10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების დროს არ შეიცვლება
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების დროს არ შეიცვლება

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის არ­ჩე­ვა­ნი არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არ შე­იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში, თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კარ­გად ეს­მის, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს არ­ჩე­ვა­ნი.

"ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­აა. ეს არ­ჩე­ვა­ნი გუ­ლის­ხმობს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წევ­რო­ბას და ეს არ­ჩე­ვა­ნი არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არ შე­იც­ვლე­ბა, იმი­ტომ, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მი­ი­ღო. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ კარ­გად გვეს­მის რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ეს არ­ჩე­ვა­ნი. როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტზე ვსა­უბ­რობთ რამ­დე­ნი­მე ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ტერ­მი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა _ დე­მოკ­რა­ტია და ჯერ კი­დევ მყი­ფე სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მდი­და­რი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რა და მცი­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა. ასე­თია რე­ა­ლო­ბა და ჩვენ მას თვალს ვუს­წო­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ხაზ­გას­მით უნდა აღ­ნიშ­ნოს, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მკა­ფიო გზავ­ნი­ლია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის იმის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ ჩვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ცხოვ­რე­ბა.

"ამ წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ უსაფრ­თხო­ე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის ხარ­ჯზე კი არა, სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­ით მი­იღ­წე­ვა. ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვის გა­რე­შე. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბი ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­სავ­ლუ­რი, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და რომ სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­კენ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბით არ არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების დროს არ შეიცვლება

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების დროს არ შეიცვლება

საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს არჩევანი.

"ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ეს არჩევანი გულისხმობს თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის წევრობას და ეს არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად გვესმის რამხელა პასუხისმგებლობაა ეს არჩევანი. როცა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პოლიტიკურ კონტექსტზე ვსაუბრობთ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ტერმინი გამოიყენება _ დემოკრატია და ჯერ კიდევ მყიფე სტაბილურობა, მდიდარი ეროვნული კულტურა და მცირე სახელმწიფოებრივი გამოცდილება. ასეთია რეალობა და ჩვენ მას თვალს ვუსწორებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მკაფიო გზავნილია ცივილიზებული მსოფლიოსთვის იმის დამადასტურებლად, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დემოკრატიულად ცხოვრება.

"ამ წარმატების მიუხედავად, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უსაფრთხოება დემოკრატიის ხარჯზე კი არა, სწორედ დემოკრატიით მიიღწევა. ჩვენნაირი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა წარმოუდგენელია დემოკრატიული პროცედურების განუხრელი დაცვის გარეშე. 2012 წლის არჩევნები ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ქართული საზოგადოება დასავლური, ევროპული ღირებულებების მატარებელი საზოგადოებაა და რომ საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სივრცისკენ მხოლოდ პოლიტიკური მოცემულობით არ არის ნაკარნახევი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა