საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ქათამაძე - 2008 წლის შემდეგ იურმალის კონკურსში პირველად ვმონაწილეობთ და შევეცდები ყველაფერი კარგად გავაკეთო
სალომე ქათამაძე - 2008 წლის შემდეგ იურმალის კონკურსში პირველად ვმონაწილეობთ და შევეცდები ყველაფერი კარგად გავაკეთო

სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე მალე იურ­მა­ლა­ში, "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რე­ბა. ამ კონ­კურ­სში სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. "ახა­ლი ტალ­ღის" 2008 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" სა­ლო­მეს ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტურ­ში გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას. სა­ლო­მეს დიდი სურ­ვი­ლი აქვს, სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გი­ნოს, მას ბევ­რი უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს გა­მარ­ჯვე­ბას. გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი თვი­თო­ნაც აქვს, მაგ­რამ ურ­ჩევ­ნია, ამა­ზე ბევ­რი არ იფიქ­როს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად და­ა­მახ­სოვ­როს მა­ყუ­რე­ბელს.

- "ახალ ტალ­ღა­ზე" წა­სას­ვლე­ლად აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი. ყო­ველ­დღე გავ­დი­ვარ რე­პე­ტი­ცი­ებს. სამ სიმ­ღე­რას ვამ­ზა­დებ. პირ­ველ ტურ­ში მსოფ­ლიო ჰიტს ვიმ­ღე­რებ, მე­ო­რე ტურ­ში მაკა ზამ­ბა­ხი­ძე­სა და რატი დურ­გლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­მო­ვალ, ესაა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტური, რო­მელ­ზეც გა­დავ­წყვი­ტეთ, კინ­ტო­უ­რის თემა აგ­ვე­ღო. მე­სა­მე ტურ­ში კი რუსა მორ­ჩი­ლა­ძის სიმ­ღე­რას ვიმ­ღე­რებ.

- რატი და მაკა რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ შენ გვერ­დით, ვისი იდეა იყო?

- კონ­კურ­სის ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მღე­რი­ან კონ­კურ­სან­ტებ­თან ერ­თად. ჩემი დიდი სურ­ვი­ლი იყო, რომ რა­ტი­სა და მა­კას­თან ერ­თად მემ­ღე­რა, ორი­ვე ჩემი მე­გო­ბა­რია. მათ ჩემს სა­კონ­კურ­სო კა­რი­ე­რა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ყო­ველ­თვის კარგ რჩე­ვებს მაძ­ლე­ვენ, ორი­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- კონ­კურ­სზე რო­დის მი­ემ­გზავ­რე­ბი?

- იურ­მა­ლა­ში 10 ან 13 ივ­ლისს წა­ვალ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქა­ლაქ­ში ათი დღით ადრე ჩა­ვი­დე, რომ აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცია გა­ვი­ა­რო. ბევ­რი რე­პე­ტი­ცია მო­ვას­წრო, რომ სცე­ნა­სა და გა­რე­მოს შე­ვეჩ­ვიო და კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­ვიც­ნო. კონ­კურ­სი 23 ივ­ლისს იწყე­ბა.

- რო­გორც ვიცი, ამ კონ­კურ­სის­თვის რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი და­ი­კე­ლი.

- მხო­ლოდ ოთხი კილო და­ვი­კე­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, ესეც დი­დად არ მე­ტყო­ბა, მაგ­რამ დრო კი­დევ მაქვს და წო­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ვიკ­ლებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

სალომე ქათამაძე - 2008 წლის შემდეგ იურმალის კონკურსში პირველად ვმონაწილეობთ და შევეცდები ყველაფერი კარგად გავაკეთო

სალომე ქათამაძე - 2008 წლის შემდეგ იურმალის კონკურსში პირველად ვმონაწილეობთ და შევეცდები ყველაფერი კარგად გავაკეთო

სალომე ქათამაძე მალე იურმალაში, "ახალი ტალღის" კონკურსზე გაემგზავრება. ამ კონკურსში საქართველოს 2008 წლის შემდეგ მონაწილეობა არ მიუღია. "ახალი ტალღის" 2008 წლის გამარჯვებული დუეტი "ჯორჯია" სალომეს ნაციონალურ ტურში გაუწევს დახმარებას. სალომეს დიდი სურვილი აქვს, საქართველო ღირსეულად წარადგინოს, მას ბევრი უწინასწარმეტყველებს გამარჯვებას. გამარჯვების იმედი თვითონაც აქვს, მაგრამ ურჩევნია, ამაზე ბევრი არ იფიქროს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი თავი კარგად დაამახსოვროს მაყურებელს.

- "ახალ ტალღაზე" წასასვლელად აქტიურად ვემზადები. ყოველდღე გავდივარ რეპეტიციებს. სამ სიმღერას ვამზადებ. პირველ ტურში მსოფლიო ჰიტს ვიმღერებ, მეორე ტურში მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილთან ერთად გამოვალ, ესაა ნაციონალური ტური, რომელზეც გადავწყვიტეთ, კინტოურის თემა აგვეღო. მესამე ტურში კი რუსა მორჩილაძის სიმღერას ვიმღერებ.

- რატი და მაკა რომ ყოფილიყვნენ შენ გვერდით, ვისი იდეა იყო?

- კონკურსის ფორმატი შეიცვალა. გამარჯვებულები მღერიან კონკურსანტებთან ერთად. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ რატისა და მაკასთან ერთად მემღერა, ორივე ჩემი მეგობარია. მათ ჩემს საკონკურსო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევენ, ორივე ძალიან მიყვარს.

- კონკურსზე როდის მიემგზავრები?

- იურმალაში 10 ან 13 ივლისს წავალ. აუცილებელია, ქალაქში ათი დღით ადრე ჩავიდე, რომ აკლიმატიზაცია გავიარო. ბევრი რეპეტიცია მოვასწრო, რომ სცენასა და გარემოს შევეჩვიო და კონკურსანტები გავიცნო. კონკურსი 23 ივლისს იწყება.

- როგორც ვიცი, ამ კონკურსისთვის რამდენიმე კილოგრამი დაიკელი.

- მხოლოდ ოთხი კილო დავიკელი და სამწუხაროდ, ესეც დიდად არ მეტყობა, მაგრამ დრო კიდევ მაქვს და წონაში აუცილებლად დავიკლებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება