თუ "გუგლის" საძიებო სისტემაში ინგლისურად ჩაწერთ "გეის" (gay) "ერთსქესიანთა ქორწილს" (gay marriage) ან "ლგბტ"-ს (LGBT), Google-ის საძიებო სისტემა ცისარტყელას ფერებში შეიღებება. ამით კორპორაცია მხარს უჭერს ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს და ტრადიციულ Gay Pride-ს, რომელიც ყოველი წლის ზაფხულში აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ახლა ზემოთხსენებულ ტერმინებს საკმაოდ ბევრი ადამიანი "გუგლავს" -ხუთშაბათ დილას, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
ტრადიციული და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების უფლებათა გათანაბრებასთან ერთად აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო "კალიფორნიის წინადადება 8", რომელიც კრძალავდა ერთსექსიანთა ქორწილს. შედეგად, კალიფორნია გახდა მე-13 შტატი, სადაც ლეგალიზებულია გეი-ქორწინება.
"გუგლის" საძიებო ზოლი ასევე გაფერადდება იმ შემთხვევაში, თუ ძიებაში ჩაწერთ ტრანსგენდერს (transgender), ტრანსსექსუალს (transsexual) და ბისექსუალს (bisexual).
კორპორაცია google-ი უკვე მეექვსე წელია, მხარს უჭერს ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვას და გეი აღლუმებს.
რიგით მერვე გეი აღლუმი gay pride parade 2013, 30 ივნისს ერთდროულად სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და დუბლინში გაიმართება.
მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.