პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - საქართველო მტკიცედ მიემართება ნატო-სკენ
 დავით უსუფაშვილი - საქართველო მტკიცედ მიემართება ნატო-სკენ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის მე­სა­მედ შეკ­რე­ბა მკა­ფიო დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ მი­ე­მარ­თე­ბა ნატო-სკენ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რე­ბის ქარ­თველ დე­პუ­ტა­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ეს არის ძა­ლი­ან მკა­ფიო დე­მონ­ტრი­რე­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა და უახ­ლოვ­დე­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია, რა მი­ზან­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა და რა მი­ზან­საც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი არის მშვი­დო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტია - ეს კი ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, რო­მე­ლიც სწო­რედ ნატო-ს ფუნ­და­მენ­ტუ­რი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრონ­ცი­პე­ბია", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ კი­დევ ბევ­რი აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე.

"ჩვენ ვართ ამაყ­ნი, რომ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი წვლი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­როს მცდე­ლო­ბა­ში, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო იყოს უსაფრ­თხო, და­ცუ­ლი ტე­რო­რიზ­მის­გან, ძა­ლა­დო­ბის­გან და სწო­რედ ამ მიზ­ნით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ნი და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად არ იშუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ ძა­ლას, ენერ­გი­ას და ხში­რად სამ­წუ­ხა­როდ, სი­ცო­ცხლეს, იმის­თვის, რომ ვი­ყოთ ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და პარტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გვერ­დით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტი­ლებ­ში. ამას­თა­ნა­ვე, ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი, რო­გორც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, იმი­სათ­ვის, რომ მი­ვაღ­წი­ოთ მი­ზანს და გავ­ხდეთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის და შეს­რულ­დეს ის გა­ნა­ცხა­დი, რაც ჯერ კი­დევ 2008 წელს გა­კეთ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ამ მიზ­ნით, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბა ჯერ კი­დევ გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია.

"ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ უნდა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ბევ­რი რამ ქვე­ყა­ნა­ში, - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სი­ღა­რი­ბე უნდა დავძლი­ოთ, ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ, მი­უ­ხე­და­ვად მისი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, თავი უნდა იგ­რძნოს და­ცულ და სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქედ. ამის­თვის ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი მზად არის, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მე­ში", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, რე­ზო­ლუ­ა­ცია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო, არ არის მხო­ლოდ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და იდე­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა და იგი წარ­მო­ად­გენს სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, მო­მა­ვა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"გა­ცხა­დე­ბულ მიზ­ნებს ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ. ამას­თა­ნა­ვე, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და ჩვენ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვე­ლით იმა­საც, რომ ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, მო­მა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძლებთ იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რომ ინ­ტერ­გა­ცი­ის პრო­ცე­სი გარღმავ­და და წინ წა­ვი­წი­ეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი­დევ გვეს­ტუმ­რე­ბით და გვე­ტყვით რა გა­კეთ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - მი­მარ­თა უსუ­ფაშ­ვილ­მა ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს.

და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში ვერ მას­პინ­ძლობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ორი შე­ნო­ბა აქვს.

"სამ­წუ­ხა­როდ ვერ გმას­პინ­ძლობთ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორი შე­ნო­ბა გვაქვს. სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო იქ თქვე­ნი მოწ­ვე­ვა ამ­ჯე­რად ვერ მო­ხერ­ხდა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კვლავ გვეს­ტუმ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეტს მო­გახ­სე­ნებთ იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გა­კეთ­და ქვე­ყა­ნა­ში და კი­დევ უფრო ახ­ლოს ვიქ­ნე­ბით ნატო-ს სტან­დატ­რებ­თან , კი­დევ უფრო გარღმა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დავით უსუფაშვილი - საქართველო მტკიცედ მიემართება ნატო-სკენ

 დავით უსუფაშვილი - საქართველო მტკიცედ მიემართება ნატო-სკენ

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესამედ შეკრება მკაფიო დემონსტრირებაა, რომ საქართველო მტკიცედ მიემართება ნატო-სკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ეს არის ძალიან მკაფიო დემონტრირება იმისა, რომ საქართველო ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მიემართება და უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია, რა მიზანსაც ემსახურება დღევანდელი მთავრობა და რა მიზანსაც ემსახურებოდა წინა ხელისუფლება. ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, თანამშრომლობა, დემოკრატია - ეს კი ის ღირებულებებია, რომელიც სწორედ ნატო-ს ფუნდამენტური და სახელმძღვანელო პრონციპებია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

"ჩვენ ვართ ამაყნი, რომ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა და შევიტანოთ ჩვენი წვლილი დემოკრატიული სამყაროს მცდელობაში, რომ თანამედროვე მსოფლიო იყოს უსაფრთხო, დაცული ტერორიზმისგან, ძალადობისგან და სწორედ ამ მიზნით ჩვენი თანამოქალაქენი და სამხედრო ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად არ იშურებენ თავიანთ ძალას, ენერგიას და ხშირად სამწუხაროდ, სიცოცხლეს, იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების გვერდით, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო უნდა გახდეს გაცილებით უკეთესი, როგორც ჩამოყალიბებული, დემოკრატიული სახელმწიფო, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მიზანს და გავხდეთ სრულფასოვანი წევრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და შესრულდეს ის განაცხადი, რაც ჯერ კიდევ 2008 წელს გაკეთდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ მიზნით, ბევრი მიმართულებით ვითარება ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია.

"ბევრი მიმართულებით ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ბევრი რამ ქვეყანაში, - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, სიღარიბე უნდა დავძლიოთ, ყველა მოქალაქემ, მიუხედავად მისი კუთვნილებისა, თავი უნდა იგრძნოს დაცულ და სრულფასოვან მოქალაქედ. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს პარლამენტი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეზოლუაცია, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არ არის მხოლოდ შეხედულებებისა და იდეების ერთობლიობა და იგი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, მომავალი წლების განმავლობაში.

"გაცხადებულ მიზნებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ, პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები ველით იმასაც, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იქნება გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები, მომავალი წლის განმავლობაში შევძლებთ იმის დემონსტრირებას, რომ ინტერგაციის პროცესი გარღმავდა და წინ წავიწიეთ ამ მიმართულებით. კიდევ გვესტუმრებით და გვეტყვით რა გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში", - მიმართა უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანს პარლამენტის შენობაში ვერ მასპინძლობს, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ორი შენობა აქვს.

"სამწუხაროდ ვერ გმასპინძლობთ პარლამენტის შენობაში, მიუხედავად იმისა, რომ ორი შენობა გვაქვს. სხვადასხვა მიზეზის გამო იქ თქვენი მოწვევა ამჯერად ვერ მოხერხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ გვესტუმრებით საქართველოში და მეტს მოგახსენებთ იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში და კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-ს სტანდატრებთან , კიდევ უფრო გარღმავებული იქნება ჩვენი თანამშრომლობა", - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა