ზესტაფონში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი თანმხლებთან ერთად პატრულს ეჩხუბა, - შემთხვევის შესახებ newpress.ge -ს თვითმხილველმა აცნობა და შესაბამისი ვიდეომასალაც მიაწოდა. ანონიმური წყაროს თქმით, ვიდეომასალა უცხოელი ტურისტების მიერ, სამოყვარულო კამერით არის გადაღებული. ვიდეოჩანაწერზე ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გიორგი მეგრელიშვილის პოლიციელებთან ჩხუბია ჩაწერილი.
"შემთხვევა მაღაზია "იოლის" წინ 6 მაისს, გიორგობას მოხდა. რამდენიმე პირს შორის მანქანასთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა. ჩხუბის ფაქტს პოლიციის მაღალჩინოსანი შეესწრო, რომელმაც პატრული გამოიძახა. პატრულის მიერ სიტუაციის განმუხვტის შემდეგ, გამოჩნდა მამა გიორგი მეგრელიშვილი. ის ნასვამ მდგომარეობაში იყო. მან პატრულს დაარტყა და ჩხუბი ხელახლა დაიწყო. მამაო იძახოდა: "მე კაბის შიგნით "პრისტუპნიკი ვარ", მღვდელი არ გეგონოთო", - ყვება ინციდენტის შესახებ თვითმხილველი.
იხილეთ ვრცლად