პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მყუდრო" - საქართველო უკან-უკან მიდის… წინა მთავრობის დროს რაც ხდებოდა, კარგი იყო
"მყუდრო" - საქართველო უკან-უკან მიდის… წინა მთავრობის დროს რაც ხდებოდა, კარგი იყო

22-23 ივ­ნისს მცხე­თა­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე "ოა­ზი­სი", და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ 60-მდე ადა­მი­ა­ნი წა­იყ­ვა­ნა ნარ­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. რო­გორც მოძ­რა­ო­ბა "2 ივ­ნი­სი" თა­ვის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს, გმობს ძა­ლა­დო­ბას და ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებს. ერთ-ერთი ხელ­მომ­წე­რი მსა­ხი­ო­ბი გია ცი­ნა­ძეა (რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი უფრო "მყუდ­როს" მეტ­სა­ხე­ლით იც­ნობს). "კვი­რის პა­ლიტ­რა" მას ფეს­ტი­ვა­ლის და ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

- ფეს­ტი­ვალ "ოა­ზის­ზე", სამ­წუ­ხა­როდ, არ ვი­ყა­ვი. რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე, თურ­მე, ძა­ლი­ან მა­გა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მიც­დე­ნია. პრო­ტესტს შე­ვუ­ერ­თდი, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ფეს­ტი­ვალ­ზე გა­სარ­თო­ბად მი­დი­ან, ევ­რო­პი­დან თუ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხი გან­ტვირ­თვას ცდი­ლობს. რაც იქ მოხ­და, ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და ისევ შსს-ზე მოქ­მე­დებს ცუ­დად. ყვე­ლას კარ­გი საქ­მის კე­თე­ბა გვინ­და, არა­ვინ არაა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, რომ პო­ლი­ცი­ა­ზე ცუდი თქვას. პო­ლი­ცი­ას თუ უნდა, რომ იმი­ჯი არ შე­ე­ლა­ხოს, ყვე­ლას­თვის არ­სე­ბობს რა­ღაც ზო­მე­ბი და ეს ზო­მე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს.

- გარ­თო­ბა­ში, სა­ერ­თოდ, ბევ­რი რამე შეგ­ვიძ­ლია, ვი­გუ­ლის­ხმოთ. ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე ბევ­რი ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარ­და, პო­ლი­ცია კი ამა­ზე ახ­დენ­და რე­ა­გი­რე­ბას...

- იქ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი მარ­თლა არ ხდე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იქ ამ ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო შეკ­რე­ბი­ლი. ყა­ჩა­ღებს და კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს სხვა ად­გილ­ზე უნდა ეძებ­დნენ. მათ კი, თურ­მე, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მიჰ­ყავ­დათ და ა*****ნებ­დნენ. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა­ზე ამოწ­მებ­დნენ. მიჰ­ყავ­დათ და იმით ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ, ადა­მი­ან­მა შარ­შან ან ერთი თვის წინ თუ მი­ი­ღო ნარ­კო­ტი­კი. ეს, მე მგო­ნი, სულ სხვა რამ არის.

- თუ იქ არ იყა­ვით, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო შეკ­რე­ბი­ლი?

- ამას იქი­დან ვას­კვნი, რომ ფეს­ტი­ვა­ლი გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლია და სცე­ნა­ზე კარ­გი არ­ტის­ტე­ბი გა­მო­დი­ან. თბი­ლის­ში ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, რო­მელ კონ­ცერ­ტზე რა სეგ­მენ­ტი და­დის. იქ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი კარ­გი და სი­კე­თის მკე­თე­ბე­ლი იყო, ამის მჯე­რა. რა თქმა უნდა, ისე არ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ, ასაყ­ვა­ნე­ბი რომ გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი რეს­ტორ­ნებ­ში ხდე­ბა, სა­დაც ტრუ­ლა­ი­ლას უკ­რა­ვენ და ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს სკა­მებს ეს­ვრის.

- ე.ი. თქვენ ამ­ტკი­ცებთ, რომ ფეს­ტი­ვალ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ზეზ­გა­რე­შე, გარ­თო­ბი­სა და აბუ­ჩად აგ­დე­ბის მიზ­ნით მიჰ­ყავ­დათ ნარ­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში?

- ერ­თო­ბოდ­ნენ და ალ­ბათ, პო­ლი­ცი­ელს ვი­ღაც თუ არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, და­ვუშ­ვათ, ვინ­მე გა­უ­პარ­სა­ვი თვალ­ში არ მო­უ­ვი­დო­და, იმას აიყ­ვან­და. მე რაც ვიცი, იმას გე­უბ­ნე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ იქ ცუდი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.

- კონ­კრე­ტუ­ლად შსს-სგან რას მო­ი­თხოვთ?

- ვი­ღა­ცი­სად­მი კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის წა­ყე­ნე­ბა­ში საქ­მე არ არის. ქვე­ყა­ნა­ში იმ ად­გი­ლას, სა­დაც სიმ­შვი­დეა, ხალ­ხი ერ­თო­ბა და არა­ვინ არ ჩხუ­ბობს, სი­ტუ­ა­ცი­ის ზედ­მე­ტად და­ძაბ­ვა არ ღირს. ამა­ზეა ლა­პა­რა­კი, თო­რემ მეც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე ვარ და ყვე­ლა კა­ნონ­დამ­რღვე­ვი უნდა და­ი­სა­ჯოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მყუდრო" - საქართველო უკან-უკან მიდის… წინა მთავრობის დროს რაც ხდებოდა, კარგი იყო

"მყუდრო" - საქართველო უკან-უკან მიდის… წინა მთავრობის დროს რაც ხდებოდა, კარგი იყო

22-23 ივნისს მცხეთაში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე "ოაზისი", დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ 60-მდე ადამიანი წაიყვანა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში. როგორც მოძრაობა "2 ივნისი" თავის "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს, გმობს ძალადობას და ხელმოწერებს აგროვებს. ერთ-ერთი ხელმომწერი მსახიობი გია ცინაძეა (რომელსაც ქართველი მაყურებელი უფრო "მყუდროს" მეტსახელით იცნობს). "კვირის პალიტრა" მას ფესტივალის და ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ესაუბრა.

- ფესტივალ "ოაზისზე", სამწუხაროდ, არ ვიყავი. როგორც შემდეგ გავიგე, თურმე, ძალიან მაგარი ღონისძიება გამიცდენია. პროტესტს შევუერთდი, რადგან ადამიანები ფესტივალზე გასართობად მიდიან, ევროპიდან თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხი განტვირთვას ცდილობს. რაც იქ მოხდა, ისევ საქართველოზე და ისევ შსს-ზე მოქმედებს ცუდად. ყველას კარგი საქმის კეთება გვინდა, არავინ არაა ჩასაფრებული, რომ პოლიციაზე ცუდი თქვას. პოლიციას თუ უნდა, რომ იმიჯი არ შეელახოს, ყველასთვის არსებობს რაღაც ზომები და ეს ზომები დაცული უნდა იყოს.

- გართობაში, საერთოდ, ბევრი რამე შეგვიძლია, ვიგულისხმოთ. ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფესტივალზე ბევრი ნარკოტიკს მოიხმარდა, პოლიცია კი ამაზე ახდენდა რეაგირებას...

- იქ ასეთი რაღაცები მართლა არ ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ამ ქვეყნის საუკეთესო საზოგადოება იყო შეკრებილი. ყაჩაღებს და კანონდამრღვევებს სხვა ადგილზე უნდა ეძებდნენ. მათ კი, თურმე, მოქალაქეები მიჰყავდათ და ა*****ნებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მიღებაზე ამოწმებდნენ. მიჰყავდათ და იმით ინტერესდებოდნენ, ადამიანმა შარშან ან ერთი თვის წინ თუ მიიღო ნარკოტიკი. ეს, მე მგონი, სულ სხვა რამ არის.

- თუ იქ არ იყავით, რატომ გგონიათ, რომ ძალიან კარგი საზოგადოება იყო შეკრებილი?

- ამას იქიდან ვასკვნი, რომ ფესტივალი გემოვნებიანი ადამიანების გაკეთებულია და სცენაზე კარგი არტისტები გამოდიან. თბილისში ყველამ ყველაფერი ვიცით, რომელ კონცერტზე რა სეგმენტი დადის. იქ ყველა ადამიანი კარგი და სიკეთის მკეთებელი იყო, ამის მჯერა. რა თქმა უნდა, ისე არ მოიქცეოდნენ, ასაყვანები რომ გამხდარიყვნენ. ასეთი შემთხვევები რესტორნებში ხდება, სადაც ტრულაილას უკრავენ და ხალხი ერთმანეთს სკამებს ესვრის.

- ე.ი. თქვენ ამტკიცებთ, რომ ფესტივალზე პოლიციელებს მოქალაქეები მიზეზგარეშე, გართობისა და აბუჩად აგდების მიზნით მიჰყავდათ ნარკოლოგიურ დაწესებულებაში?

- ერთობოდნენ და ალბათ, პოლიციელს ვიღაც თუ არ მოეწონებოდა, დავუშვათ, ვინმე გაუპარსავი თვალში არ მოუვიდოდა, იმას აიყვანდა. მე რაც ვიცი, იმას გეუბნებით. დარწმუნებული ვარ, რომ იქ ცუდი არაფერი ხდებოდა.

- კონკრეტულად შსს-სგან რას მოითხოვთ?

- ვიღაცისადმი კონკრეტული მოთხოვნების წაყენებაში საქმე არ არის. ქვეყანაში იმ ადგილას, სადაც სიმშვიდეა, ხალხი ერთობა და არავინ არ ჩხუბობს, სიტუაციის ზედმეტად დაძაბვა არ ღირს. ამაზეა ლაპარაკი, თორემ მეც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია