კომპანია "ნატახტარმა" ლუდის მოყვარულებისთვის ამჯერად გაუფილტრავი ლუდი გამოიტანა.
როგორც კომპანიაში განმარტეს, გაუფილტრავში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ელემენტი, რასაც ლუდი შეიცავს.
"ნატახტარის" გაუფილტრავ ლუდს ახასიათებს ალაოსა და სვიის ბარაქიანი არომატი, ხავერდოვანი და სასიამოვნო გემო. სითხე ბუნებრივად მღვრიე და ბლანტია, სქელი და მდგრადი ქაფით. "ნატახტარის" გაუფილტრავი ღრმა ხასიათის, ჯანსაღი და ბუნებრივი ლუდია. მისი მოხმარების წესი შემდეგნაირია: ბოთლიდან 2/3 სითხის ჩამოსხმის შემდეგ დარჩენილი 1/3 უნდა შეინჯღრეს და ისე ჩამოისხას. ასე გაუფილტრავ ლუდში გემო და არომატი ცოცხლდება", - აცხადებენ "ნატახტარში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9