პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ კოლსონი - "სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს"
რობერტ კოლსონი - "სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს"

"სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი: აჩ­რდი­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბას დას­დევს", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს რო­ბერტ კოლ­სო­ნის სტა­ტი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის სამ­სა­ხუ­რი. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მოჩ­ვე­ნე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას მას შემ­დეგ დას­დევს, რაც 2006 წელს ახალ­გაზ­რდა ბან­კი­რი სას­ტი­კად სცე­მეს და თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლი მი­ა­ტო­ვეს.

"რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ამ კვი­რა­ში გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, გაქ­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის მემ­კვიდ­რე­ო­ბას ამ ლა­ქას ჩა­მო­ა­შო­რებ­და", - წერს რო­ბერტ კოლ­სო­ნი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ მკვლე­ლო­ბამ და მთავ­რო­ბის მიერ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპ­ტი­მიზ­მის ტალ­ღის - "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" იდე­ა­ლე­ბის დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვია, რე­ვო­ლუ­ცი­ის, რო­მელ­მაც 2003 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა.

"ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო იყო, რად­გან მან შავი ლაქა მი­ა­ყე­ნა პრე­ზი­დენ­ტის მთა­ვარ მიღ­წე­ვას - სა­ქარ­თვე­ლოს კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბის რე­ფორ­მას", - წერს რო­ბერტ კოლ­სო­ნი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბას დღე­საც ბევ­რი აჩ­რდი­ლი დას­დევს - მათ შო­რის ფა­რუ­ლი სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც მისი მმარ­თვე­ლო­ბი­სას გა­კეთ­და და რო­მელ­ზეც, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბაა ასა­ხუ­ლი.

"თუმ­ცა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე, მისი სას­ტი­კი დე­ტა­ლე­ბი­თა და შორ­სმი­მა­ვა­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის და­ფარ­ვის სამ­ხი­ლე­ბით, რო­გორც ჩანს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია", - აღ­ნიშ­ნავს რო­ბერტ კოლ­სო­ნი და დას­ძენს, რომ ჯე­რაც გა­ურ­კვე­ვე­ლია, 2006 წლის იან­ვრის ღა­მეს მოკ­ლუ­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა თუ უპატ­რო­ნოდ მიგ­დე­ბუ­ლი გა­ი­ყი­ნა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, პრო­კუ­რო­რე­ბი ახლა ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის გარ­და, მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე თი­თო­ე­ულ პირს 100 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, ცი­ხე­ში კი მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლო­ა­ლო­ბით ეპყრო­ბოდ­ნენ.

თა­ვად მე­რა­ბიშ­ვი­ლი კი უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას და აცხა­დებს, რომ მისი და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ გირ­გვლი­ა­ნის ოჯახ­მა საქ­მე სტრას­ბურ­გში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც 2011 წელს 69-გვერ­დი­ა­ნი ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ ან­გა­რიშ­ში, სა­სა­მარ­თლო ამ საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას აკ­რი­ტი­კებ­და.

"სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, რო­გორ მოქ­მე­დებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ფრთე­ბი, რათა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­შია.

რო­ბერტ კოლ­სო­ნი ასე­ვე ცი­ტი­რებს "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა" თავ­მჯდო­მა­რის კახა კო­ჟო­რი­ძის სი­ტყვებს, რომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პის ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმ სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბით, რაც გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა, სა­სა­მარ­თლო, პრე­ზი­დენ­ტი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ერ­თობ­ლი­ვად მოქ­მე­დე­ბენ, და­ნა­შა­უ­ლის და­სა­ფა­რად", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი კახა კო­ჟო­რი­ძის სი­ტყვებს.

რო­გორც რო­ბერტ კოლ­სო­ნი წერს, შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე მო­უ­შო­რე­ბე­ლი ლაქა იყო იმის, რაც ერთ დროს სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­თელ ნა­წი­ლად ით­ვლე­ბო­და.

"ის, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღიძ­რა და რომ არ­სე­ბობს შან­სი, შე­მოდ­გო­მის შემ­დეგ, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წავა, თა­ვა­დაც წარ­სდგეს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ გირ­გვლი­ა­ნის აჩ­რდი­ლი ისევ დევ­ნის ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ერთ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის იმე­დი ჩა­სა­ხა", - წერს რო­ბერტ კოლ­სო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რობერტ კოლსონი - "სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს"

რობერტ კოლსონი - "სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს"

"სანდრო გირგვლიანი: აჩრდილი, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობას დასდევს", - ამ სათაურით აქვეყნებს რობერტ კოლსონის სტატიას "რადიო თავისუფლების" ევროპის სამსახური. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სანდრო გირგვლიანის მოჩვენება ქართულ პოლიტიკას მას შემდეგ დასდევს, რაც 2006 წელს ახალგაზრდა ბანკირი სასტიკად სცემეს და თბილისის გარეუბანში გარდაცვლილი მიატოვეს.

"როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ამ კვირაში გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენეს, გაქრა ყველანაირი იმედი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის მემკვიდრეობას ამ ლაქას ჩამოაშორებდა", - წერს რობერტ კოლსონი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ამ მკვლელობამ და მთავრობის მიერ დანაშაულის დაფარვამ დემოკრატიული ოპტიმიზმის ტალღის - "ვარდების რევოლუციის" იდეალების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, რევოლუციის, რომელმაც 2003 წელს სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

"ეს განსაკუთრებით სახიფათო იყო, რადგან მან შავი ლაქა მიაყენა პრეზიდენტის მთავარ მიღწევას - საქართველოს კორუმპირებული და არაპროფესიონალი პოლიციის ძალების რეფორმას", - წერს რობერტ კოლსონი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის მემკვიდრეობას დღესაც ბევრი აჩრდილი დასდევს - მათ შორის ფარული სკანდალური ჩანაწერები, რომელიც მისი მმართველობისას გაკეთდა და რომელზეც, ძალოვან სტრუქტურებში პატიმართა წამებაა ასახული.

"თუმცა სანდრო გირგვლიანის საქმე, მისი სასტიკი დეტალებითა და შორსმიმავალი შეთქმულების დაფარვის სამხილებით, როგორც ჩანს, განსაკუთრებულია", - აღნიშნავს რობერტ კოლსონი და დასძენს, რომ ჯერაც გაურკვეველია, 2006 წლის იანვრის ღამეს მოკლული სანდრო გირგვლიანი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა თუ უპატრონოდ მიგდებული გაიყინა.

როგორც სტატიის ავტორი წერს, პროკურორები ახლა ამტკიცებენ, რომ დანაშაულის დაფარვის გარდა, მერაბიშვილმა დანაშაულში მონაწილე თითოეულ პირს 100 ათასი დოლარი გადაუხადა, ციხეში კი მათ განსაკუთრებული ლოალობით ეპყრობოდნენ.

თავად მერაბიშვილი კი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ გირგვლიანის ოჯახმა საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადასცა, რომელმაც 2011 წელს 69-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში, სასამართლო ამ საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას აკრიტიკებდა.

"სასამართლო გაოგნებული იყო, როგორ მოქმედებდნენ ხელისუფლების სხვადასხვა ფრთები, რათა არ აღსრულებულიყო სამართლიანობა", - ნათქვამია სტატიაშია.

რობერტ კოლსონი ასევე ციტირებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" თავმჯდომარის კახა კოჟორიძის სიტყვებს, რომლის ინფორმაციით, ევროპის ადამიანთა უფლებადამცველმა სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეები გაოგნებულები იყვნენ იმ სისტემური პრობლემებით, რაც გამოძიების წარმოებისას აღმოაჩინეს.

"მათ აღმოაჩინეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურატურა, პენიტენციალური სისტემა, სასამართლო, პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ერთობლივად მოქმედებენ, დანაშაულის დასაფარად", - ციტირებს სტატიის ავტორი კახა კოჟორიძის სიტყვებს.

როგორც რობერტ კოლსონი წერს, შვიდი წლის განმავლობაში გირგვლიანის საქმე მოუშორებელი ლაქა იყო იმის, რაც ერთ დროს სააკაშვილის მემკვიდრეობის ნათელ ნაწილად ითვლებოდა.

"ის, რომ სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და რომ არსებობს შანსი, შემოდგომის შემდეგ, როცა სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა, თავადაც წარსდგეს სასამართლოს წინაშე, იმაზე მეტყველებს, რომ გირგვლიანის აჩრდილი ისევ დევნის ადამიანს, რომელმაც ერთ დროს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების იმედი ჩასახა", - წერს რობერტ კოლსონი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა