საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოკა გაბაშვილი - დღეს სულელური, უკანონო, აბსურდული და ამაზრზენი ოპერაცია ჩატარდა
გოკა გაბაშვილი - დღეს სულელური, უკანონო, აბსურდული და ამაზრზენი ოპერაცია ჩატარდა

"ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტს და­ემ­თხვა", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გოკა გა­ბაშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბას.

გა­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, "ეს იყო პირ­და­პი­რი თავ­დას­ხმა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ზე".

"ეს არის გაგ­რძე­ლე­ბა იმი­სა, რაც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა ჰყავ­დეს ასე­თი ოპო­ზი­ცია, რომ ასე­თი ოპო­ზი­ცია უნდა გა­ნად­გურ­დეს და წა­ვი­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პა­რე­ზი­დან. ეს ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა და უარ­ყო­ფი­თი რამ ქვეყ­ნის­თვის. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ მომ­ხდა­რი ემ­თხვე­ვა ნა­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ თვე­ბის წინ, ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის ვი­ზი­ტამ­დე მოხ­და გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის და­კა­ვე­ბა, ახლა კი "ნა­კის" ვი­ზი­ტის დროს ხდე­ბა ეს ამ­ბა­ვი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს იმიჯ­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. მომ­ხდა­რი შე­ი­ცავს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ვო­კა­ცი­ის ნიშ­ნებს და და­სად­გე­ნია, რას­თან გვაქვს საქ­მე, რა­ტომ ხდე­ბა ასე­თი სუ­ლე­ლუ­რი, უკა­ნო­ნო, აბ­სურ­დუ­ლი, ამაზ­რზე­ნი, მი­უ­ღე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ყვე­ლა იმ პირს, ვინც ეს სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­უ­გე­ბა­რი ქმე­დე­ბა და­გეგ­მა და ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღუკ­ვე­თა, პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს".

"ყვე­ლას უნდა ეს­მო­დეს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის და­ტე­რო­რე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცია ჩა­მო­ა­შო­რო ყვე­ლა­ფერს, გა­ა­ნად­გუ­რო და გა­აქ­რო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან ცუ­დად მი­უბ­რუნ­დე­ბა" , - აცხა­დებს გა­ბაშ­ვი­ლი.

დღეს დი­ლით მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს 22-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გოკა გაბაშვილი - დღეს სულელური, უკანონო, აბსურდული და ამაზრზენი ოპერაცია ჩატარდა

გოკა გაბაშვილი - დღეს სულელური, უკანონო, აბსურდული და ამაზრზენი ოპერაცია ჩატარდა

"ნიშანდობლივია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ გახორციელებული ოპერაცია, საქართველოში ნატოს ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა", - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი გოკა გაბაშვილი დედაქალაქის თვითმმართველობაში თანაგუნდელების დაკითხვაზე დაბარებას.

გაბაშვილის შეფასებით, "ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალაზე".

"ეს არის გაგრძელება იმისა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, რომ ხელისუფლებას არ უნდა ჰყავდეს ასეთი ოპოზიცია, რომ ასეთი ოპოზიცია უნდა განადგურდეს და წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან. ეს ძალიან საგანგაშოა და უარყოფითი რამ ქვეყნისთვის. ნიშანდობლივია, რომ მომხდარი ემთხვევა ნატოს წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში. ნიშანდობლივია, რომ თვების წინ, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე მოხდა გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება, ახლა კი "ნაკის" ვიზიტის დროს ხდება ეს ამბავი, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. მომხდარი შეიცავს პოლიტიკური პროვოკაციის ნიშნებს და დასადგენია, რასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება ასეთი სულელური, უკანონო, აბსურდული, ამაზრზენი, მიუღებელი ოპერაციის ჩატარება", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, "ყველა იმ პირს, ვინც ეს სამართლებრივად გაუგებარი ქმედება დაგეგმა და ადამიანებს რამდენიმე საათით თავისუფლება აღუკვეთა, პასუხი უნდა მოეთხოვოს".

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დატერორება და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, მცდელობა იმისა, რომ ოპოზიცია ჩამოაშორო ყველაფერს, გაანადგურო და გააქრო, ხელისუფლებას ძალიან ცუდად მიუბრუნდება" , - აცხადებს გაბაშვილი.

დღეს დილით მერიისა და საკრებულოს 22-მდე თანამშრომელი დაკითხვაზე დაიბარეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა