პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სახმელეთო ჯარებიდან 80 ათასს ჯარისკაცს დაითხოვენ
აშშ-ის სახმელეთო ჯარებიდან 80 ათასს ჯარისკაცს დაითხოვენ

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კა სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შე­ამ­ცი­რებს. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ აშშ-ის არ­მი­ის შტა­ბის მე­თა­ურ­მა, გე­ნე­რალ­მა რა­ი­მონდ ოდი­ე­რომ გა­ა­კე­თა. გე­ნერ­ლის თქმით, მას­შტა­ბუ­რი შემ­ცი­რე­ბა თავ­დაც­ვი­თი ბი­უ­ჯე­ტის სეკ­ვესტრმა გა­ნა­პი­რო­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, შემ­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი 2017-ის ფი­ნან­სუ­რი წლის ბო­ლომ­დე (2017 წლის 30 სექ­ტემ­ბე­რი) დას­რულ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად შემ­ცირ­დე­ბა ქვე­ი­თი ბრი­გა­დე­ბის ოდე­ნო­ბაც. ამ­ჟა­მინ­დე­ლი 45-დან მწყობ­რში მხო­ლოდ 33 ბრი­გა­დას და­ტო­ვე­ბენ. 2011 წლის მო­ნა­ცემ­თა თა­ნახ­მად, აშშ-ის არ­მი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 561,437 ჯა­რის­კა­ცი მსა­ხუ­რობს. და­მა­ტე­ბით 361,561 ჯა­რის­კა­ცი ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გვარ­დი­ა­ში და 204,803 - რე­ზერვში ირი­ცხე­ბა.

თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბამ ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის გარ­და, ფუ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ზეც აი­სა­ხა. მიმ­დი­ნა­რე თვის 17 რი­ცხვში, პა­რიზ­ში გახ­სნილ ლე-ბურ­ჟეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­კოს­მო­სურ სა­ლონ­ზე ერ­თა­დერ­თი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვის გარ­და, არ­ცერ­თი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი არ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­ზე­ზად ამე­რი­კე­ლებ­მა სწო­რედ ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბა და სახ­სრე­ბის უქონ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლეს. უფრო ადრე აშშ-ს სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა, რო­გორც ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ და­გეგ­მილ ყვე­ლა ავი­ა­შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვეს. საფ­რან­გე­თის შემ­თხვე­ვის მსგავ­სად, მი­ზე­ზი ანა­ლო­გი­უ­რია - სახ­სრე­ბის უქონ­ლო­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

აშშ-ის სახმელეთო ჯარებიდან 80 ათასს ჯარისკაცს დაითხოვენ

აშშ-ის სახმელეთო ჯარებიდან 80 ათასს ჯარისკაცს დაითხოვენ

უახლოეს მომავალში ამერიკა სახმელეთო ჯარების რაოდენობას შეამცირებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ის არმიის შტაბის მეთაურმა, გენერალმა რაიმონდ ოდიერომ გააკეთა. გენერლის თქმით, მასშტაბური შემცირება თავდაცვითი ბიუჯეტის სეკვესტრმა განაპირობა.

არსებული ცნობებით, შემცირების პროცესი 2017-ის ფინანსური წლის ბოლომდე (2017 წლის 30 სექტემბერი) დასრულდება. გარდა ამისა, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდება ქვეითი ბრიგადების ოდენობაც. ამჟამინდელი 45-დან მწყობრში მხოლოდ 33 ბრიგადას დატოვებენ. 2011 წლის მონაცემთა თანახმად, აშშ-ის არმიის შემადგენლობაში 561,437 ჯარისკაცი მსახურობს. დამატებით 361,561 ჯარისკაცი ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში და 204,803 - რეზერვში ირიცხება.

თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებამ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს დიდი დარტყმა მიაყენა. სახმელეთო ჯარების შემცირების გარდა, ფულის ნაკლებობა სამხედრო-საჰაერო ძალებზეც აისახა. მიმდინარე თვის 17 რიცხვში, პარიზში გახსნილ ლე-ბურჟეს საერთაშორისო ავიკოსმოსურ სალონზე ერთადერთი უპილოტო თვითმფრინავის გარდა, არცერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი არ იყო წარმოდგენილი. მიზეზად ამერიკელებმა სწორედ ბიუჯეტის შემცირება და სახსრების უქონლობა დაასახელეს. უფრო ადრე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა, როგორც ამერიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ყველა ავიაშოუში მონაწილეობაზე უარი თქვეს. საფრანგეთის შემთხვევის მსგავსად, მიზეზი ანალოგიურია - სახსრების უქონლობა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა