მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა წუ­ხელ თბი­ლი­სის მე­რი­ის 4 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"მე­რი­ის კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ალა­ვი­ძე, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ავა­ლი­ა­ნი, თბი­ლი­სის შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ალექ­სი თა­ბუ­აშ­ვი­ლი, მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა სხვა პი­რებ­თან ერ­თად მი­ით­ვი­სეს და გაფ­ლან­გეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა 48 930 822 ლა­რამ­დე. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182 -ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცე­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რი, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ავ­რცე­ლებს", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წუხელ თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა 48 930 822 ლარამდე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის გამოძიება გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნული საქმის დეტალებზე საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დაკავებულები საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ