Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი - ნაციონალების ნამოქმედარი არ ამართლებს იმას, რომ დღეს ისეთივე მეთოდები გამოიყენებოდეს
სალომე ზურაბიშვილი - ნაციონალების ნამოქმედარი არ ამართლებს იმას, რომ დღეს ისეთივე მეთოდები გამოიყენებოდეს

ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­სი­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას და მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­თა და­კა­ვე­ბე­ბის ფაქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"აპა­ტუ­რა­ის გა­მოს­ვლა ცოტა და­მამ­ცი­რებ­ლად მო­მეჩ­ვე­ნა: "და­ვი­თე­ბი" კარ­გად მუ­შა­ო­ბე­ნო, ორი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა ცოტა უც­ნა­უ­რი­აო.... ნუთუ ეს არის ნა­ტოს გა­სარ­ჩე­ვი სა­კი­თხე­ბი? (თუ ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვის სა­კი­თხი აწუ­ხებ­დათ, როცა და­ი­გეგ­მა ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი, მა­შინ რა­ღაც არ მახ­სოვს შე­ნიშ­ვნე­ბი)... ის ხომ არ უნდა ადარ­დებ­დეს უფრო, რომ "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში" ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმა­ლავს ია­რა­ღის სა­მალ­ვე­ბის არ­სე­ბო­ბას, რომ­ლე­ბიც ვი­თომ­ცდა ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად და­არ­სდა? ნა­ტოს პრეს­პი­კერ­თან რა პრე­ტენ­ზია უნდა მქონ­დეს! რო­გორც და­ის­ვამ თავ­ზე ისე მო­გექ­ცე­ვა და გე­ლა­პა­რა­კე­ბა!

ფრან­გუ­ლი გა­მოთ­ქმაა"comparaison n'est pas raison", ანუ შე­და­რე­ბა არა­ფერს ამარ­თლებ­სო.... ზუს­ტად ეს გვე­მარ­თე­ბა: ნა­ცე­ბი თუ ადა­მი­ა­ნუ­რად არ იქ­ცე­ოდ­ნენ და უსა­მარ­თლოდ აკა­ვებ­დნენ, ბარ­ბა­რო­სუ­ლად აწა­მებ­დნენ და ანად­გუ­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, არა­ნა­ი­რად არ ამარ­თლებს იმას, რომ დღე­ვან­დელ დღეს ისე­თი­ვე მე­თო­დე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას... ის ფაქ­ტი, რომ გუ­შინ ნა­ტო­ე­ლე­ბი და სხვე­ბი ამ ბარ­ბა­რო­სულ მე­თო­დებს არ გმობ­დნენ არ ნიშ­ნავს, რომ დღეს ყვე­ლა კრი­ტი­კა­ზე უნდა ვიშ­ვი­შობ­დეთ და ვი­ძახ­დეთ "გუ­შინ ხო დუმ­დენ!"... ჩვენ ჩვენ თავ­თან უნდა ვი­ყოთ მარ­თალ­ნი და უდა­ნა­უ­შა­უ­ლო, ჩვენ თავს უნდა ვცემ­დეთ პა­ტივს და ამი­ტომ უნდა ვექ­ცე­ვო­დეთ იმათ ისე, რო­გორც ისი­ნი არ ექ­ცე­ოდ­ნენ სხვას! ჩვენ­თვის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის უნდა ვი­ცავ­დეთ სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად სა­მარ­თლას და მის ყვე­ლა წე­სებს და არა ვინ­მე სხვის გამო (თუნ­დაც რას­მუ­სე­ნის!) და ჩვენ თა­ვის წი­ნა­შე უნდა შეგ­ვეძ­ლოს იმის თქმა, რომ ჩვენ არ დაგ­ვი­შა­ვე­ბია!... თუ არა და რა­ღას მოგ­ვაქვს თავი ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნო­ბით თუ კი ჩვენ­ვე ჩვენ თავს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვა­და­რებთ... ან უა­რე­სი... ვბა­ძავთ ან კი­დევ მათი ნა­მოქ­მე­და­რით ვა­მარ­თლებთ ჩვენ დღე­ვან­დელ უმ­სგავ­სო­ბას!", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მე­რი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით გაფ­ლან­გუ­ლია 50 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი"

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ის 4 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­ა­კა­ვა

თბი­ლი­სის მე­რია დღეს დი­ლით და­კა­ვე­ბულ­თა გვა­რებს ავ­რცე­ლებს

ჯე­იმს აპა­ტუ­რაი - პარ­ლა­მენ­ტში და­ვი­თე­ბი კარგ საქ­მეს აკე­თე­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

სალომე ზურაბიშვილი - ნაციონალების ნამოქმედარი არ ამართლებს იმას, რომ დღეს ისეთივე მეთოდები გამოიყენებოდეს

სალომე ზურაბიშვილი - ნაციონალების ნამოქმედარი არ ამართლებს იმას, რომ დღეს ისეთივე მეთოდები გამოიყენებოდეს

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფესიბუქის საკუთარ გვერდზე ჯეიმს აპატურაის გუშინდელ განცხადებას და მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა დაკავებების ფაქტებს ეხმაურება.

"აპატურაის გამოსვლა ცოტა დამამცირებლად მომეჩვენა: "დავითები" კარგად მუშაობენო, ორი პარლამენტის შენობა ცოტა უცნაურიაო.... ნუთუ ეს არის ნატოს გასარჩევი საკითხები? (თუ ბიუჯეტის ხარჯვის საკითხი აწუხებდათ, როცა დაიგეგმა ახალი პარლამენტი, მაშინ რაღაც არ მახსოვს შენიშვნები)... ის ხომ არ უნდა ადარდებდეს უფრო, რომ "კოჰაბიტაციის პირობებში" ყოფილი მმართველი გუნდი ახალ ხელისუფლებას უმალავს იარაღის სამალვების არსებობას, რომლებიც ვითომცდა ქვეყნის დასაცავად დაარსდა? ნატოს პრესპიკერთან რა პრეტენზია უნდა მქონდეს! როგორც დაისვამ თავზე ისე მოგექცევა და გელაპარაკება!

ფრანგული გამოთქმაა"comparaison n'est pas raison", ანუ შედარება არაფერს ამართლებსო.... ზუსტად ეს გვემართება: ნაცები თუ ადამიანურად არ იქცეოდნენ და უსამართლოდ აკავებდნენ, ბარბაროსულად აწამებდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს, არანაირად არ ამართლებს იმას, რომ დღევანდელ დღეს ისეთივე მეთოდები გამოყენებულ იქნას... ის ფაქტი, რომ გუშინ ნატოელები და სხვები ამ ბარბაროსულ მეთოდებს არ გმობდნენ არ ნიშნავს, რომ დღეს ყველა კრიტიკაზე უნდა ვიშვიშობდეთ და ვიძახდეთ "გუშინ ხო დუმდენ!"... ჩვენ ჩვენ თავთან უნდა ვიყოთ მართალნი და უდანაუშაულო, ჩვენ თავს უნდა ვცემდეთ პატივს და ამიტომ უნდა ვექცევოდეთ იმათ ისე, როგორც ისინი არ ექცეოდნენ სხვას! ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის უნდა ვიცავდეთ სკრუპულოზურად სამართლას და მის ყველა წესებს და არა ვინმე სხვის გამო (თუნდაც რასმუსენის!) და ჩვენ თავის წინაშე უნდა შეგვეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენ არ დაგვიშავებია!... თუ არა და რაღას მოგვაქვს თავი ჩვენი ქრისტიანობით თუ კი ჩვენვე ჩვენ თავს წინა ხელისუფლებას ვადარებთ... ან უარესი... ვბაძავთ ან კიდევ მათი ნამოქმედარით ვამართლებთ ჩვენ დღევანდელ უმსგავსობას!", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: "მერიის მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი"

საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი დააკავა

თბილისის მერია დღეს დილით დაკავებულთა გვარებს ავრცელებს

ჯეიმს აპატურაი - პარლამენტში დავითები კარგ საქმეს აკეთებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს