კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს
"ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს

მისი და­ნახ­ვი­სას ამ­ბო­ბენ, - უი, ეს გო­გო­ნა "ნი­ჭი­ერ­ში" არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დაო?.. თა­თია დო­ნა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სწო­რედ ამ პრო­ექ­ტით გა­იც­ნო, თუმ­ცა მა­ნამ­დე, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე გახ­ლდათ; შემ­დეგ "ერი­სი­ო­ნის" მო­ცეკ­ვა­ვეც იყო, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში არ­სე­ბუ­ლი "ბა­ტონყმო­ბა" ვერ აი­ტა­ნა...

- გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, შარ­შან ცეკ­ვას თავი და­ვა­ნე­ბე. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც იყო, რომ მსურ­და, ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბის­თვის მი­მე­ხე­და და მა­გის­ტრა­ტუ­რა (ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა) და­ვამ­თავ­რე. ახლა სა­კუ­თა­რი თავი პი­ა­რის სფე­რო­ში წარ­მო­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ბან­კში ვმუ­შა­ობ.

- "ერი­სი­ო­ნი­დან" შენი წა­მოს­ვლის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი რა იყო?

- იქ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად ვე­ღარ ავი­ტან­დი. მგო­ნი, "ერი­სი­ონ­ში" ჯერ კი­დევ "ბა­ტონყმო­ბაა". მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, ძი­რი­თა­დად - მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო. ვფიქ­რობ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 40-50 წლის მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ უფრო მეტი კო­რექ­ტუ­ლო­ბა მარ­თებ­და, მაგ­რამ "კრე­ტი­ნო", "იდი­ო­ტო" - ასე­თი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თვა იქ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­ლდათ... მოკ­ლედ, ჩემ­თვის გა­უ­საძ­ლი­სი სი­ტუ­ა­ცია იყო. არ ვიცი, სხვე­ბი თავს ასე რა­ტომ "იჩ­მო­რე­ბენ". ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნელს შე­უძ­ლია, 40-50 წლის კაცს "კრე­ტი­ნო" ან რამე მსგავ­სი სი­ტყვე­ბი და­უყ­ვი­როს, ად­რე­სა­ტი კი ბო­დიშს უხ­დის, - ეგ რო­გორ გათ­ქმე­ვი­ნე­თო?!. ჰოდა, ამის ატა­ნა მარ­თლა არ შე­მეძ­ლო. არა­და, ასეთ ან­სამ­ბლს პირ­ვე­ლო­ბის პრე­ტენ­ზია აქვს.

- ხელ­მძღვა­ნელ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა შენც მო­გა­ყე­ნა?

- არა, გო­გო­ნე­ბის მი­მართ სულ სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვია, და­ნარ­ჩე­ნებს რო­გორ ექ­ცე­ვა... ხელ­მძღვა­ნელ­თან კონ­ფლიქ­ტი რომ მო­მი­ვი­და, კარი იმ­წამ­სვე გა­მო­ვი­ხუ­რე და წა­მო­ვე­დი. რა ვქნა, იქ ვე­ღარ დავ­რჩე­ბო­დი, რად­გან ძა­ლი­ან თავ­მოყ­ვა­რე და პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ... ან­სამ­ბლი­დან წა­მოს­ვლით არა­ფე­რი და­მი­კარ­გავს, იქ ყოფ­ნი­სას კი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე, ცეკ­ვა ვის­წავ­ლე. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ცეკ­ვას თუ არ გან­ვაგ­რძობ, სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში სა­ცეკ­ვა­ოდ მა­ინც მზად ვარ (იცი­ნის). "ერი­სი­ო­ნი­დან" წა­მოს­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ან­სამ­ბლი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მქონ­და, მაგ­რამ ცეკ­ვას მე­ნე­ჯმენ­ტო­ბა ვარ­ჩიე... ამ­ჟა­მად ერთ-ერთ ხი­ლის წვენს, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ახ­ლა­ხან შე­მო­ვი­და, ინ­ტერ­ნეტ­რეკ­ლა­მას ვუ­კე­თებ. სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის მი­სა­ღებ საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს ყო­ველ­თვის ვთან­ხმდე­ბი.

თა­თი­ას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, ცხა­დია, ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს - ბა­ტონ ჯე­მალ ჭკუ­ა­სელს და­ვუ­კავ­შირ­დით, რათა თა­თი­ას მო­ნა­თხრო­ბი გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა...

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი:

- სა­კუ­თარ თავს ძა­ლი­ან მკაც­რად ვექ­ცე­ვი და სხვებ­საც ვერ ვა­პა­ტი­ებ დის­ციპ­ლი­ნის დარ­ღვე­ვის ყო­ველ­გვარ გა­მოვ­ლი­ნე­ბას - შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იქ­ნე­ბა თუ შრო­მი­თი. ვფიქ­რობ, ამის გა­რე­შე ან­სამ­ბლის შექ­მნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან არ მომ­წონს, როცა ვინ­მეს ვუ­ჯავ­რდე­ბი და შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ, მაგ­რამ რა ვქნა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი, ზოგ­ჯერ ასეც მო­ვიქ­ცე?! ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რომ ხში­რად, ადა­მი­ა­ნებს არა­ფე­რი ეს­მით, მით უმე­ტეს - 18-19 წლის ახალ­გაზ­რდებს.

- უფ­რო­სი ასა­კის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს რო­გორ ეპყრო­ბით?

- ასაკს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! ვინ­მეს განა, იმი­ტომ ვუ­ჯავ­რდე­ბი, რომ უფ­რო­სია ან უმ­ცრო­სი? გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი ვარ მა­შინ, როცა ვიცი, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც შე­უძ­ლია და არ აკე­თებს! შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი ურ­თუ­ლე­სი საქ­მეა და ამ ყვე­ლა­ფერს ასე მარ­ტი­ვად ვერ აგიხ­სნით...

- ან­სამ­ბლის წევ­რე­ბის მი­მართ თქვე­ნი შე­ნიშ­ვნა ეთი­კის ნორ­მებს თუ სცილ­დე­ბა ხოლ­მე?

- რო­გორც წესი - არა, მაგ­რამ თუკი მსგავ­სი რამ მოხ­და, მა­შინ­ვე ბო­დიშს ვიხ­დი.

- ჩვენ "ერი­სი­ო­ნის" ყო­ფილ მო­ცეკ­ვა­ვეს - თა­თია დო­ნა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც თქვა, რომ ან­სამ­ბლის წევრ მა­მა­კა­ცებს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­დით...

- ეგ ვინ არის? რად­გან ასე­თი მო­ცეკ­ვა­ვე არ მახ­სოვს, ე.ი. ის კარ­გად ვერ ცეკ­ვავ­და, თა­ნაც - ან­სამ­ბლის წევ­რე­ბის მი­მართ მსგავ­სი მო­პყრო­ბა არ მჩვე­ვია... თა­თია დო­ნა­ძე ვინ არის, ნაღ­დად არ მახ­სოვს, შვი­ლებს გე­ფი­ცე­ბით... ამ­ბობთ, რომ ტან­მო­ვარ­ჯი­შეა? ჰო, თით­ქოს მახ­სენ­დე­ბა... ალ­ბათ და­ვი­წუ­ნეთ. ჩემ­თან ხან ერთი წელი, ხან - წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი არი­ან და როცა არა­ფე­რი გა­მოს­დით, ვუშ­ვებთ - ასე­თი წესი გვაქვს. ადა­მი­ანს ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდით, შანსს ვაძ­ლევთ, მაგ­რამ თუ სა­კუ­თარ ნი­ჭი­ე­რე­ბას ვერ დაგ­ვიმ­ტკი­ცებს, ვუშ­ვებთ. თა­თია დო­ნა­ძე კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად მე­მახ­სოვ­რე­ბო­და. ან­სამ­ბლში გა­ფორ­მე­ბუ­ლი რომ გვყო­ლო­და, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. რას მე­უბ­ნე­ბით, ან­სამ­ბლი­დან კარ­გი გოგო გა­ვუშ­ვი და ცუდი დავ­ტო­ვე?!

- თქვენ არ გა­გიშ­ვი­ათ, თვი­თონ წა­ვი­და, რო­გორც ეს თა­ვად გვი­თხრა...

- დიდი მად­ლო­ბა, რომ და­მი­რე­კეთ, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს, გე­ნაც­ვა­ლე, რა­ღა­ცებს ვწერ. ნახ­ვამ­დის!

თა­თია დო­ნა­ძე:

- ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის­გან სხვა­ნა­ირ პა­სუხს არც ვე­ლო­დი. მე პრო­ვო­კა­ცი­ებს არ ვყვე­ბი ხოლ­მე და თა­ნაც, ხომ იცით, სკო­ლის ასა­კი­დან გვას­წავ­ლი­ან, რომ ასა­კო­ვან ხალ­ხს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ოდეს­მე ჩვენც ხომ დავ­ბერ­დე­ბით? რაც მთა­ვა­რია, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში სათ­ქმე­ლი ღირ­სე­უ­ლად ვთქვი და მსოფ­ლი­ომ გა­მიც­ნო. ჰო, კი­დევ, "გუ­გლს" მთე­ლი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ვე­მახ­სოვ­რე­ბი" (იცი­ნის), სხვა ყვე­ლა­ფე­რი კი ზღვა­ში წვე­თია.

- "ერი­სი­ონ­ში" რამ­დენ ხანს ცეკ­ვავ­დი?

- სა­ერ­თო ჯამ­ში - 2 წელი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ვსწავ­ლობ­დი.

- "ერი­სი­ონ­ში" რო­გორ მოხ­ვდი?

- სპორ­ტის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა მჭირ­დე­ბო­და. 12-წლი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მერე უცებ გა­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ერთ დღეს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას "ერი­სი­ონ­ში" შე­ვე­დი. ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა მი­თხრა: შენი ასა­კის გო­გო­ებს არ ვი­ღებთ, თუ რა თქმა უნდა, მო­ცეკ­ვა­ვე არ ხარ; აქ 10 და უფრო მეტი წლის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან, მაგ­რამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სახე გაქვს, შენ­ნა­ი­რებს კი ვე­ძებთ ხოლ­მეო. მან რე­პე­ტი­ტორს და­უ­რე­კა და უთხრა: ჩა­მო­დიო. ამ ადა­მი­ან­მაც ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის ნათ­ქვა­მი გა­ი­მე­ო­რა, მერე კი დას­ძი­ნა: რად­გან ტან­მო­ვარ­ჯი­შე ხარ, მოდი, ერთი დღე მოვ­სინ­ჯოთ, რა გა­მო­ვა და პა­სუხს მერე გე­ტყვიო... სტა­ჟი­ო­რად ამიყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ, 50 სტა­ჟი­ო­რი გო­გო­ნა­დან 5 ან­სამ­ბლში მიგ­ვი­ღეს. იქ ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი, ვი­საც მა­ნამ­დე არ უცეკ­ვია, სხვე­ბი კი მარ­თლაც, ბავ­შვო­ბი­დან ცეკ­ვავ­დნენ. ტან­ვარ­ჯიშ­მა ყვე­ლა­ნა­ი­რად გან­მა­ვი­თა­რა: სხე­ულს კარ­გად ვფლობ, სმე­ნა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მაქვს, ქო­რე­ოგ­რა­ფია - გავ­ლი­ლი და ამი­ტო­მაც იყო, რომ ცეკ­ვა არ გა­მი­ჭირ­და.

- ან­სამ­ბლის ახალ წევ­რს მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი რო­გორ შეგ­ხვდნენ?

- ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მო­მიხ­და პრო­ექ­ტში - "ნი­ჭი­ე­რი" გას­ვლა. მა­შინ თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი, ყვე­ლა ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობ­და და ზო­გი­ერ­თე­ბი მაკ­რი­ტი­კებ­დნენ კი­დეც... ან­სამ­ბლში მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი დამ­ხვდნენ. ძა­ლი­ან რთუ­ლია, იქ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ო­დე, მაგ­რამ მე გა­მი­მარ­თლა და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შუ­რის თვა­ლით მი­ყუ­რებ­და. მინ­და, მათ ვუ­თხრა, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის სტი­მულს სწო­რედ ისი­ნი მაძ­ლევ­დნენ და დღემ­დე ასეა. ამ ყვე­ლაფ­რის გამო ხა­სი­ა­თი არ მი­ფუჭ­დე­ბა, გულ­თან ახ­ლოს არა­ფე­რი მი­მაქვს. ყვე­ლას უკ­ვირს, - ასე რო­გორ შე­გიძ­ლია? ამ­დე­ნი ცუდი რა­ღა­ცის "და­კი­დე­ბას" რო­გორ ახერ­ხებ? გრძე­ლი ფე­ხე­ბი კი გაქვს, მაგ­რამ ამ­დე­ნი სად გე­ტე­ვაო?! რა ვქნა, ამ ყვე­ლა­ფერს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ: ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად, სცე­ნა­ზე გა­ვი­ზარ­დე და ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემი ნერ­ვე­ბიც რკი­ნის გა­ხა­და (იღი­მის).

- "ერი­სი­ონ­ში" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ზე გვი­ამ­ბე...

- იმ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გას­ტრო­ლე­ბიც გვქონ­და, კონ­ცერ­ტე­ბიც და ან­სამ­ბლის 125 წლის იუ­ბი­ლეც... მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი და ჩემს მრა­ვალ­ფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბას ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ე­მა­ტა. სპორტთან შე­და­რე­ბით, ცეკ­ვა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი მო­მეჩ­ვე­ნა: დი­ლის 10-დან სა­ღა­მოს 7 სა­ა­თამ­დე ვარ­ჯიშს მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, ან­სამ­ბლში კი ეს ყვე­ლა­ფე­რი შუ­ა­დღი­სას მთავ­რდე­ბო­და...

- მო­ცეკ­ვა­ვის კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას აღარ აპი­რებ?

- არა მგო­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თულ ცეკ­ვას მი­ვუბ­რუნ­დე. ისე, სცე­ნას არ ვშორ­დე­ბი: ჩვე­ნე­ბებ­ში, კონ­ცერ­ტებ­ში, გა­და­ღე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს

"ერისიონში" ჯერ კიდევ ბატონყმობაა - რაში ადანაშაულებს მოცეკვავე თათია დონაძე ჯემალ ჭკუასელს

მისი დანახვისას ამბობენ, - უი, ეს გოგონა "ნიჭიერში" არ მონაწილეობდაო?.. თათია დონაძე ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პროექტით გაიცნო, თუმცა მანამდე, 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ნომერი პირველი ტანმოვარჯიშე გახლდათ; შემდეგ "ერისიონის" მოცეკვავეც იყო, მაგრამ როგორც თავად გვითხრა, სახელმწიფო ანსამბლში არსებული "ბატონყმობა" ვერ აიტანა...

- გარკვეული გარემოებების გამო, შარშან ცეკვას თავი დავანებე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მსურდა, ჩემი სპეციალობისთვის მიმეხედა და მაგისტრატურა (ბიზნესის ადმინისტრირება) დავამთავრე. ახლა საკუთარი თავი პიარის სფეროში წარმომიდგენია, მაგრამ ამჟამად ბანკში ვმუშაობ.

- "ერისიონიდან" შენი წამოსვლის ძირითადი მიზეზი რა იყო?

- იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომელსაც ნამდვილად ვეღარ ავიტანდი. მგონი, "ერისიონში" ჯერ კიდევ "ბატონყმობაა". მოცეკვავეების, ძირითადად - მამაკაცების მიმართ ცუდი დამოკიდებულება იყო. ვფიქრობ, ხელმძღვანელობას, ყველას, განსაკუთრებით კი 40-50 წლის მსახიობების მიმართ უფრო მეტი კორექტულობა მართებდა, მაგრამ "კრეტინო", "იდიოტო" - ასეთი სიტყვებით მიმართვა იქ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ... მოკლედ, ჩემთვის გაუსაძლისი სიტუაცია იყო. არ ვიცი, სხვები თავს ასე რატომ "იჩმორებენ". ანსამბლის ხელმძღვანელს შეუძლია, 40-50 წლის კაცს "კრეტინო" ან რამე მსგავსი სიტყვები დაუყვიროს, ადრესატი კი ბოდიშს უხდის, - ეგ როგორ გათქმევინეთო?!. ჰოდა, ამის ატანა მართლა არ შემეძლო. არადა, ასეთ ანსამბლს პირველობის პრეტენზია აქვს.

- ხელმძღვანელმა შეურაცხყოფა შენც მოგაყენა?

- არა, გოგონების მიმართ სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ საშინელი სანახავია, დანარჩენებს როგორ ექცევა... ხელმძღვანელთან კონფლიქტი რომ მომივიდა, კარი იმწამსვე გამოვიხურე და წამოვედი. რა ვქნა, იქ ვეღარ დავრჩებოდი, რადგან ძალიან თავმოყვარე და პრინციპული ადამიანი ვარ... ანსამბლიდან წამოსვლით არაფერი დამიკარგავს, იქ ყოფნისას კი გამოცდილება შევიძინე, ცეკვა ვისწავლე. პროფესიონალურ დონეზე ცეკვას თუ არ განვაგრძობ, საკუთარ ქორწილში საცეკვაოდ მაინც მზად ვარ (იცინის). "ერისიონიდან" წამოსვლის შემდეგ რამდენიმე ანსამბლიდან შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ცეკვას მენეჯმენტობა ვარჩიე... ამჟამად ერთ-ერთ ხილის წვენს, რომელიც ქართულ ბაზარზე ახლახან შემოვიდა, ინტერნეტრეკლამას ვუკეთებ. საერთოდ, ჩემთვის მისაღებ საქმიან შემოთავაზებებს ყოველთვის ვთანხმდები.

თათიასთან საუბრის შემდეგ, ცხადია, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელს - ბატონ ჯემალ ჭკუასელს დავუკავშირდით, რათა თათიას მონათხრობი გადაგვემოწმებინა...

ჯემალ ჭკუასელი:

- საკუთარ თავს ძალიან მკაცრად ვექცევი და სხვებსაც ვერ ვაპატიებ დისციპლინის დარღვევის ყოველგვარ გამოვლინებას - შემოქმედებითი იქნება თუ შრომითი. ვფიქრობ, ამის გარეშე ანსამბლის შექმნა შეუძლებელია. ძალიან არ მომწონს, როცა ვინმეს ვუჯავრდები და შენიშვნას ვაძლევ, მაგრამ რა ვქნა, იძულებული ვხდები, ზოგჯერ ასეც მოვიქცე?! ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ხშირად, ადამიანებს არაფერი ესმით, მით უმეტეს - 18-19 წლის ახალგაზრდებს.

- უფროსი ასაკის მოცეკვავეებს როგორ ეპყრობით?

- ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?! ვინმეს განა, იმიტომ ვუჯავრდები, რომ უფროსია ან უმცროსი? განსაკუთრებით მკაცრი ვარ მაშინ, როცა ვიცი, რომ ვიღაცას რაღაც შეუძლია და არ აკეთებს! შემოქმედებითი პროცესი ურთულესი საქმეა და ამ ყველაფერს ასე მარტივად ვერ აგიხსნით...

- ანსამბლის წევრების მიმართ თქვენი შენიშვნა ეთიკის ნორმებს თუ სცილდება ხოლმე?

- როგორც წესი - არა, მაგრამ თუკი მსგავსი რამ მოხდა, მაშინვე ბოდიშს ვიხდი.

- ჩვენ "ერისიონის" ყოფილ მოცეკვავეს - თათია დონაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც თქვა, რომ ანსამბლის წევრ მამაკაცებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდით...

- ეგ ვინ არის? რადგან ასეთი მოცეკვავე არ მახსოვს, ე.ი. ის კარგად ვერ ცეკვავდა, თანაც - ანსამბლის წევრების მიმართ მსგავსი მოპყრობა არ მჩვევია... თათია დონაძე ვინ არის, ნაღდად არ მახსოვს, შვილებს გეფიცებით... ამბობთ, რომ ტანმოვარჯიშეა? ჰო, თითქოს მახსენდება... ალბათ დავიწუნეთ. ჩემთან ხან ერთი წელი, ხან - წელიწად-ნახევარი არიან და როცა არაფერი გამოსდით, ვუშვებთ - ასეთი წესი გვაქვს. ადამიანს ყველანაირად ვცდით, შანსს ვაძლევთ, მაგრამ თუ საკუთარ ნიჭიერებას ვერ დაგვიმტკიცებს, ვუშვებთ. თათია დონაძე კარგი მოცეკვავე რომ ყოფილიყო, აუცილებლად მემახსოვრებოდა. ანსამბლში გაფორმებული რომ გვყოლოდა, მეცოდინებოდა. რას მეუბნებით, ანსამბლიდან კარგი გოგო გავუშვი და ცუდი დავტოვე?!

- თქვენ არ გაგიშვიათ, თვითონ წავიდა, როგორც ეს თავად გვითხრა...

- დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, გენაცვალე, რაღაცებს ვწერ. ნახვამდის!

თათია დონაძე:

- ბატონი ჯემალისგან სხვანაირ პასუხს არც ველოდი. მე პროვოკაციებს არ ვყვები ხოლმე და თანაც, ხომ იცით, სკოლის ასაკიდან გვასწავლიან, რომ ასაკოვან ხალხს პატივი უნდა ვცეთ. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ჩვენც ხომ დავბერდებით? რაც მთავარია, ჩემს პროფესიაში სათქმელი ღირსეულად ვთქვი და მსოფლიომ გამიცნო. ჰო, კიდევ, "გუგლს" მთელი თავისი არსებობის განმავლობაში "ვემახსოვრები" (იცინის), სხვა ყველაფერი კი ზღვაში წვეთია.

- "ერისიონში" რამდენ ხანს ცეკვავდი?

- საერთო ჯამში - 2 წელი. პარალელურად, მაგისტრატურაში ვსწავლობდი.

- "ერისიონში" როგორ მოხვდი?

- სპორტისთვის თავის დანებების შემდეგ ფიზიკური დატვირთვა მჭირდებოდა. 12-წლიანი აქტიური ცხოვრების მერე უცებ გაჩერება ძალიან გამიჭირდა. ერთ დღეს, რუსთაველის გამზირზე სეირნობისას "ერისიონში" შევედი. ადმინისტრატორმა მითხრა: შენი ასაკის გოგოებს არ ვიღებთ, თუ რა თქმა უნდა, მოცეკვავე არ ხარ; აქ 10 და უფრო მეტი წლის გამოცდილების მქონე ადამიანები მოდიან, მაგრამ ძალიან ლამაზი სახე გაქვს, შენნაირებს კი ვეძებთ ხოლმეო. მან რეპეტიტორს დაურეკა და უთხრა: ჩამოდიო. ამ ადამიანმაც ადმინისტრატორის ნათქვამი გაიმეორა, მერე კი დასძინა: რადგან ტანმოვარჯიშე ხარ, მოდი, ერთი დღე მოვსინჯოთ, რა გამოვა და პასუხს მერე გეტყვიო... სტაჟიორად ამიყვანეს. დაახლოებით 6 თვის შემდეგ, 50 სტაჟიორი გოგონადან 5 ანსამბლში მიგვიღეს. იქ ერთადერთი ვიყავი, ვისაც მანამდე არ უცეკვია, სხვები კი მართლაც, ბავშვობიდან ცეკვავდნენ. ტანვარჯიშმა ყველანაირად განმავითარა: სხეულს კარგად ვფლობ, სმენა განვითარებული მაქვს, ქორეოგრაფია - გავლილი და ამიტომაც იყო, რომ ცეკვა არ გამიჭირდა.

- ანსამბლის ახალ წევრს მოცეკვავეები როგორ შეგხვდნენ?

- ძირითად შემადგენლობაში რომ აღმოვჩნდი, სწორედ იმ პერიოდში მომიხდა პროექტში - "ნიჭიერი" გასვლა. მაშინ თავისთავად, ყველას ყურადღების ცენტრში ვიყავი, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და ზოგიერთები მაკრიტიკებდნენ კიდეც... ანსამბლში მართლა ძალიან ლამაზი გოგონები დამხვდნენ. ძალიან რთულია, იქ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩეოდე, მაგრამ მე გამიმართლა და ბევრი ადამიანი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შურის თვალით მიყურებდა. მინდა, მათ ვუთხრა, რომ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის სტიმულს სწორედ ისინი მაძლევდნენ და დღემდე ასეა. ამ ყველაფრის გამო ხასიათი არ მიფუჭდება, გულთან ახლოს არაფერი მიმაქვს. ყველას უკვირს, - ასე როგორ შეგიძლია? ამდენი ცუდი რაღაცის "დაკიდებას" როგორ ახერხებ? გრძელი ფეხები კი გაქვს, მაგრამ ამდენი სად გეტევაო?! რა ვქნა, ამ ყველაფერს მიჩვეული ვარ: ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ვიყავი. ფაქტობრივად, სცენაზე გავიზარდე და ამ ყველაფერმა ჩემი ნერვებიც რკინის გახადა (იღიმის).

- "ერისიონში" მუშაობის პერიოდზე გვიამბე...

- იმ 2 წლის განმავლობაში გასტროლებიც გვქონდა, კონცერტებიც და ანსამბლის 125 წლის იუბილეც... მოკლედ, ყველაფერში საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული და ჩემს მრავალფეროვან ცხოვრებას ამ სფეროში გამოცდილებაც შეემატა. სპორტთან შედარებით, ცეკვა ძალიან ადვილი მომეჩვენა: დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ვარჯიშს მიჩვეული ვიყავი, ანსამბლში კი ეს ყველაფერი შუადღისას მთავრდებოდა...

- მოცეკვავის კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებ?

- არა მგონია, კონკრეტულად ქართულ ცეკვას მივუბრუნდე. ისე, სცენას არ ვშორდები: ჩვენებებში, კონცერტებში, გადაღებებში ვმონაწილეობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია