მსახიობი ჯონი დეპი ემბერ ჰერდით იმდენად არის გატაცებული, რომ მზადაა მასზე დაქორწინდეს. ამასთან, მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალური ქორწინება მისი სტილი არაა, რადგან ცოლად საკუთარი შვილების დედა, ვანესა პარადიც კი არ შეირთო.
პარადი კი დარწმუნებულია, რომ ჰერდს დეპის სახელი და ჰონორარები აინტერესებს. გარდა ამისა, ემბერს დეპი უკვე მიუტოვებია და ლესბოსელ შეყვარებულთან გაქცეულა.
პარადიმ დეპს მკაცრი ულტიმატუმიც კი წაუყენა. მისი თქმით, თუ დეპი ცოლს მოიყვანს, მაშინ შვილების ნახვას ვერ შეძლებს. ვანესა ირწმუნება, რომ ქორწილი ბავშვებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. ვანესა პარადის აზრით, ემბერ ჰერდს დეპი არ უყვარს და მარტივად შეუძლია იგი ქორწილის შემდეგ მიატოვოს.
დეპის ამ განცხადებამ დარტყმა მიაყენა: საყვარელს ცოლობა უკვე შესთავაზა და ბავშვებზეც უარს ვერ იტყვის. პარადისთან დაშორების შემდეგაც კი იგი 14 წლის ქალიშვილის, ლილი-როუსის და 11 წლის ვაჟის, ჯეკ კრისტოფერის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.