სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IRI – გამოკითხულთა უმეტესობას თბილისის მერის ძირითადი მიღწევების დასახელება უჭირს
IRI – გამოკითხულთა უმეტესობას თბილისის მერის ძირითადი მიღწევების დასახელება უჭირს

"სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის" (IRI) კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბას თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ძი­რი­თა­დი მიღ­წე­ვე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირს.

"რა ძი­რი­თა­დი მიღ­წე­ვე­ბი აქვს თბი­ლი­სის მერს, გიგი უგუ­ლა­ვას?" – შე­სა­ბა­მის შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სას რეს­პონ­დენ­ტთა 44 %-მა კა­ტე­გო­რია "არ ვიცი" აირ­ჩია, 10 %-მა კი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა კა­ტე­გო­რი­ას "არა­ფე­რი".

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­კი­თხვის ფარ­გლებ­ში ჩა­მოთ­ვლილ ცალ­კე­ულ სა­კი­თხებს, მათი რე­ი­ტინ­გი ასე­თია: ინფრას­ტრუქ­ტუ­რა პირ­ვე­ლი რი­გის წარ­მა­ტე­ბულ სა­კი­თხად გა­მო­კი­თხულ­თა 13 %-მა, მე­ო­რე რი­გის მიღ­წე­ვად კი 17 %-მა და­ა­სა­ხე­ლა.

შემ­დეგ ად­გილ­ზე მო­დის ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც რეს­პონ­დენ­ტთა 8 %-ის აზ­რით, გიგი უგუ­ლა­ვას პირ­ვე­ლი რი­გის მიღ­წე­ვას წარ­მო­ად­გენს, ხოლო 12 %-ის შე­ფა­სე­ბით, მე­ო­რე რიგ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­კი­თხია.

რე­ი­ტინ­გში შემ­დეგ პო­ზი­ცი­ე­ბი ასე ნა­წილ­დე­ბა: და­სუფ­თა­ვე­ბა – 8-13 %, პარ­კე­ბის აშე­ნე­ბა – 3-6 %, ვა­უ­ჩე­რე­ბის და­რი­გე­ბა - 3-4 %, ფა­სა­დე­ბის რე­მონ­ტი - 2-3 %, ქუ­ჩე­ბის გა­ნა­თე­ბა - 2-4 %, ძვე­ლი თბი­ლი­სის რე­კონ­სტრუქ­ცია - 2-3 %, ტრასნ­პორ­ტი - 1-2 % და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა - 1-2 %.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რის ჩა­ვარ­დნებს, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბას – 47 %-ს მისი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც უჭირს, 2 % ფიქ­რობს, რომ გიგი უგუ­ლა­ვას ჩა­ვარ­დნა "არა­ფერ­ში" ჰქო­ნია, 3 % კი პა­სუ­ხი­სას ირ­ჩევს კა­ტე­გო­რი­ას "ყვე­ლა­ფე­რი".

"რას მი­იჩ­ნევთ თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას ძი­რი­თად ჩა­ვარ­დნად?", - კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­მო­კი­თხულ­თა შე­დე­გე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

ტრან­სპორ­ტის მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 8-11 %, ხალ­ხი­სად­მი უდარ­დე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - 6-7 %, კო­რუფ­ცია - 6-8 %, ბი­უ­ჯე­ტის გაფ­ლან­გვა - 5-6 %, მისი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა - 4-4 %, მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი - 3-3 %, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი - 2-4 %, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა - 2-4 %, ის, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა - 2-3 %, მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი - 2-2 %, ხალ­ხში ნდო­ბის და­კარ­გვა - 1-2 % და პრო­დუქ­ტებ­ზე გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი - 1-2 %.

კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ი­სი­დან 2 ივ­ნი­სის პე­რი­ოდ­ში ჩა­ტარ­და. მის ფარ­გლებ­ში სა­არ­ჩევ­ნო ასა­კის მქო­ნე 3 998 რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­ი­კი­თხა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

IRI – გამოკითხულთა უმეტესობას თბილისის მერის ძირითადი მიღწევების დასახელება უჭირს

IRI – გამოკითხულთა უმეტესობას თბილისის მერის ძირითადი მიღწევების დასახელება უჭირს

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას თბილისის მერის, გიგი უგულავას ძირითადი მიღწევების დასახელება უჭირს.

"რა ძირითადი მიღწევები აქვს თბილისის მერს, გიგი უგულავას?" – შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას რესპონდენტთა 44 %-მა კატეგორია "არ ვიცი" აირჩია, 10 %-მა კი უპირატესობა მიანიჭა კატეგორიას "არაფერი".

რაც შეეხება გამოკითხვის ფარგლებში ჩამოთვლილ ცალკეულ საკითხებს, მათი რეიტინგი ასეთია: ინფრასტრუქტურა პირველი რიგის წარმატებულ საკითხად გამოკითხულთა 13 %-მა, მეორე რიგის მიღწევად კი 17 %-მა დაასახელა.

შემდეგ ადგილზე მოდის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რესპონდენტთა 8 %-ის აზრით, გიგი უგულავას პირველი რიგის მიღწევას წარმოადგენს, ხოლო 12 %-ის შეფასებით, მეორე რიგში წარმატებული საკითხია.

რეიტინგში შემდეგ პოზიციები ასე ნაწილდება: დასუფთავება – 8-13 %, პარკების აშენება – 3-6 %, ვაუჩერების დარიგება - 3-4 %, ფასადების რემონტი - 2-3 %, ქუჩების განათება - 2-4 %, ძველი თბილისის რეკონსტრუქცია - 2-3 %, ტრასნპორტი - 1-2 % და სოციალური პრობლემების მოგვარება - 1-2 %.

რაც შეეხება თბილისის მერის ჩავარდნებს, გამოკითხულთა უმეტესობას – 47 %-ს მისი წარუმატებლობის დასახელებაც უჭირს, 2 % ფიქრობს, რომ გიგი უგულავას ჩავარდნა "არაფერში" ჰქონია, 3 % კი პასუხისას ირჩევს კატეგორიას "ყველაფერი".

"რას მიიჩნევთ თბილისის მერის, გიგი უგულავას ძირითად ჩავარდნად?", - კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გამოკითხულთა შედეგები ასე გამოიყურება:

ტრანსპორტის მაღალი ღირებულება - 8-11 %, ხალხისადმი უდარდელი დამოკიდებულება - 6-7 %, კორუფცია - 6-8 %, ბიუჯეტის გაფლანგვა - 5-6 %, მისი პოლიტიზირება - 4-4 %, მშენებლობების დაბალი ხარისხი - 3-3 %, სოციალური პრობლემები - 2-4 %, ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადის გაერთიანება - 2-4 %, ის, რომ ვერ მოახერხა გადასახადების შემცირება - 2-3 %, მისი ცხოვრების სტილი - 2-2 %, ხალხში ნდობის დაკარგვა - 1-2 % და პროდუქტებზე გაზრდილი ფასები - 1-2 %.

კვლევა მიმდინარე წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საარჩევნო ასაკის მქონე 3 998 რესპონდენტი გამოიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა