საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ
თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ

თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩელს შე­ი­ტა­ნენ. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს, მე­რი­ი­სა და გამ­გე­ო­ბე­ბის 30-მდე თა­ნამ­შრომ­ლის და­კა­ვე­ბა დღეს უკა­ნო­ნოდ მოხ­და.

"სამ­სა­ხურ­ში მის­ვლამ­დე მოხ­და ჩვე­ნი 30-მდე თა­ნამ­შრომ­ლის აყ­ვა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის აყ­ვა­ნას დას­ჭირ­და მი­ნი­მუმ 3 მან­ქა­ნა. ამ საქ­მე­ში ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია იყო ჩარ­თუ­ლი და საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბი, მე­რის მო­ად­გი­ლე, ერთი გამ­გე­ბე­ლი, გამ­გებ­ლის 4 მო­ად­გი­ლე და გამ­გე­ო­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ა­კა­ვეს", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის მერ­მა დღეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც დღეს და­ა­პა­ტიმ­რეს. ესე­ნი არი­ან: და­ვით ალა­ვი­ძე, და­ვით ავა­ლი­ა­ნი, ვახო ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, და­ვით ნი­ნი­ძე, მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი, ნო­დარ სან­დუ­ხა­ძე, ლექ­სო თა­ბუ­აშ­ვი­ლი, ბესო კვი­ცი­ა­ნი, ლე­ვან ნე­ბი­ე­რი­ძე, ზურა კიკ­ვა­ძე, ავთო სუ­ლა­ბე­რი­ძე, ნიკა აბ­რა­მიშ­ვი­ლი, ბექა მეშ­ვერ­დიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ გა­გუა, მი­ხე­ილ ქი­რია, კოკა ღვნი­ა­ნი­ძე, მა­მუ­კა ბე­რა­ძე, ალექ­სან­დრე ჩა­ფი­ჩა­ძე, დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე, გი­ორ­გი დარ­ჩია, ზაზა გუ­დი­აშ­ვი­ლი.

"ჩვე­ნი ჩა­რე­ვის შემ­დეგ, იმის გამო, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი რან­გის დე­ლე­გა­ცია იმ­ყო­ფე­ბა, მოხ­და ბრა­ლის გა­და­კე­თე­ბა. ვი­თომ­და, ეს ხალ­ხი მოწ­მე­ე­ბად და­ი­ბა­რეს. ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია არც კი ადას­ტუ­რებ­და მათ და­კა­ვე­ბას", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აყ­ვა­ნა ისე მოხ­და, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ კრი­მი­ნა­ლებს იჭე­რენ.

"და­კა­ვე­ბი­სას, მათ არ გა­ნე­მარ­ტა სა­კუ­თა­რუ უფ­ლე­ბე­ბი. და­ა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, მი­იყ­ვა­ნეს ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში, ნა­წილ­ზე მო­ას­წრეს ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია და­ხი­ეს და თით­ქოს ეს ხალ­ხი მოწ­მე­ე­ბად იყ­ვნენ მიყ­ვა­ნი­ლე­ბი. უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან მოხ­და ამ ხალ­ხის გაყ­ვა­ნა, რათა ჩა­ე­ფარ­ცხათ ის სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი, რაც დღეს მოხ­და", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

გიგი უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­ზე ასე­თი ტი­პის თავ­დას­ხმა პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა.

"ის რაც დღეს მოხ­და ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს სცდე­ბა. ეს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ერთი და იგი­ვე საქ­მე­ზე იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და და­კი­თხვა­ზე. არც ერთი მა­თა­გა­ნი არ გაქ­ცე­ვია გა­მო­ძი­ე­ბას, არც ერთი არ და­მალ­ვია, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ამ­ტკი­ცებ­და თა­ვის სი­მარ­თლეს. თი­თო­ე­ულ მათ­განს ოჯა­ხის წევ­რე­ბის თვალ­წინ ადე­ბენ ბორ­კი­ლებს, ახ­სნა- გან­მარ­ტე­ბას არ აძ­ლე­ვენ, ებ­ლა­ტა­ვე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს და­კა­ვე­ბე­ბი იმის­თვის ხდე­ბა, რომ მოხ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­შან­ტა­ჟე­ბა.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იმის გამო, რომ მე პი­რა­დად გან­გა­შის ზარი შე­მოვ­ცხე და იმის გამო, რომ რას­მუ­სე­ნი თბი­ლის­შია და არა იმის გამო, რომ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას სცე­მენ პა­ტივს. თქვეს, რომ თით­ქოს ეს ხალ­ხი მოწ­მის სა­ხით და­ი­ბა­რეს, გი­ნა­ხავთ ხელ­ბორ­კი­ლე­ბით შეყ­ვა­ნა? რო­მე­ლი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას­ზე და წე­სი­ე­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მოხ­დეს ბო­ლომ­დე და­შან­ტა­ჟე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა პარ­ტი­უ­ლი ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რის. ეს ხდე­ბა იმის­თვის, რომ ოპო­ზი­ცია გა­ნად­გურ­დეს", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ ომ­ბუდსმენს და სარ­ჩელს შე­ი­ტა­ნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

"ჩვენ ვე­ლით ობუდსმე­ნის­გან შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას, რად­გან მოხ­და კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა, დღეს უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი შე­ი­ტანს სა­ჩი­ვარს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმი­სათვს, რომ მოხ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა. იმე­დია ეს გა­მო­ძი­ე­ბა არ გაგ­რძელ­დე­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი და მალე მი­ვი­ღებთ პა­სუხს" , - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ

თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც დღეს ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს, მერიისა და გამგეობების 30-მდე თანამშრომლის დაკავება დღეს უკანონოდ მოხდა.

"სამსახურში მისვლამდე მოხდა ჩვენი 30-მდე თანამშრომლის აყვანა. სავარაუდოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ადამიანის აყვანას დასჭირდა მინიმუმ 3 მანქანა. ამ საქმეში ფინანსური პოლიცია იყო ჩართული და საკრებულოს არჩეული წევრები, მერის მოადგილე, ერთი გამგებელი, გამგებლის 4 მოადგილე და გამგეობების თანამშრომლები დააკავეს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის მერმა დღეს იმ ადამიანების გვარები დაასახელა, რომლებიც დღეს დააპატიმრეს. ესენი არიან: დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ვახო ცაგარეიშვილი, დავით ნინიძე, მამუკა ახვლედიანი, ნოდარ სანდუხაძე, ლექსო თაბუაშვილი, ბესო კვიციანი, ლევან ნებიერიძე, ზურა კიკვაძე, ავთო სულაბერიძე, ნიკა აბრამიშვილი, ბექა მეშვერდიშვილი, ვახტანგ გაგუა, მიხეილ ქირია, კოკა ღვნიანიძე, მამუკა ბერაძე, ალექსანდრე ჩაფიჩაძე, დიმიტრი ჩხეიძე, გიორგი დარჩია, ზაზა გუდიაშვილი.

"ჩვენი ჩარევის შემდეგ, იმის გამო, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, მოხდა ბრალის გადაკეთება. ვითომდა, ეს ხალხი მოწმეებად დაიბარეს. ფინანსური პოლიცია არც კი ადასტურებდა მათ დაკავებას", - განაცხადა უგულავამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების აყვანა ისე მოხდა, როგორც ჩვეულებრივ კრიმინალებს იჭერენ.

"დაკავებისას, მათ არ განემარტა საკუთარუ უფლებები. დაადეს ხელბორკილები, მიიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, ნაწილზე მოასწრეს ბრალის წაყენება, თუმცა შემდეგ ეს დოკუმენტაცია დახიეს და თითქოს ეს ხალხი მოწმეებად იყვნენ მიყვანილები. უკანა გასასვლელიდან მოხდა ამ ხალხის გაყვანა, რათა ჩაეფარცხათ ის სამარცხვინო საქციელი, რაც დღეს მოხდა", - აღნიშნა თბილისის მერმა.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე ასეთი ტიპის თავდასხმა პირველად არ ხდება.

"ის რაც დღეს მოხდა ყველანაირ ზღვარს სცდება. ეს ხალხი, რომელიც ერთი და იგივე საქმეზე იყო დაპატიმრებული, რამდენჯერმე იმყოფებოდა დაკითხვაზე. არც ერთი მათაგანი არ გაქცევია გამოძიებას, არც ერთი არ დამალვია, თითოეული მათგანი ამტკიცებდა თავის სიმართლეს. თითოეულ მათგანს ოჯახის წევრების თვალწინ ადებენ ბორკილებს, ახსნა- განმარტებას არ აძლევენ, ებლატავებიან", - განაცხადა უგულავამ.

მისივე განცხადებით, ეს დაკავებები იმისთვის ხდება, რომ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" დაშანტაჟება.

"ეს ადამიანები გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მე პირადად განგაშის ზარი შემოვცხე და იმის გამო, რომ რასმუსენი თბილისშია და არა იმის გამო, რომ კანონის უზენაესობას სცემენ პატივს. თქვეს, რომ თითქოს ეს ხალხი მოწმის სახით დაიბარეს, გინახავთ ხელბორკილებით შეყვანა? რომელი კანონის უზენაესობასზე და წესიერებაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მოხდეს ბოლომდე დაშანტაჟება და განადგურება პარტიული ინფასტრუქტურის. ეს ხდება იმისთვის, რომ ოპოზიცია განადგურდეს", - განაცხადა უგულავამ.

მისივე ინფორმაციით, ისინი მიმართავენ ომბუდსმენს და სარჩელს შეიტანენ პროკურატურაში.

"ჩვენ ველით ობუდსმენისგან შესაბამის რეაგირებას, რადგან მოხდა კანონის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ყველა ადამიანი შეიტანს საჩივარს პროკურატურაში იმისათვს, რომ მოხდეს გამოძიება. იმედია ეს გამოძიება არ გაგრძელდება საუკუნეები და მალე მივიღებთ პასუხს" , - აღნიშნა თბილისის მერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა