ვებ-გვერდმა booking.com, რომელიც ინტერნეტ-მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროებში ნომრების დაჯავშნის სერვისს სთავაზობს, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში, ანბანის მიხედვით, აფხაზეთი ცალკეა მითითებული და საქართველო ცალკე.
booking.com აფხაზეთი საკუთარი დროშითაა გამოსახული. ვებ-გვერდზე აფხაზეთს სულ 12 სასტუმრო აქვს დარეგისტრირებული.
booking.com-ის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.