პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - როცა ბედუკაძე გარეთაა, სამართლიანობაზე საუბარი ძნელია
მიხეილ სააკაშვილი - როცა ბედუკაძე გარეთაა, სამართლიანობაზე საუბარი ძნელია

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ბევრ კი­თხვას ბა­დებს, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­მე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს, ახალ­მა მთავ­რო­ბამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და სამ­სა­ხუ­რებ­ში აღად­გი­ნა.

"ბე­დუ­კა­ძე როცა გა­რე­თაა, რო­გორც ლა­მის გმი­რის პას­პორ­ტით და ტრი­ბუ­ნი­დან გვა­მუ­ნა­თებს… მთა­ვა­რი მწა­მე­ბე­ლი, თვი­თონ აწა­მებ­და, თვი­თონ გა­და­ი­ღო, თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თვი­თონ დად­გა, თვი­თონ გა­ა­კე­თა. მეტი რაღა უნდა ექნა?! ამ ყვე­ლაფ­რის რე­ჟი­სო­რიც, მო­ნა­წი­ლეც, პრო­დუ­სე­რიც, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დღეს არის ლა­მის "ოს­კარ­ზე" ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, სა­ზი­ზღა­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და გმი­რა­დაა გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ეს თა­ვის­თა­ვად გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მით მი­უდ­გნენ ყვე­ლა საქ­მეს. ვინც ვინ­მეს აწა­მებ­და ან ავიწ­რო­ებ­და, ჩაგ­რავ­და, სი­ცო­ცხლეს აკარ­გვი­ნებ­და, ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი, მაგ­რამ როცა ბე­დუ­კა­ძე გა­რე­თაა, ძა­ლი­ან ძნე­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ და­ვი­ჭი­რეთ წა­მე­ბა­ზე, ახლა არა მხო­ლოდ ცი­ხე­ე­ბი­დან გა­მო­უშ­ვეს, არა­მედ სამ­სა­ხუ­რებ­ში და­აბ­რუ­ნეს. ასე რომ, ყვე­ლა­ფერს ერ­თი­ა­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით თუ მი­ვუდ­გე­ბით ჩემ­ზე მეტი ქო­მა­გი ზო­გა­დად სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცესს არა­ვინ ჰყავს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ბევ­რი კი­თხვე­ბი რო­გორც ჩემ­ში, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბის დიდ ნა­წილ­სა და ევ­რო­პა­ში", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - როცა ბედუკაძე გარეთაა, სამართლიანობაზე საუბარი ძნელია

მიხეილ სააკაშვილი - როცა ბედუკაძე გარეთაა, სამართლიანობაზე საუბარი ძნელია

ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საკითხი ბევრ კითხვას ბადებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. სააკაშვილის თქმით, პოლიციელები, რომლებიც წამებისთვის დააპატიმრეს, ახალმა მთავრობამ გაათავისუფლა და სამსახურებში აღადგინა.

"ბედუკაძე როცა გარეთაა, როგორც ლამის გმირის პასპორტით და ტრიბუნიდან გვამუნათებს… მთავარი მწამებელი, თვითონ აწამებდა, თვითონ გადაიღო, თვითონ მონაწილეობდა, თვითონ დადგა, თვითონ გააკეთა. მეტი რაღა უნდა ექნა?! ამ ყველაფრის რეჟისორიც, მონაწილეც, პროდუსერიც, მთავარი როლის შემსრულებელი დღეს არის ლამის "ოსკარზე" ნომინირებული, საზიზღარი დანაშაულისთვის და გმირადაა გამოშვებული. ეს თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ ობიექტური კრიტერიუმით მიუდგნენ ყველა საქმეს. ვინც ვინმეს აწამებდა ან ავიწროებდა, ჩაგრავდა, სიცოცხლეს აკარგვინებდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ როცა ბედუკაძე გარეთაა, ძალიან ძნელია სამართლიანობაზე ლაპარაკი. პოლიციელები, რომლებიც ჩვენ დავიჭირეთ წამებაზე, ახლა არა მხოლოდ ციხეებიდან გამოუშვეს, არამედ სამსახურებში დააბრუნეს. ასე რომ, ყველაფერს ერთიანი კრიტერიუმებით თუ მივუდგებით ჩემზე მეტი ქომაგი ზოგადად სამართლიანობის მიმდინარეობის პროცესს არავინ ჰყავს, მაგრამ არსებობს ბევრი კითხვები როგორც ჩემში, ასევე ქართველების დიდ ნაწილსა და ევროპაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა