გაშ­ვი­ლი (მე­ზო­ბე­ლი): არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო ელ­ხა­ნი, მე­ზობ­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მხი­ა­რუ­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. უა­რის თქმა არა­ფერ­ზე შე­ეძ­ლო, წარ­მოდ­გე­ნაც მი­ჭირს, რა მოხ­და. მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. და­ახ­ლო­ე­ბით, 11-ის 20 წუთ­ზე და­მი­რე­კა ჩემ­მა შვილ­მა და მითხ­რა, რომ ელ­ხა­ნი მოკ­ლეს, მე­ზობ­ლის ბიჭ­მა გა­და­უ­ჭი­რა არ­ტე­რი­ა, დაჭ­რი­ლი ელ­ხა­ნი პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­დან სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­მო­ვი­და ეზო­ში და დახ­მა­რე­ბა ითხ­ო­ვა. ამ დროს კა­ცე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ, ნარდს თა­მა­შობ­დნენ, ელ­ხან­მაც ითა­მა­შა იმ სა­ღა­მოს ნარ­დი ეზო­ში. შემ­დეგ კი წა­ვი­და, უთ­ქვამს საქ­მე მაქვს, კლი­ენ­ტი უნ­და მო­ვი­დე­სო. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მი­სი სი­ძეც იქ იყო შემ­თხვე­ვის დროს, მაგ­რამ ზუს­ტად ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი თუ იყო?

- ოჯა­ხი არ ჰყავ­და. მცხე­თა­ში ჰქონ­და სახ­ლი, ვი­ცი, რომ და-­ძმა ჰყავს. მორ­წმუ­ნე იყო.

ავ­თან­დილ გორ­გა­ძე (მე­ზო­ბე­ლი): მის სი­ძეს ვიც­ნობ ძა­ლი­ან კარ­გად, ელ­ხა­ნი 6 თვის წინ სწო­რედ მის­გან გა­ვი­ცა­ნი და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი. 70 წლის კა­ცი ვარ და 9 სა­ათ­ზე უკ­ვე მძი­ნავს, ამი­ტომ დი­ლით გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. კარ­გი ბი­ჭი იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, გუ­ლი­ა­ნი, დიდ პა­ტივს ვცემ­დი საწყ­ალს. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ენ­ტთან მო­უ­ვი­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცი.

ელ­ხან ემი­ნოვს უკ­ვე ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა და ის მცხე­თა­ში, სა­კუ­თარ საცხ­ოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

რა­ტომ მოკ­ლა კლი­ენ­ტმა ხე­ლო­სა­ნი

რა­ტომ მოკ­ლა კლი­ენ­ტმა ხე­ლო­სა­ნი

23 ივ­ნისს, სა­ღა­მოს, დიდ დი­ღომ­ში, პეტ­რი­წის 6 ნო­მერ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 47 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზოს ერ­თ-ერთ ავ­ტო­ფა­რეხ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მღე­ბა­ვი იყო. ელ­ხან ემი­ნო­ვი წარ­მო­შო­ბით გან­ჯი­დან იყო. ემი­ნო­ვი დე­დით ქარ­თვე­ლია და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად იყო მო­ნათ­ლუ­ლი. იგი თბი­ლის­ში, პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე დისშვილ­თან და სი­ძეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის 2 წლის წინ გად­მო­ვი­და დიდ დი­ღომ­ში საცხ­ოვ­რებ­ლად. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ხან ემი­ნოვს უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტთან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. ემი­ნოვ­მა მას ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­უ­ღე­ბა, რო­მე­ლიც კლი­ენტს არ მო­ე­წო­ნა. მან მღე­ბა­ვი ჯერ სას­ტი­კად სცე­მა, მე­რე კი ბარ­ძაყ­ში დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ელ­ხან ემი­ნო­ვი სა­ხე­ლოს­ნო­დან ეზო­ში გა­მო­ვი­და და მე­ზობ­ლებს სთხო­ვა, სას­წრა­ფო გა­მო­ე­ძა­ხე­ბი­ნათ. მას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­წრა­ფოს ბრი­გა­და 25 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მი­სი გა­დარ­ჩე­ნა ვეღარ შეძ­ლეს. ჩვენ მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელ­ხან ემი­ნო­ვი შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს თა­ნამ­შრო­მელ­მა მარ­ტო და­ტო­ვა და გა­იქ­ცა. უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ნე­ტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო და "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" მე­გო­ბარ­თან ერ­თა­დ მივიდა. ამ­ჯე­რად ორი­ვე მათ­გა­ნი მი­მა­ლუ­ლი­ა. საქ­მე აღ­ძრუ­ლია 117-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით და მას შსს-ს სა­ბურ­თა­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბა იძი­ებს.

ლია გი­ორ­გაშ­ვი­ლი (მე­ზო­ბე­ლი): არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო ელ­ხა­ნი, მე­ზობ­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მხი­ა­რუ­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. უა­რის თქმა არა­ფერ­ზე შე­ეძ­ლო, წარ­მოდ­გე­ნაც მი­ჭირს, რა მოხ­და. მე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. და­ახ­ლო­ე­ბით, 11-ის 20 წუთ­ზე და­მი­რე­კა ჩემ­მა შვილ­მა და მითხ­რა, რომ ელ­ხა­ნი მოკ­ლეს, მე­ზობ­ლის ბიჭ­მა გა­და­უ­ჭი­რა არ­ტე­რი­ა, დაჭ­რი­ლი ელ­ხა­ნი პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­დან სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­მო­ვი­და ეზო­ში და დახ­მა­რე­ბა ითხ­ო­ვა. ამ დროს კა­ცე­ბი იყ­ვნენ გა­რეთ, ნარდს თა­მა­შობ­დნენ, ელ­ხან­მაც ითა­მა­შა იმ სა­ღა­მოს ნარ­დი ეზო­ში. შემ­დეგ კი წა­ვი­და, უთ­ქვამს საქ­მე მაქვს, კლი­ენ­ტი უნ­და მო­ვი­დე­სო. ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მი­სი სი­ძეც იქ იყო შემ­თხვე­ვის დროს, მაგ­რამ ზუს­ტად ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი თუ იყო?

- ოჯა­ხი არ ჰყავ­და. მცხე­თა­ში ჰქონ­და სახ­ლი, ვი­ცი, რომ და-­ძმა ჰყავს. მორ­წმუ­ნე იყო.

ავ­თან­დილ გორ­გა­ძე (მე­ზო­ბე­ლი): მის სი­ძეს ვიც­ნობ ძა­ლი­ან კარ­გად, ელ­ხა­ნი 6 თვის წინ სწო­რედ მის­გან გა­ვი­ცა­ნი და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი. 70 წლის კა­ცი ვარ და 9 სა­ათ­ზე უკ­ვე მძი­ნავს, ამი­ტომ დი­ლით გა­ვი­გე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. კარ­გი ბი­ჭი იყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, გუ­ლი­ა­ნი, დიდ პა­ტივს ვცემ­დი საწყ­ალს. ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ენ­ტთან მო­უ­ვი­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცი.

ელ­ხან ემი­ნოვს უკ­ვე ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა და ის მცხე­თა­ში, სა­კუ­თარ საცხ­ოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ