პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედის ფოტო 30 წელია, ჯიბით დამაქვს. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია"
"დედის ფოტო 30 წელია, ჯიბით დამაქვს. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია"

თე­მურ შა­ში­აშ­ვილს გული სწყდე­ბა და უკ­ვირს, რო­დე­საც იგებს, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, რა ერ­ქვათ მათ წი­ნაპ­რებს. თა­ვად ზე­პი­რად იცის, სამი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი. ამით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან ამა­ყობს. ამა­ყობს იმით, რომ ქუ­თა­ი­სის მე­რო­ბის დროს ქა­ლა­ქის­თვის ბევ­რი კარ­გი რამ გა­ა­კე­თა.

რა­ტომ და­აქვს დე­დის სუ­რა­თი ჯი­ბით

- ჩემს გვარ­ში არც დე­დის და არც მა­მის მხრი­დან პო­ლი­ტი­კა­ში არა­ვინ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი. არა­ვინ არას­დროს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა. ამას ხაზ­გას­მით იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ პირ­ვე­ლი ვარ, ვინც პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ვერ­თე. ჩვე­ნი ოჯა­ხი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მი­წას­თან. ჩემს წი­ნაპ­რებს ქუ­თა­ის­ში ცხრა კვა­ლი მიწა ჰქონ­დათ.

- ცხრა კვა­ლი მიწა რამ­დე­ნია?

- 2700 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. ჩემი წი­ნაპ­რე­ბი 300 წლის წინ ქუ­თა­ის­ში მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან გა­და­ვიდ­ნენ. სო­ფე­ლი ადრე წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნი იყო, თუმ­ცა ჩვე­ნი გვა­რის ის­ტო­რია კა­ხე­თი­დან იწყე­ბა. კა­ხეთ­ში არის სო­ფე­ლი შა­ში­ა­ნი. სწო­რედ ის იყო ჩემი დიდი წი­ნაპ­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ამ სო­ფელ­ში ბევრთან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ქუ­თა­ის­ში ჩვე­ნი ბი­ოგ­რა­ფია იწყე­ბა გი­ორ­გი­დან და ჯერ­ჯე­რო­ბით გი­ორ­გით მთავ­რდე­ბა. ჩემი ბიჭი არის გი­ორ­გი თე­ი­მუ­რა­ზის ძე, მე ვარ თე­ი­მუ­რაზ გი­ვის ძე, გივი იყო პო­ლი­კარ­პეს ძე, პო­ლი­კარ­პე ან­ტო­ნის ძე, ან­ტო­ნი იყო ვა­სი­ლის ძე, ვა­სი­ლი კი იყო გი­ორ­გის ძე. სწო­რედ იმ გი­ორ­გის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვი ჩემს შვილს სა­ხე­ლი. ყვე­ლა ეს წი­ნა­პა­რი და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის გა­რე­უ­ბან­ში ერთ-ერთ სა­საფ­ლა­ო­ზე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ან­ტო­ნი მგა­ლო­ბე­ლი იყო. ხო­ბის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის ხა­ტის­კა­ცე­ბი ვი­ყა­ვით და დიდ გა­და­სა­ხადსაც ვიხ­დი­დით. წმინ­და გი­ორ­გის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ რომ გა­ვი­გე, გა­დავ­წყვი­ტე, მის­თვის ვა­ჟის და­ბა­დე­ბა მე­თხო­ვა. ორი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავ­და. ახლა ერთი 25 წლი­საა, მე­ო­რე - 23-ის. ბიჭი კი 16 წლი­საა. ახ­მე­ტა­ში წა­ვე­დი თეთ­რი გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში. შევ­თხო­ვე წმინ­და გი­ორ­გის, ბიჭი მინ­დო­და და თუ მარ­თლა შე­მე­ძი­ნე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად გი­ორ­გის და­ვარ­ქმევ­დი და იმ ეკ­ლე­სი­ა­ში მოვ­ნათ­ლავ­დი. ღმერ­თმა ბიჭი მომ­ცა, გი­ორ­გი, რო­მე­ლიც თეთ­რი გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში მოვ­ნათ­ლე.

რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი წი­ნაპ­რე­ბი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას მის­დევ­დნენ. მახ­სოვს, ბა­ბუ­ა­ჩემ ან­ტო­ნის თეთრ ცხენს ბეგ­ლა­რი ერ­ქვა. ჩემ­თვის მი­წა­ზე მუ­შა­ო­ბა უცხო არ იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დით, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი მი­წას­თან იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ჩვენ­თვის მიწა იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

- მი­თხა­რით, რომ დე­დის ფოტო სულ ჯი­ბით და­გაქვთ, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ მი­ი­ღეთ?

- დე­დის ფოტო და­ახ­ლო­ე­ბით 30 წე­ლია, ჯი­ბით და­მაქვს. ამით დე­დას და მა­მას არ ვარ­ჩევ ერ­თმა­ნე­თის­გან. მგო­ნია, რომ დედა ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. დედა, შუ­შა­ნა სალ­და­ძე, სათ­ნო­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი იყო. ბავ­შვო­ბა­ში დედა რომ ად­გე­ბო­და და პირ­ჯვარს იწერ­და, მე­ღი­მე­ბო­და და რამ­დენ­ჯერ­მე სი­ცი­ლიც და­ვი­წყე მის ამ საქ­ცი­ელ­ზე და ახ­ლაც მინ­და, მას ჩემი საქ­ცი­ე­ლის გამო ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო.

- რო­გორც ვიცი, ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე მთე­ლი ოჯა­ხია გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ჩემი უფ­რო­სი ძმა 1946 წელს და­ი­ბა­და, როცა სა­მა­მუ­ლო ომი დამ­თავ­რდა. მა­შინ ყვე­ლას სტა­ლინს არ­ქმევ­დნენ. მამა და დედა ყვე­ლა­ზე მე­ტად იმი­ტომ მიყ­ვარს, ავ­თან­დი­ლი და­არ­ქვეს, მე - თე­მუ­რი, ჩემს დას კი - მა­რი­ნე.

- ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რი ფოტო არ გა­და­გი­ღი­ათ.

- მხო­ლოდ ეს ერთი ფოტო მაქვს თბი­ლის­ში წა­მო­ღე­ბუ­ლი. სუ­რა­თი ჩემს ბი­ძაშ­ვილ­სა და დას­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. ბი­ძაშ­ვილს ღუ­ტუ­შას ვე­ძახ­დით, ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი კი ივა­ნე ჰქვია. დე­დის მხი­დან ბა­ბუ­ა­ჩემს ივა­ნე ერ­ქვა და ბავ­შვს მისი სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი კაცი იყო. ორი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენ ერთ ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დით. სა­ბავ­შვო ბაღ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თია.

- ბავ­შვო­ბა რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ. თქვით, რომ პო­ლი­ტი­კო­სი თქვენ გარ­შე­მო არა­ვინ ყო­ფი­ლა.

თა­ვი­დან­ვე გქონ­დათ პირ­ვე­ლო­ბის ამ­ბი­ცია?

- გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, არც ვმა­ლავ, მინ­დო­და, ყვე­ლა­ზე კარ­გად მეს­წავ­ლა. ოჯახ­შიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ გა­ნათ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ფეხ­ბურთს რომ ვთა­მა­შობ­დი, პირ­ვე­ლო­ბა მინ­დო­და, ჭი­და­ო­ბა­შიც პირ­ვე­ლო­ბა მინ­დო­და. როცა მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი, ვთქვი, ეს ჩემი საქ­მე არაა-მეთ­ქი და გა­მო­ვე­დი. კა­ლათ­ბურთს კარ­გად ვთა­მა­შობ­დი. ჩოგ­ბურთში ქუ­თა­ი­სის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. მა­თე­მა­ტი­კას კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", ფაქ­ტობ­რი­ვად, ზე­პი­რად ვი­ცო­დი. მა­თე­მა­ტი­კა­ში არ მახ­სოვს ტური, რომ არ გა­მე­მარ­ჯვა. ერთხელ მოს­კოვ­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­კავ­ში­რო ტურ­ში. ვერ გა­ვი­მარ­ჯვე, მაგ­რამ ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ სამ­ნი ვი­ყა­ვით. ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ძლი­ერ­ზე გა­კეთ­დე­ბა ორი­ენ­ტა­ცია და ძლი­ე­რი და­ფას­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სუს­ტებ­სა და ქა­მე­ლე­ო­ნებს არ მო­ის­ვა­მენ გვერ­დით. წარ­ჩი­ნე­ბით ვსწავ­ლობ­დი. არც ვი­ცო­დი, ოთხი­ა­ნი რა ნი­შა­ნი იყო. სა­ბო­ლო­ოდ ერ­თა­დერ­თი ოთხი ქარ­თულ წე­რა­ში გა­მომ­ყვა. კა­ლიგ­რა­ფია მქონ­და ცუდი. ოქ­როს მე­და­ლი მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ წელს გა­უქ­მდა, მე რომ და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა დიპ­ლო­მი ფრი­ა­დებ­ზე ავი­ღე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"დედის ფოტო 30 წელია, ჯიბით დამაქვს. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია"

"დედის ფოტო 30 წელია, ჯიბით დამაქვს. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია"

თემურ შაშიაშვილს გული სწყდება და უკვირს, როდესაც იგებს, რომ ადამიანებმა არ იციან, რა ერქვათ მათ წინაპრებს. თავად ზეპირად იცის, სამი საუკუნის განმავლობაში თავისი წინაპრების სახელები. ამით, რასაკვირველია, ძალიან ამაყობს. ამაყობს იმით, რომ ქუთაისის მერობის დროს ქალაქისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა.

რატომ დააქვს დედის სურათი ჯიბით

- ჩემს გვარში არც დედის და არც მამის მხრიდან პოლიტიკაში არავინ ყოფილა ჩართული. არავინ არასდროს თანამდებობაზე არ ყოფილა. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ პირველი ვარ, ვინც პოლიტიკაში ჩავერთე. ჩვენი ოჯახი დაკავშირებული იყო მიწასთან. ჩემს წინაპრებს ქუთაისში ცხრა კვალი მიწა ჰქონდათ.

- ცხრა კვალი მიწა რამდენია?

- 2700 კვადრატული მეტრია. ჩემი წინაპრები 300 წლის წინ ქუთაისში მეზობელი სოფლიდან გადავიდნენ. სოფელი ადრე წყალტუბოს რაიონი იყო, თუმცა ჩვენი გვარის ისტორია კახეთიდან იწყება. კახეთში არის სოფელი შაშიანი. სწორედ ის იყო ჩემი დიდი წინაპრების ადგილსამყოფელი. ამ სოფელში ბევრთან მაქვს ურთიერთობა. ქუთაისში ჩვენი ბიოგრაფია იწყება გიორგიდან და ჯერჯერობით გიორგით მთავრდება. ჩემი ბიჭი არის გიორგი თეიმურაზის ძე, მე ვარ თეიმურაზ გივის ძე, გივი იყო პოლიკარპეს ძე, პოლიკარპე ანტონის ძე, ანტონი იყო ვასილის ძე, ვასილი კი იყო გიორგის ძე. სწორედ იმ გიორგის პატივსაცემად დავარქვი ჩემს შვილს სახელი. ყველა ეს წინაპარი დასაფლავებულია ქუთაისის გარეუბანში ერთ-ერთ სასაფლაოზე. ბაბუაჩემი ანტონი მგალობელი იყო. ხობის წმინდა გიორგის ეკლესიის ხატისკაცები ვიყავით და დიდ გადასახადსაც ვიხდიდით. წმინდა გიორგის შესახებ ბევრი რამ რომ გავიგე, გადავწყვიტე, მისთვის ვაჟის დაბადება მეთხოვა. ორი ქალიშვილი მყავდა. ახლა ერთი 25 წლისაა, მეორე - 23-ის. ბიჭი კი 16 წლისაა. ახმეტაში წავედი თეთრი გიორგის ეკლესიაში. შევთხოვე წმინდა გიორგის, ბიჭი მინდოდა და თუ მართლა შემეძინებოდა, აუცილებლად გიორგის დავარქმევდი და იმ ეკლესიაში მოვნათლავდი. ღმერთმა ბიჭი მომცა, გიორგი, რომელიც თეთრი გიორგის ეკლესიაში მოვნათლე.

როგორც გითხარით, ჩემი წინაპრები მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მახსოვს, ბაბუაჩემ ანტონის თეთრ ცხენს ბეგლარი ერქვა. ჩემთვის მიწაზე მუშაობა უცხო არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ვცხოვრობდით, ჩვენი წინაპრები მიწასთან იყვნენ დაკავშირებული და ჩვენთვის მიწა იყო განსაკუთრებული.

- მითხარით, რომ დედის ფოტო სულ ჯიბით დაგაქვთ, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- დედის ფოტო დაახლოებით 30 წელია, ჯიბით დამაქვს. ამით დედას და მამას არ ვარჩევ ერთმანეთისგან. მგონია, რომ დედა ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულია. დედა, შუშანა სალდაძე, სათნოებით გამორჩეული ქალი იყო. ბავშვობაში დედა რომ ადგებოდა და პირჯვარს იწერდა, მეღიმებოდა და რამდენჯერმე სიცილიც დავიწყე მის ამ საქციელზე და ახლაც მინდა, მას ჩემი საქციელის გამო ბოდიში მოვუხადო.

- როგორც ვიცი, ორი დედმამიშვილი გყავთ. მომდევნო ფოტოზე მთელი ოჯახია გადაღებული.

- ჩემი უფროსი ძმა 1946 წელს დაიბადა, როცა სამამულო ომი დამთავრდა. მაშინ ყველას სტალინს არქმევდნენ. მამა და დედა ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარს, ავთანდილი დაარქვეს, მე - თემური, ჩემს დას კი - მარინე.

- ბავშვობაში ბევრი ფოტო არ გადაგიღიათ.

- მხოლოდ ეს ერთი ფოტო მაქვს თბილისში წამოღებული. სურათი ჩემს ბიძაშვილსა და დასთან ერთად მაქვს გადაღებული. ბიძაშვილს ღუტუშას ვეძახდით, ნამდვილი სახელი კი ივანე ჰქვია. დედის მხიდან ბაბუაჩემს ივანე ერქვა და ბავშვს მისი სახელი დაარქვეს. უკეთილშობილესი კაცი იყო. ორი წლის წინ გარდაიცვალა. ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. საბავშვო ბაღში გადაღებული სურათია.

- ბავშვობა რო­გორ გახსენდებათ. თქვით, რომ პოლიტიკოსი თქვენ გარშემო არავინ ყოფილა.

თავიდანვე გქონდათ პირველობის ამბიცია?

- გულწრფელად გეტყვით, არც ვმალავ, მინდოდა, ყველაზე კარგად მესწავლა. ოჯახშიც მეუბნებოდნენ, რომ განათლება აუცილებელი იყო. ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, პირველობა მინდოდა, ჭიდაობაშიც პირველობა მინდოდა. როცა მესამე ადგილზე გავედი, ვთქვი, ეს ჩემი საქმე არაა-მეთქი და გამოვედი. კალათბურთს კარგად ვთამაშობდი. ჩოგბურთში ქუთაისის ჩემპიონი გავხდი. მათემატიკას კარგად ვსწავლობდი. იყო პერიოდი, როდესაც "ვეფხისტყაოსანი", ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდი. მათემატიკაში არ მახსოვს ტური, რომ არ გამემარჯვა. ერთხელ მოსკოვშიც მივიღე მონაწილეობა საკავშირო ტურში. ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მონაწილეობის მიღებას. საქართველოდან მხოლოდ სამნი ვიყავით. ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ ძლიერზე გაკეთდება ორიენტაცია და ძლიერი დაფასდება, ხელისუფლების წარმომადგენლები სუსტებსა და ქამელეონებს არ მოისვამენ გვერდით. წარჩინებით ვსწავლობდი. არც ვიცოდი, ოთხიანი რა ნიშანი იყო. საბოლოოდ ერთადერთი ოთხი ქართულ წერაში გამომყვა. კალიგრაფია მქონდა ცუდი. ოქროს მედალი მაინცდამაინც იმ წელს გაუქმდა, მე რომ დავამთავრე სკოლა. მოგვიანებით ყველა დიპლომი ფრიადებზე ავიღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია