მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარიელ ფოცხვერია - ქართველი პოლიციელების მიერ მოტაცებული "კანონიერი ქურდი"
ტარიელ ფოცხვერია - ქართველი პოლიციელების მიერ მოტაცებული "კანონიერი ქურდი"

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2 კვი­რა­ში ისევ უკან შე­აბ­რუ­ნეს. "წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის" ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ის არის ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და ქურ­დულ სამ­ყა­როს აღი­ა­რებს. იგი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სა­სარ­გებ­ლოდ აწყობ­და ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს, იღებ­და ე.წ. ქურ­დულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სხვა წევ­რებს და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ პი­რებს. დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ამ სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მარ­თვა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. კავ­ში­რი ჰქონ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მა­ღალ იერ­არ­ქი­ულ სა­ფე­ხურ­ზე მყოფ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ სხვა პი­რებ­თან", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მის და­კა­ვე­ბას ად­ვო­კა­ტე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია მხო­ლოდ იმი­ტომ და­ი­სა­ჯა, რომ ვერ შე­ას­რუ­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­თხოვ­ნა და სა­ქარ­თვე­ლო დრო­ზე არ და­ტო­ვა.

ფო­ცხვე­რი­ას და­კა­ვე­ბა ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მოხ­და, სა­დაც ის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მკურ­ნა­ლობ­და.

თინა ნა­კა­ში­ძე, ად­ვო­კა­ტი:

- ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია 3 ივ­ნისს გა­თა­ვი­სუფ­ლდა ცი­ხი­დან და ბრა­ლი ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის" 16 ივ­ნისს წა­უ­ყე­ნეს, - თით­ქოს მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შექ­მნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი და ახ­დენ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტიმ­რებ­თან, რაც აბ­სურ­დია. ადა­მი­ა­ნი ვერ ლა­პა­რა­კობს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ხმა და­კარ­გუ­ლი აქვს და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს რო­გორ შეძ­ლებ­და?! წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. ის "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის" და ცი­ხის ბუნ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის ბრალ­დე­ბით იყო გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი და 13 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. 2006 წელს და­ა­კა­ვეს. ცნო­ბი­ლია, რომ ბუნ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა უშუ­ა­ლოდ მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბაჩო ახა­ლა­ის მიერ იყო და­გეგ­მი­ლი. იმ და­ნა­შა­უ­ლის დროს ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე­ში იყო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი. ბუნ­ტის შემ­დეგ, როცა პა­ტიმ­რე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ და და­შავ­დნენ, ცი­ხი­დან და­რე­კეს მის ნო­მერ­ზე და აც­ნო­ბეს მომ­ხდა­რი. - მოგ­ვიკ­ლეს პა­ტიმ­რე­ბი, ჩაგ­ვხო­ცე­სო. იმ ჩა­ნა­წერ­ში ვი­ღაც ამ­ბობს, - არა­ნა­ი­რი თავ­დას­ხმა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე, მის­კე­ბი აბ­რა­ხუ­ნეთ, ატე­ხეთ ხმა­უ­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს ხმა მი­აწ­ვდი­ნეთ, თავი რომ გა­და­ირ­ჩი­ნო­თო. ფო­ცხვე­რი­ამ მა­შინ პრო­ცეს­ზეც გან­მარ­ტა, რომ ეს მისი ხმა არ იყო. ის უკ­რა­ი­ნა­ში და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკ­რა­ი­ნის ძა­ლო­ვა­ნებს ექ­სტრა­დი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია ვერ წა­რუდ­გი­ნა. 40 დღე იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ი­ტა­ცეს ფო­ცხვე­რია.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- კაცი სა­სა­მარ­თლო­ში უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, სა­დაც ად­ვო­კა­ტი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გზა­ში მან­ქა­ნამ გა­და­უხ­ვია და ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლი აე­რო­პორ­ტში აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტში კი ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და სა­კან­ში შე­აგ­დეს. მას შემ­დეგ ის მეშ­ვი­დე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში იხ­დი­და სას­ჯელს, სწო­რედ იქ შე­ერ­ყა ჯან­მრთე­ლო­ბა და დღეს სიმ­სივ­ნის მე­ო­თხე სტა­დია აქვს. სას­წრა­ფოდ გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია, ამო­უ­ღეს ხორ­ხი, საყ­ლა­პა­ვი მილი ხმის იო­გებ­თან ერ­თად და მი­ლით იკ­ვე­ბე­ბო­და. მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია და ჭრი­ლო­ბის მო­შუ­შე­ბამ­დე ცი­ხის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ ჭრი­ლო­ბას სა­თა­ნა­დოდ ვერ მო­უ­ა­რეს, და­უ­ჩირ­ქდა და ლპო­ბა­ში წა­ვი­და. ამის გამო ხელ­მე­ო­რედ მოხ­ვდა მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და მე­ო­რე ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. 2 კვი­რა იყო იქ და მერე ისევ და­აბ­რუ­ნეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. 6 თვის შემ­დეგ კი ისევ მეშ­ვი­დე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და. ადა­მი­ა­ნი ვერ სუნ­თქავ­და, მზე სჭირ­დე­ბო­და და ისევ სა­კან­ში შე­აგ­დეს. სა­ბო­ლო­ოდ, 2013 წლის 2 აპ­რილს ისევ ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და და ისევ და­აბ­რუ­ნეს ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- ფო­ცხვე­რია ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა?

- ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი რომ გა­მო­ვი­და, ამ მუხ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ვცა­დეთ. მის გა­ნა­ჩენ­ში ეწე­რა, რომ თით­ქოს მრა­ვალ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და სა­მი­ნის­ტროც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რაც არას­წო­რია. როცა ეს კაცი და­ა­კა­ვეს, ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნედ არ ით­ვლე­ბო­და, რად­გან 1993 წლის შემ­დეგ ის ნა­სა­მარ­თლე­ვი არ ყო­ფი­ლა და ძვე­ლი ნა­სა­მარ­თლო­ბა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი აქვს. ჩვენ ეს და­ვა­დას­ტუ­რეთ სა­სა­მარ­თლო­ზე და წა­ყე­ნე­ბუ­ლი მუხ­ლი მო­ეხ­სნა. სა­ბო­ლო­ოდ, ნა­წი­ლობ­რი­ვი შთან­თქმის პრინ­ცი­პი იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რად­გან უკვე 7 წელი ჰქონ­და მოხ­დი­ლი.

- ბოლო დროს ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას სთხო­ვენ და ყვე­ლა მათ­გან­მა და­ტო­ვა აქა­უ­რო­ბა. ეს მა­საც მოს­თხო­ვეს?

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს მას­თან ერ­თად იყო ად­ვო­კა­ტი გოჩა გა­გო­ში­ძე, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ცი­ხე­ში სამ­მა პი­როვ­ნე­ბამ გა­იხ­მო იგი. ში­ნა­გან საქ­მე­თა ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-2 მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით გე­ლა­ძე და კი­დევ ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ესა­უბ­რა მას და მოს­თხო­ვეს ქვეყ­ნი­დან გას­ვლა. გე­ლა­ძემ თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც კი და­უ­წე­რა. სხვა­თა შო­რის, ეს ის გე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის გამო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა და 15.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვა სა­სა­მარ­თლომ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა უთხრეს, - სამი დღე გეძ­ლე­ვა, რათა ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდე და მერე და­ტო­ვო სა­ქარ­თვე­ლოო. ტა­რი­ელ­მა აუხ­სნა, რომ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და. ნა­ხეს თა­ვი­ან­თი თვა­ლით, რომ ავად იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბა ერთი თვით გა­უ­ხან­გრძლი­ვეს, თუმ­ცა ერთ სა­ათ­ში მას ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ აც­ნო­ბა, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვადა 2 კვი­რამ­დე შე­უმ­ცი­რა. უცხო­ეთ­ში წას­ვლა­საც აპი­რებ­და, მაგ­რამ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბის გამო მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბამ­დე დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. თან უთხრეს, - თუ არ წახ­ვალ, ახალ და­ნა­შა­ულს წა­გი­ყე­ნებთ, ბრა­ლი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქ­ვსო. ტა­რი­ელ­მა უპა­სუ­ხა, - თუ და­ნა­შა­უ­ლი მაქვს ჩა­დე­ნი­ლი, ახ­ლა­ვე მი­თხა­რით, არ დავ­ტო­ვებ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ბრა­ლი წა­მი­ყე­ნე­თო. თურ­ქეთ­ში მი­დი­ო­და სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ არ აცა­ლეს და შე­თი­თხნი­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. აბ­სურ­დია, რა­საც ედა­ვე­ბი­ან. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბა რომ წარ­ვუდ­გი­ნე ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს ფრუ­ი­ძეს, მი­თხრა, მას აქ გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს და რომ მიბ­რძა­ნონ მისი და­კა­ვე­ბა, უნდა შე­ვას­რუ­ლოო. ვერ გა­ვი­გე, რა­ტომ უნდა და­ა­კა­ვო ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე? ექიმ­თან რომ მი­დი­ო­და, პო­ლი­ცია დაჰ­ყვე­ბო­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წუ­თი­დან სულ პო­ლი­ცი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იყო. სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან 24 სა­ა­თი იდგა 5 ეკი­პა­ჟი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი დაჰ­ყვე­ბოდ­ნენ ყველ­გან, სა­დაც მი­დი­ო­და. კლი­ნი­კე­ბის ვი­დე­ოთ­ვალ­ზე ეს აღ­ბეჭ­დი­ლი იქ­ნე­ბა და და­ვურ­თავთ საქ­მეს. არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი აი­ძუ­ლო, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს და არ დაბ­რუნ­დეს. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც ჩა­მო­არ­თვან, სად­მე თავ­შე­სა­ფარს მა­ინც მო­ი­თხო­ვენ.

- და­კა­ვე­ბა რო­გორ მოხ­და?

- 40-მდე პო­ლი­ცი­ე­ლი შე­ვი­და მის პა­ლა­ტა­ში ტე­ლე­კა­მე­რე­ბის თან­ხლე­ბით და ისე­თი­ვე შოუ მო­ა­წყვეს, რო­გორ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს აწყობ­დნენ. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი იწვა და წვე­თო­ვა­ნი ედგა. იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და, სის­ხლმა ამოჩ­ქე­ფა და სას­წა­უ­ლით გა­და­არ­ჩი­ნეს ექი­მებ­მა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მწო­ლი­ა­რეს შე­უ­ფარ­და მო­სა­მარ­თლემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა და ეს დღე­ე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ იყო. სპეც­რაზ­მე­ლე­ბიც კი იცავ­დნენ. სა­სა­ცი­ლოა, რო­გორც ძებ­ნილს, ისე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. კაცი ცი­ხი­დან თვი­თონ გა­მო­უშ­ვეს, მას მერე სულ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და ძებ­ნი­ლის სტა­ტუ­სი რო­დის მი­ა­ნი­ჭეს, ვერ გა­ვი­გე. აპი­რებ­დნენ ცი­ხე­ში მის გა­დაყ­ვა­ნას, მაგ­რამ ექიმ­მა პრინ­ცი­პუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, გმი­რუ­ლად მო­იქ­ცა და მოს­თხო­ვა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვის თავ­ზე აე­ღოთ და ეს წე­რი­ლო­ბით და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ. ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ შე­ი­კა­ვეს თავი, მაგ­რამ 21 ივ­ნისს მა­ინც გა­და­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს არც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. აბ­სურ­დუ­ლია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ ცი­ხე­ში მყო­ფი ფო­ცხვე­რია ახ­დენ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და მარ­თავ­და ცი­ხეს. ის ვერ მე­ტყვე­ლებ­და. მო­სა­მარ­თლემ თა­ვად ნახა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მაგ­რამ პა­ტიმ­რო­ბა მა­ინც შე­უ­ფარ­და. ფო­ცხვე­რია მხო­ლოდ იმას შე­ე­წი­რა, რომ დრო­უ­ლად არ და­ტო­ვა ქვე­ყა­ნა. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ძვე­ლი მე­თო­დე­ბით მოქ­მე­დებს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ირი­ნა ასა­თი­ა­ნი, ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას მე­უღ­ლე:

- 2009 წელს ჩემი მე­უღ­ლე ცი­ხე­ში ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და და ოთხი თვე არც გაგ­ვა­გე­ბი­ნეს. კვე­ბა რომ ვერ შეძ­ლო და წყალ­საც რომ ვერ იღებ­და, ამის შემ­დეგ შე­ვი­ტყვეთ. ვი­თხოვ­დი ექი­მის შეყ­ვა­ნის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ უარს ვი­ღებ­დი. ბო­ლოს ქი­რურ­გი შე­ვიყ­ვა­ნეთ და მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნა. მეშ­ვი­დე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ გვქონ­და ოჯა­ხის წევ­რებს მისი ნახ­ვის უფ­ლე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი არ აღ­მოჩ­ნდა, ექი­მის ხე­ლახ­ლა შეყ­ვა­ნა­ზე კი უარი მი­ვი­ღე. თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე და იქვე ავ­ტირ­დი. ად­გი­ლი­დან ვე­ღარ ვიძ­ვრო­დი... 10 წუთ­ში შე­ნო­ბი­დან ბად­რა­გი გა­მო­ვი­და და მი­თხრა, 15-20 წუთ­ში თუ ექი­მი მოვა, შე­ვუშ­ვებ­თო. ექიმ­თან მის­ვლას ვერ ვას­წრებ­დი, მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ნა­თე­სა­ვი ცხოვ­რობს და მან მო­ა­ხერ­ხა ოპე­რა­ტი­უ­ლად ექი­მის მოყ­ვა­ნა. ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის მე­სა­მე-მე­ო­თხე სტა­დია და­უდ­გინ­და. სხი­ვურ თე­რა­პი­ას უტა­რებ­დნენ, მაგ­რამ სა­ო­პე­რა­ციო გახ­და. ამის შემ­დეგ სამი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ისევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვაწ­ვი­ნეთ, რად­გან ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. გა­მოს­ვლის დღი­დან, სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი გვერ­დი­დან არ მოგ­ვშო­რე­ბი­ან. ღა­მი­თაც კი რჩე­ბო­და 5-6 კაცი მუდ­მი­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ბო­ლოს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

- რა რე­აქ­ცია ჰქონ­და თქვენს მე­უღ­ლეს?

- გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა და თქვა, მუ­ქა­რა აას­რუ­ლე­სო. ტა­რი­ელს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოს­თხო­ვეს, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად არ შე­ეძ­ლო, ისე ცუ­დად იყო. მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ი­დან 2 კვი­რა იყო გა­სუ­ლი, ცი­ხი­დან რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ახალ ად­გი­ლას გაჩ­ნდა სიმ­სივ­ნე, ამას და­ე­მა­ტა ნევ­რალ­გია და გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ასე ვერ­სად წა­ვიყ­ვან­დი. ადა­მი­ა­ნი საჭ­მელს ვერ ჭამ­და, დაბ­ლენ­დერე­ბუ­ლი ფა­ფის გა­დაყ­ლაპ­ვა­საც ვერ ახერ­ხებ­და. მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თვე­ში ერთხელ მქონ­და მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე­სა­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ძა­ლი­ან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო. სიმ­სივ­ნის რო­მე­ლი სტა­დია ჰქონ­და, 5 თვის წინ გა­ი­გო და მო­რა­ლუ­რა­დაც მო­ტყდა. სულ ამ­ბობს, - რაც ხდე­ბა, უფ­ლის ნე­ბა­აო. შვი­დი წე­ლი­წა­დი გა­რეთ არ ყო­ფი­ლა, უნ­დო­და შვი­ლებ­თან, ოჯახ­თან ყოფ­ნა, მაგ­რამ რომ ეც­ლი­ათ, მე და ჩემი მე­უღ­ლე მა­ინც დავ­ტო­ვებ­დით სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გან ასე ითხოვ­დნენ. ის ჩემ გა­რე­შე ვერ­სად წავა, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით მო­სავ­ლე­ლია. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მისი ბა­ნა­ო­ბაც კი სა­რის­კოა. ჭრი­ლო­ბა ღია აქვს, თვი­თო­ნაც შე­ის­წავ­ლა თა­ვი­სი და­ა­ვა­დე­ბა და მი­თხრა, - ჩაის კოვ­ზის მე­ო­თხე­დი წყა­ლიც რომ ჩა­მი­ვი­დეს ნა­ო­პე­რა­ცი­ებ ად­გი­ლას, და­ვიხ­რჩო­ბი და მოვ­კვდე­ბიო. ამას ემა­ტე­ბა სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მას ცი­რო­ზიც აქვს. ორი კვი­რის წინ რა­ტომ გა­მო­უშ­ვეს, თუ ძებ­ნი­ლი იყო? სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჩემ­მა ოჯახ­მა იმ­ხე­ლა რეპ­რე­სია გა­ი­ა­რა, სი­ტყვე­ბით ამის გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ორი ბიჭი მყავს და სულ ში­შის ქვეშ ვი­ყა­ვით. მარ­ტო ჩვენ კი არა, ჩვენს ახ­ლობ­ლებ­საც შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. ბა­კუ­რი­ან­ში მცხოვ­რებ ჩვენს ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლებ­თა­ნაც ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა გვა­კავ­ში­რებს, სახ­ლი ჩა­მო­არ­თვეს და თქვეს, თით­ქოს ეს სახ­ლი ჩემი მე­უღ­ლის იყო. არა­და, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სახ­ლი არ გვქონ­და, ოჯახ­თან ერ­თად მივ­დი­ო­დი უცხო­ეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ. ქუ­თა­ის­ში, ნა­თე­სა­ვის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. სწო­რედ ამ დროს და­ა­კა­ვეს ჩემი ქმა­რი და შე­უ­თი­თხნეს ბრა­ლი. მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­მა მი­ყი­და, მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის დროს, წა­მარ­თვეს. ეს წლე­ბი სულ სტრეს­ში გა­ვა­ტა­რე. ჩემი შვი­ლი ხში­რად დაჰ­ყავ­დათ ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში შე­მოწ­მე­ბა­ზე. ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, მე­ში­ნო­და, მის­თვის წა­მა­ლი არ ჩა­ე­დოთ. უმ­ცრო­სი 14 წლის ხდე­ბა, უფ­რო­სი 23 წლი­საა. ჩემი ძმა ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო და ისიც და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ მერე გა­მო­უშ­ვეს.

- თქვენ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი მე­უღ­ლე ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუსს ემსხვერ­პლა?

- ნამ­დვი­ლად, მაგ­რამ ცნე­ბა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­ი­გო­ნა. არ ვიცი, ის რა­ტომ დევ­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტულ ადა­მი­ა­ნებს.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე თავს "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" მი­იჩ­ნევს?

- ჩემი მე­უღ­ლე თავს მარ­თალ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი იყო დე­დის­თვის, კარ­გი მე­უღ­ლე და კარ­გი მამა. 5 წლის იყო, მამა რომ და­ე­ღუ­პა და დე­დამ ობ­ლად გა­ზარ­და. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი კლა­სი­კურ ჭი­და­ო­ბა­ში. 27 წლის იყო, ცო­ლად რომ გავ­ყე­ვი და სახ­ლის კედ­ლე­ბი მისი სი­გე­ლე­ბი­თა და მედ­ლე­ბით იყო გა­და­ჭე­დი­ლი. გა­ზე­თე­ბი - მას­ზე სტა­ტი­ე­ბით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად 15 წლის ასაკ­ში, ქურ­დო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. სხვამ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ ცი­ხე­ში ეს მოხ­ვდა, ცოტა ხანს იჯდა. ამან მის სპორ­ტულ კა­რი­ე­რას ხელი შე­უ­შა­ლა და იმ და­კა­ვე­ბამ შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა.

- შემ­დეგ რა ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს?

- ორი კვი­რის შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ბრა­ლი რომ წა­უ­ყე­ნეს. ეს ფაქ­ტი ჩვენს და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე 5 თვით ადრე მოხ­და. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ქუ­ჩა­ში მო­დი­ოდ­ნენ და ხმა­უ­რი ატე­ხეს. ეს და­ნა­შა­უ­ლად ჩა­უთ­ვა­ლეს და ამის გამო მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში - ერთი წელი მი­უ­სა­ჯეს. ამის მერე 18 წე­ლი­წა­დი ისე გა­ვი­და, ერთხე­ლაც არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ბო­ლოს ბრა­ლი შე­უ­თი­თხნეს და ცი­ხის ბუნ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის" და­ა­კა­ვეს. წლე­ბი იხ­დი­და სას­ჯელს. ახ­ლა­ხან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ვე­ლო­დე­ბო­დი წინა მთავ­რო­ბის შეც­ვლას და ჯერ­ჯე­რო­ბით იმედს არ ვკარ­გავ. მაქვს იმე­დი, რომ სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი ან ვი­ღა­ცამ თა­ვის გა­მო­სა­ჩე­ნად გა­ა­კე­თა და და­ა­კა­ვა. და­ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბას და ალ­ბათ ჩვე­ნი სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ტარიელ ფოცხვერია - ქართველი პოლიციელების მიერ მოტაცებული "კანონიერი ქურდი"

ტარიელ ფოცხვერია - ქართველი პოლიციელების მიერ მოტაცებული "კანონიერი ქურდი"

ციხიდან გათავისუფლებული ტარიელ ფოცხვერია სამართალდამცავებმა 2 კვირაში ისევ უკან შეაბრუნეს. "წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1959 წელს დაბადებული ტარიელ ფოცხვერია "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის არის ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქურდულ სამყაროს აღიარებს. იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე.წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან", - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მის დაკავებას ადვოკატები აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ტარიელ ფოცხვერია მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ვერ შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოთხოვნა და საქართველო დროზე არ დატოვა.

ფოცხვერიას დაკავება ერთ-ერთ კლინიკაში მოხდა, სადაც ის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მკურნალობდა.

თინა ნაკაშიძე, ადვოკატი:

- ტარიელ ფოცხვერია 3 ივნისს გათავისუფლდა ციხიდან და ბრალი ე.წ. "კანონიერი ქურდობისთვის" 16 ივნისს წაუყენეს, - თითქოს მე-18 დაწესებულებაში შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი და ახდენდა სატელეფონო საუბრებს სხვა დაწესებულებების პატიმრებთან, რაც აბსურდია. ადამიანი ვერ ლაპარაკობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხმა დაკარგული აქვს და სატელეფონო საუბარს როგორ შეძლებდა?! წინა ხელისუფლების პირობებში მისი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შევძელით. ის "კანონიერი ქურდობისთვის" და ციხის ბუნტის ორგანიზების ბრალდებით იყო გასამართლებული და 13 წელი ჰქონდა მისჯილი. 2006 წელს დააკავეს. ცნობილია, რომ ბუნტის ორგანიზება უშუალოდ მაშინდელი ხელმძღვანელის, ბაჩო ახალაის მიერ იყო დაგეგმილი. იმ დანაშაულის დროს ტარიელ ფოცხვერია საქართველოში არ იმყოფებოდა. საქმეში იყო სატელეფონო საუბრები. ბუნტის შემდეგ, როცა პატიმრები გარდაიცვალნენ და დაშავდნენ, ციხიდან დარეკეს მის ნომერზე და აცნობეს მომხდარი. - მოგვიკლეს პატიმრები, ჩაგვხოცესო. იმ ჩანაწერში ვიღაც ამბობს, - არანაირი თავდასხმა ადმინისტრაციაზე, მისკები აბრახუნეთ, ატეხეთ ხმაური, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოთ, არასამთავრობოებს ხმა მიაწვდინეთ, თავი რომ გადაირჩინოთო. ფოცხვერიამ მაშინ პროცესზეც განმარტა, რომ ეს მისი ხმა არ იყო. ის უკრაინაში დააკავეს, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ უკრაინის ძალოვანებს ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა. 40 დღე იყო პატიმრობაში. გათავისუფლების დღეს ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის სამართალდამცავების დახმარებით მოიტაცეს ფოცხვერია.

- რას გულისხმობთ?

- კაცი სასამართლოში უნდა წაეყვანათ, სადაც ადვოკატი და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გზაში მანქანამ გადაუხვია და ბატონი ტარიელი აეროპორტში აღმოჩნდა. საქართველოს აეროპორტში კი ხელბორკილები დაადეს და საკანში შეაგდეს. მას შემდეგ ის მეშვიდე დაწესებულებაში გაუსაძლის პირობებში იხდიდა სასჯელს, სწორედ იქ შეერყა ჯანმრთელობა და დღეს სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია, ამოუღეს ხორხი, საყლაპავი მილი ხმის იოგებთან ერთად და მილით იკვებებოდა. მარდალეიშვილის კლინიკაში გაუკეთდა ოპერაცია და ჭრილობის მოშუშებამდე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იქ ჭრილობას სათანადოდ ვერ მოუარეს, დაუჩირქდა და ლპობაში წავიდა. ამის გამო ხელმეორედ მოხვდა მარდალეიშვილის კლინიკაში და მეორე ოპერაცია დასჭირდა. 2 კვირა იყო იქ და მერე ისევ დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში. 6 თვის შემდეგ კი ისევ მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეს კატეგორიულად არ შეიძლებოდა. ადამიანი ვერ სუნთქავდა, მზე სჭირდებოდა და ისევ საკანში შეაგდეს. საბოლოოდ, 2013 წლის 2 აპრილს ისევ ოპერაცია გაუკეთდა და ისევ დააბრუნეს ციხის საავადმყოფოში.

- ფოცხვერია ამნისტიით გათავისუფლდა?

- ამნისტიის შესახებ კანონი რომ გამოვიდა, ამ მუხლის გამოყენება ვცადეთ. მის განაჩენში ეწერა, რომ თითქოს მრავალჯერ იყო ნასამართლევი და სამინისტროც ამ ინფორმაციას ავრცელებს, რაც არასწორია. როცა ეს კაცი დააკავეს, ნასამართლობის მქონედ არ ითვლებოდა, რადგან 1993 წლის შემდეგ ის ნასამართლევი არ ყოფილა და ძველი ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ჩვენ ეს დავადასტურეთ სასამართლოზე და წაყენებული მუხლი მოეხსნა. საბოლოოდ, ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპი იქნა გამოყენებული და სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან უკვე 7 წელი ჰქონდა მოხდილი.

- ბოლო დროს ციხიდან გათავისუფლებულ ე.წ. "კანონიერ ქურდებს" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის დატოვებას სთხოვენ და ყველა მათგანმა დატოვა აქაურობა. ეს მასაც მოსთხოვეს?

- გათავისუფლების დღეს მასთან ერთად იყო ადვოკატი გოჩა გაგოშიძე, რომელიც ადასტურებს, რომ ციხეში სამმა პიროვნებამ გაიხმო იგი. შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი დავით გელაძე და კიდევ ორი თანამშრომელი ესაუბრა მას და მოსთხოვეს ქვეყნიდან გასვლა. გელაძემ თავისი ტელეფონის ნომერიც კი დაუწერა. სხვათა შორის, ეს ის გელაძეა, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანის დაჭრის გამო პასუხისგებაში მიეცა და 15.000-ლარიანი გირაოთი გამოუშვა სასამართლომ. მაღალჩინოსნებმა უთხრეს, - სამი დღე გეძლევა, რათა ოჯახის წევრებს შეხვდე და მერე დატოვო საქართველოო. ტარიელმა აუხსნა, რომ გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და მკურნალობა სჭირდებოდა. ნახეს თავიანთი თვალით, რომ ავად იყო და საქართველოში ყოფნის უფლება ერთი თვით გაუხანგრძლივეს, თუმცა ერთ საათში მას ერთმა პიროვნებამ აცნობა, რომ ხელმძღვანელობამ ვადა 2 კვირამდე შეუმცირა. უცხოეთში წასვლასაც აპირებდა, მაგრამ გაუსაძლისი ტკივილების გამო მდგომარეობის შემსუბუქებამდე დარჩენა გადაწყვიტა. თან უთხრეს, - თუ არ წახვალ, ახალ დანაშაულს წაგიყენებთ, ბრალი გამზადებული გვაქვსო. ტარიელმა უპასუხა, - თუ დანაშაული მაქვს ჩადენილი, ახლავე მითხარით, არ დავტოვებ დაწესებულებას, ბრალი წამიყენეთო. თურქეთში მიდიოდა სამკურნალოდ, მაგრამ არ აცალეს და შეთითხნილი ბრალი წაუყენეს. აბსურდია, რასაც ედავებიან. მისი გათავისუფლების ცნობა რომ წარვუდგინე ქუთაისის მეორე განყოფილების უფროსს ფრუიძეს, მითხრა, მას აქ გაჩერების უფლება არ აქვს და რომ მიბრძანონ მისი დაკავება, უნდა შევასრულოო. ვერ გავიგე, რატომ უნდა დააკავო ადამიანი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე? ექიმთან რომ მიდიოდა, პოლიცია დაჰყვებოდა. გათავისუფლების წუთიდან სულ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო. საცხოვრებელ კორპუსთან 24 საათი იდგა 5 ეკიპაჟი. დანარჩენები დაჰყვებოდნენ ყველგან, სადაც მიდიოდა. კლინიკების ვიდეოთვალზე ეს აღბეჭდილი იქნება და დავურთავთ საქმეს. არ შეიძლება, ადამიანი აიძულო, ქვეყანა დატოვოს და არ დაბრუნდეს. მაშინ საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოართვან, სადმე თავშესაფარს მაინც მოითხოვენ.

- დაკავება როგორ მოხდა?

- 40-მდე პოლიციელი შევიდა მის პალატაში ტელეკამერების თანხლებით და ისეთივე შოუ მოაწყვეს, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს აწყობდნენ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი იწვა და წვეთოვანი ედგა. იმდენად განიცადა, სისხლმა ამოჩქეფა და სასწაულით გადაარჩინეს ექიმებმა. საავადმყოფოში მწოლიარეს შეუფარდა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა და ეს დღეები გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო. სპეცრაზმელებიც კი იცავდნენ. სასაცილოა, როგორც ძებნილს, ისე წაუყენეს ბრალი. კაცი ციხიდან თვითონ გამოუშვეს, მას მერე სულ უთვალთვალებდნენ და ძებნილის სტატუსი როდის მიანიჭეს, ვერ გავიგე. აპირებდნენ ციხეში მის გადაყვანას, მაგრამ ექიმმა პრინციპულობა გამოიჩინა, გმირულად მოიქცა და მოსთხოვა, პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღოთ და ეს წერილობით დაედასტურებინათ. ასეთი კატეგორიული საუბრის შემდეგ შეიკავეს თავი, მაგრამ 21 ივნისს მაინც გადაიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება. აბსურდულია იმაზე ლაპარაკი, რომ ციხეში მყოფი ფოცხვერია ახდენდა მოლაპარაკებებს და მართავდა ციხეს. ის ვერ მეტყველებდა. მოსამართლემ თავად ნახა, რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ პატიმრობა მაინც შეუფარდა. ფოცხვერია მხოლოდ იმას შეეწირა, რომ დროულად არ დატოვა ქვეყანა. ახალი ხელისუფლებაც ძველი მეთოდებით მოქმედებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

ირინა ასათიანი, ტარიელ ფოცხვერიას მეუღლე:

- 2009 წელს ჩემი მეუღლე ციხეში ძალიან ცუდად გახდა და ოთხი თვე არც გაგვაგებინეს. კვება რომ ვერ შეძლო და წყალსაც რომ ვერ იღებდა, ამის შემდეგ შევიტყვეთ. ვითხოვდი ექიმის შეყვანის უფლებას, მაგრამ უარს ვიღებდი. ბოლოს ქირურგი შევიყვანეთ და მკურნალობა დაუნიშნა. მეშვიდე დაწესებულებაში წელიწადში ერთხელ გვქონდა ოჯახის წევრებს მისი ნახვის უფლება. მკურნალობა შედეგიანი არ აღმოჩნდა, ექიმის ხელახლა შეყვანაზე კი უარი მივიღე. თავი ვეღარ შევიკავე და იქვე ავტირდი. ადგილიდან ვეღარ ვიძვროდი... 10 წუთში შენობიდან ბადრაგი გამოვიდა და მითხრა, 15-20 წუთში თუ ექიმი მოვა, შევუშვებთო. ექიმთან მისვლას ვერ ვასწრებდი, მეცხრე საავადმყოფოსთან ნათესავი ცხოვრობს და მან მოახერხა ოპერატიულად ექიმის მოყვანა. ავთვისებიანი სიმსივნის მესამე-მეოთხე სტადია დაუდგინდა. სხივურ თერაპიას უტარებდნენ, მაგრამ საოპერაციო გახდა. ამის შემდეგ სამი ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისევ საავადმყოფოში დავაწვინეთ, რადგან ძალიან მძიმედ იყო. გამოსვლის დღიდან, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პიროვნებები გვერდიდან არ მოგვშორებიან. ღამითაც კი რჩებოდა 5-6 კაცი მუდმივად საავადმყოფოში. ბოლოს ბრალი წაუყენეს.

- რა რეაქცია ჰქონდა თქვენს მეუღლეს?

- გაოცებული დარჩა და თქვა, მუქარა აასრულესო. ტარიელს ქვეყნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვეს, მაგრამ ფიზიკურად არ შეეძლო, ისე ცუდად იყო. მესამე ოპერაციიდან 2 კვირა იყო გასული, ციხიდან რომ გათავისუფლდა. ახალ ადგილას გაჩნდა სიმსივნე, ამას დაემატა ნევრალგია და გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ასე ვერსად წავიყვანდი. ადამიანი საჭმელს ვერ ჭამდა, დაბლენდერებული ფაფის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა. მე-18 დაწესებულებაში თვეში ერთხელ მქონდა მისი ნახვის საშუალება. მესამე ოპერაციის შემდეგ ძალიან დაუძლურებული იყო. სიმსივნის რომელი სტადია ჰქონდა, 5 თვის წინ გაიგო და მორალურადაც მოტყდა. სულ ამბობს, - რაც ხდება, უფლის ნებააო. შვიდი წელიწადი გარეთ არ ყოფილა, უნდოდა შვილებთან, ოჯახთან ყოფნა, მაგრამ რომ ეცლიათ, მე და ჩემი მეუღლე მაინც დავტოვებდით საქართველოს, რადგან ასე ითხოვდნენ. ის ჩემ გარეშე ვერსად წავა, პატარა ბავშვივით მოსავლელია. ელემენტარულად, მისი ბანაობაც კი სარისკოა. ჭრილობა ღია აქვს, თვითონაც შეისწავლა თავისი დაავადება და მითხრა, - ჩაის კოვზის მეოთხედი წყალიც რომ ჩამივიდეს ნაოპერაციებ ადგილას, დავიხრჩობი და მოვკვდებიო. ამას ემატება სხვა დაავადებები. მას ციროზიც აქვს. ორი კვირის წინ რატომ გამოუშვეს, თუ ძებნილი იყო? სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩემმა ოჯახმა იმხელა რეპრესია გაიარა, სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ორი ბიჭი მყავს და სულ შიშის ქვეშ ვიყავით. მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს ახლობლებსაც შეექმნათ პრობლემები. ბაკურიანში მცხოვრებ ჩვენს ნათესავებს, რომლებთანაც ნათელმირონობა გვაკავშირებს, სახლი ჩამოართვეს და თქვეს, თითქოს ეს სახლი ჩემი მეუღლის იყო. არადა, იმ პერიოდში საქართველოში სახლი არ გვქონდა, ოჯახთან ერთად მივდიოდი უცხოეთში საცხოვრებლად და ყველაფერი გავყიდეთ. ქუთაისში, ნათესავის სახლში ვცხოვრობდით. სწორედ ამ დროს დააკავეს ჩემი ქმარი და შეუთითხნეს ბრალი. მანქანა, რომელიც მამაჩემმა მიყიდა, მეორე შვილის გაჩენის დროს, წამართვეს. ეს წლები სულ სტრესში გავატარე. ჩემი შვილი ხშირად დაჰყავდათ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. ამის წინააღმდეგი არ ვიყავი. უბრალოდ, მეშინოდა, მისთვის წამალი არ ჩაედოთ. უმცროსი 14 წლის ხდება, უფროსი 23 წლისაა. ჩემი ძმა ოპოზიციაში იყო და ისიც დააკავეს, მაგრამ მერე გამოუშვეს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლე ე.წ. "კანონიერი ქურდის" სტატუსს ემსხვერპლა?

- ნამდვილად, მაგრამ ცნება "კანონიერი ქურდი" მიშა სააკაშვილმა მოიგონა. არ ვიცი, ის რატომ დევნის ავტორიტეტულ ადამიანებს.

- თქვენი მეუღლე თავს "კანონიერ ქურდად" მიიჩნევს?

- ჩემი მეუღლე თავს მართალ ადამიანად მიიჩნევს. ის არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი შვილი იყო დედისთვის, კარგი მეუღლე და კარგი მამა. 5 წლის იყო, მამა რომ დაეღუპა და დედამ ობლად გაზარდა. საკმაოდ წარმატებული სპორტსმენი იყო. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში. 27 წლის იყო, ცოლად რომ გავყევი და სახლის კედლები მისი სიგელებითა და მედლებით იყო გადაჭედილი. გაზეთები - მასზე სტატიებით იყო აჭრელებული. პირველად 15 წლის ასაკში, ქურდობისთვის დააკავეს. სხვამ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ციხეში ეს მოხვდა, ცოტა ხანს იჯდა. ამან მის სპორტულ კარიერას ხელი შეუშალა და იმ დაკავებამ შეცვალა მისი ცხოვრება.

- შემდეგ რა ბრალდებით დააკავეს?

- ორი კვირის შეუღლებულები ვიყავით, ხულიგნობისთვის ბრალი რომ წაუყენეს. ეს ფაქტი ჩვენს დაქორწინებამდე 5 თვით ადრე მოხდა. ბავშვობის მეგობრები ქუჩაში მოდიოდნენ და ხმაური ატეხეს. ეს დანაშაულად ჩაუთვალეს და ამის გამო მისცეს პასუხისგებაში - ერთი წელი მიუსაჯეს. ამის მერე 18 წელიწადი ისე გავიდა, ერთხელაც არ ყოფილა რაიმე კანონდარღვევაში ეჭვმიტანილი. ბოლოს ბრალი შეუთითხნეს და ციხის ბუნტის ორგანიზებისთვის და ე.წ. "კანონიერი ქურდობისთვის" დააკავეს. წლები იხდიდა სასჯელს. ახლახან გათავისუფლდა. ველოდებოდი წინა მთავრობის შეცვლას და ჯერჯერობით იმედს არ ვკარგავ. მაქვს იმედი, რომ სიმართლე გაირკვევა. შეიძლება ვიღაც შეცდომაშია შეყვანილი ან ვიღაცამ თავის გამოსაჩენად გააკეთა და დააკავა. დაველოდები გამოძიების დამთავრებას და ალბათ ჩვენი სიმართლე გაირკვევა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ