მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი დააკავეს

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი დააკავეს

თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურთან არიან შეკრებილები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, 30-მდე პირის დაკავება დღეს, დილით მათ საცხოვრებელ სახლებთან მოხდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მერის მოადგილეები - დავით ნინიძე და დავით ალავიძე, გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, ასევე მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თაბუაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი და მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესახებ განცხადება გაავრცელა: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვის ფაქტზე, მოწმის სახით იკითხებიან ქალაქ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით. აღნიშნული პირები იყვნენ დაბარებულები დაკითხვაზე, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ