პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტაფიზიკოსი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს
მეტაფიზიკოსი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს

მე­ტა­ფი­ზი­კოს­მა მალ­ხაზ გვე­ლუ­კაშ­ვილ­მა ოთხი წელი გა­ა­ტა­რა სი­სას­ტი­კით გან­თქმულ გლ­და­ნის ცი­ხე­ში. ხუთი წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი და ორი მძი­მე მუხ­ლით იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. პა­ტიმ­რო­ბი­დან ახალ წლამ­დე ვა­დამ­დე ადრე პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ამ­ბობს, რომ მას ნორ­მა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ, მაგ­რამ რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა და გა­ი­გო­ნა, საკ­მა­ოდ მძი­მე მო­სას­მე­ნია.

- ექ­ვსი თვე არ არის, რაც ციხე დავ­ტო­ვე. ამ­ნის­ტი­ამ­დე ორი კვი­რით ადრე გა­მო­მიშ­ვეს, "უდო" შე­მე­ხო. არ ვიცი, ეს რო­გორ მოხ­და. სა­ა­ხალ­წლოდ გა­მო­მიშ­ვეს, ერთი წელი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ჰქონ­და, გა­მო­მიშ­ვებ­დნენ თუ არა, რად­გან მე ყველ­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, სა­დაც უნდა ვიყო. ოთხი წელი გა­ვა­ტა­რე ცი­ხე­ში. ორი ძა­ლი­ან მძი­მე მუხ­ლით და­მა­კა­ვეს, ტე­რო­რიზმსა და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში მე­დე­ბო­და ბრა­ლი. იმ­დე­ნი ვე­ღარ გა­ბე­დეს, რომ სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ. წე­სით, 30 წელი და მეტი უნდა მო­ე­ცათ, მაგ­რამ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­მეს და­ამ­ტკი­ცებ­დნენ. მათ ერ­ჩი­ათ, ცი­ხე­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჩემი არ ში­ნე­ბო­დათ.

- რო­მელ ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რეთ ეს ოთხი წელი?

- გლ­დან­ში, და­კე­ტილ სის­ტე­მა­ში. სა­კან­ში რვა პა­ტი­მა­რი ვცხოვ­რობ­დით. ის ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი მუხ­ლე­ბით იყ­ვნენ და­ჭე­რი­ლე­ბი, ზოგ­მა წერა-კი­თხვაც არ იცო­და, თუ არ ჩავ­თვლით გია ლო­მი­ას. ტყუ­ილს ვერ ვი­ტყვი, ჩემ­თვის თითი არ და­უ­კა­რე­ბი­ათ. მე ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის რი­ცხვში გავ­დი­ო­დი და შე­ხე­ბას ვერ ბე­დავ­დნენ, თუმ­ცა ბევ­რი რამ ვნა­ხე, ძა­ლი­ან ცუდი სი­ტუ­ა­ცია იყო, მაგ­რამ დღეს არ ვფიქ­რობ, რომ პერ­სო­ნა­ლი უნდა და­ი­სა­ჯოს. ისი­ნი სამ­კურ­ნა­ლო­ე­ბი არი­ან, შემ­კვე­თებ­მა აქ­ცი­ეს ასე­თე­ბად. რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან და­სას­ჯე­ლე­ბი. გლ­და­ნის ცი­ხეს ხში­რად ადა­რებ­დნენ გუ­ან­ტა­ნა­მოს, მაგ­რამ გუ­ან­ტა­ნა­მო გლ­დან­თან შე­და­რე­ბით სა­ბავ­შვო ბაღი იყო. ისეთ კაც­თან მო­მი­წია ჯდო­მამ, რო­მელ­საც რუ­სე­თის ყვე­ლა ციხე ჰქონ­და მოვ­ლი­ლი და მან თქვა, რომ არც ერთი ციხე ასე­თი სა­ში­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა. იქ სი­სას­ტი­კე უფრო პა­ტიმ­რე­ბი­დან მო­დი­ო­და, გლ­დან­ში კი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ძა­ლა­დობ­დნენ პა­ტიმ­რებ­ზე.

- ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტიმ­რებს დაჯ­დო­მის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ჰქონ­დათ.

- ბოლო ერთი წელი პა­ტი­მარს წა­მო­წო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ზა­ფხულ­ში სა­ერ­თოდ ჯო­ჯო­ხე­თი იყო. რკი­ნა­ზე ვი­წე­ქით, ეს არ იყო სა­წო­ლი. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნი და გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­წოლ­ში გა­მი­ჭირ­და და­წო­ლა. მერე მივ­ხვდი, რა­ტომ იცუცქე­ბი­ან ნა­ციხ­რე­ბი. გა­რეთ არა­სო­დეს ჩავ­ცუც­ქულ­ვარ და ცი­ხე­ში მეც მი­წევ­და, რად­გან ორ­გა­ნიზმს ამ ფორ­მით ვას­ვე­ნებ­დით. იმ­დე­ნად პა­ტა­რა სა­კა­ნი იყო, რომ სი­ა­რულ­საც კი გა­და­ვეჩ­ვიე. ლა­პა­რა­კის გამო შე­იძ­ლე­ბო­და კარ­ცერ­ში ჩა­ეყ­ვა­ნეთ.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. რა­ტომ ვერ გა­თვა­ლეს, რომ ცი­ხის სი­სას­ტი­კე ძა­ლი­ან ცუ­დად მო­უბ­რუნ­დე­ბო­დათ?

- გა­მა­ცა­ნით ერთი ჭკვი­ა­ნი მა­ინც...

- თუნ­დაც გიგა ბო­კე­რია.

- ოჰ, რა ჭკვი­ა­ნია. ჭკვი­ა­ნი კი არა ნა­ძი­რა­ლაა. 2009 წელს და­კა­ვე­ბი­სას პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც დათა ახა­ლა­ი­აც იყო. ვუ­თხა­რი, რომ 2013 წლის ახალ წელს სახ­ლში ვიქ­ნე­ბო­დი. ჭკუ­ას იცით, მე რას ვე­ძა­ხი, როცა ხვდე­ბი, რა არის მი­სა­ღე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­გორ იმოქ­მე­დებს შენ მიერ გა­დაგ­მუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი ხალ­ხზე. ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. ერ­თა­დერ­თი ჭკვი­ა­ნი კაცი იყო ზუ­რაბ ჟვა­ნია, რო­მე­ლიც ისე და­ღუ­პავ­და ქვე­ყა­ნას, ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბო­და.

- დღეს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- ძა­ლი­ან უნდა თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ ამას ვერ შეძ­ლებს. მე იმის მე­ში­ნია, ლინ­ჩის წე­სით არ გა­ა­სა­მარ­თლონ. მას ბევ­რი დამ­ცვე­ლიც მიჰ­ყვე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თავს ვერ გა­და­ირ­ჩენს.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ვინ გა­გო­ნებთ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ებს?

- ვინ არ მა­გო­ნებს, კაცი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე იყ­რის კენ­ჭს, გა­მო­დის და ამ­ბობს, ხალ­ხმა უნდა და­მი­ჯე­როს მე და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ის უნდა გა­ა­კე­თოს, რა­საც ჩვენ ვე­ტყვი­თო. დამ­თავ­რდა, მე ასეთ კაცს ხმას არ მივ­ცემ. მე კი არ უნდა და­გი­ჯე­რო, შენ უნდა და­მარ­წმუ­ნო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მეტაფიზიკოსი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს

მეტაფიზიკოსი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს

მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა ოთხი წელი გაატარა სისასტიკით განთქმულ გლდანის ციხეში. ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი და ორი მძიმე მუხლით იყო გასამართლებული. პატიმრობიდან ახალ წლამდე ვადამდე ადრე პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. ამბობს, რომ მას ნორმალურად ექცეოდნენ, მაგრამ რაც საკუთარი თვალით ნახა და გაიგონა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია.

- ექვსი თვე არ არის, რაც ციხე დავტოვე. ამნისტიამდე ორი კვირით ადრე გამომიშვეს, "უდო" შემეხო. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. საახალწლოდ გამომიშვეს, ერთი წელი მქონდა დარჩენილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, გამომიშვებდნენ თუ არა, რადგან მე ყველგან თავისუფალი ვარ, სადაც უნდა ვიყო. ოთხი წელი გავატარე ციხეში. ორი ძალიან მძიმე მუხლით დამაკავეს, ტერორიზმსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მედებოდა ბრალი. იმდენი ვეღარ გაბედეს, რომ სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ. წესით, 30 წელი და მეტი უნდა მოეცათ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ რამეს დაამტკიცებდნენ. მათ ერჩიათ, ციხეში ვყოფილიყავი და ჩემი არ შინებოდათ.

- რომელ ციხეში გაატარეთ ეს ოთხი წელი?

- გლდანში, დაკეტილ სისტემაში. საკანში რვა პატიმარი ვცხოვრობდით. ის ადამიანები ჩვეულებრივი კრიმინალური მუხლებით იყვნენ დაჭერილები, ზოგმა წერა-კითხვაც არ იცოდა, თუ არ ჩავთვლით გია ლომიას. ტყუილს ვერ ვიტყვი, ჩემთვის თითი არ დაუკარებიათ. მე ალბათ განსაკუთრებული პატიმრების რიცხვში გავდიოდი და შეხებას ვერ ბედავდნენ, თუმცა ბევრი რამ ვნახე, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ დღეს არ ვფიქრობ, რომ პერსონალი უნდა დაისაჯოს. ისინი სამკურნალოები არიან, შემკვეთებმა აქციეს ასეთებად. რეალურად სისტემის შემქმნელები არიან დასასჯელები. გლდანის ციხეს ხშირად ადარებდნენ გუანტანამოს, მაგრამ გუანტანამო გლდანთან შედარებით საბავშვო ბაღი იყო. ისეთ კაცთან მომიწია ჯდომამ, რომელსაც რუსეთის ყველა ციხე ჰქონდა მოვლილი და მან თქვა, რომ არც ერთი ციხე ასეთი საშინელი არ ყოფილა. იქ სისასტიკე უფრო პატიმრებიდან მოდიოდა, გლდანში კი თანამშრომლები ძალადობდნენ პატიმრებზე.

- ამბობენ, რომ პატიმრებს დაჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ.

- ბოლო ერთი წელი პატიმარს წამოწოლის საშუალებას არ აძლევდნენ. ზაფხულში საერთოდ ჯოჯოხეთი იყო. რკინაზე ვიწექით, ეს არ იყო საწოლი. მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და გარეთ რომ გამოვედი, ჩვეულებრივ საწოლში გამიჭირდა დაწოლა. მერე მივხვდი, რატომ იცუცქებიან ნაციხრები. გარეთ არასოდეს ჩავცუცქულვარ და ციხეში მეც მიწევდა, რადგან ორგანიზმს ამ ფორმით ვასვენებდით. იმდენად პატარა საკანი იყო, რომ სიარულსაც კი გადავეჩვიე. ლაპარაკის გამო შეიძლებოდა კარცერში ჩაეყვანეთ.

- ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ბევრი ჭკვიანი ადამიანი იყო. რატომ ვერ გა­თვალეს, რომ ციხის სისასტიკე ძალიან ცუდად მოუბრუნდებოდათ?

- გამაცანით ერთი ჭკვიანი მაინც...

- თუნდაც გიგა ბოკერია.

- ოჰ, რა ჭკვიანია. ჭკვიანი კი არა ნაძირალაა. 2009 წელს დაკავებისას პირველივე ღამეს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შემიყვანეს, სადაც დათა ახალაიაც იყო. ვუთხარი, რომ 2013 წლის ახალ წელს სახლში ვიქნებოდი. ჭკუას იცით, მე რას ვეძახი, როცა ხვდები, რა არის მისაღები საზოგადოებისთვის, როგორ იმოქმედებს შენ მიერ გადაგმული ნებისმიერი ნაბიჯი ხალხზე. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ განადგურებულიყვნენ. ერთადერთი ჭკვიანი კაცი იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც ისე დაღუპავდა ქვეყანას, ვერავინ მიხვდებოდა.

- დღეს რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი?

- ძალიან უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ ამას ვერ შეძლებს. მე იმის მეშინია, ლინჩის წესით არ გაასამართლონ. მას ბევრი დამცველიც მიჰყვება. "ნაციონალური მოძრაობა" თავს ვერ გადაირჩენს.

- ახალი ხელისუფლებიდან ვინ გაგონებთ ძველი ხელისუფლების სახეებს?

- ვინ არ მაგონებს, კაცი, რომელიც პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, გამოდის და ამბობს, ხალხმა უნდა დამიჯეროს მე და "ქართულ ოცნებას" და ის უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ ვეტყვითო. დამთავრდა, მე ასეთ კაცს ხმას არ მივცემ. მე კი არ უნდა დაგიჯერო, შენ უნდა დამარწმუნო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"