უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი, იანა კლოჩკოვა უკვე შეურიგდა იმ ფაქტს, რომ მისი შვილის მამა - ლევან როსტოშვილი (როსტო) შვილის ბედით აღარ ინტერესდება და ბავშვის გაზრდა მარტოს მოუწევს.
ამ დღეებში იანამ განაცხადა, რომ როსტოს შვილი ნახევარი წელია არ მოუკითხავს და უკვე აღარც ახსოვს, ბოლოს როდის ელაპარაკა საკუთარი შვილის მამას. თუმცა კლოჩკოვა ამაზე დიდად არ წუხს.
"საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა ვისწავლე! ჩემი შვილი ჩემთან ბედნიერია", - აღნიშნა კლოჩკოვამ.
გასულ კვირას, იანა უკრაინული მუსიკალური პრემიის, Yuna 2012-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გამოჩნდა. ეს იყო 28 წლის ოდესელი, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გაიცნო. იანას თაყვანისმცემელი ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდში მუშაობს. კლოჩკოვა წითელ ხალიჩაზე ბედნიერებისგან ბრწყინავდა.
რამდენიმეთვიანი ურთიერთობის მანძილზე იანამ ახალ საყვარელთან ერთად იტალიაში დასვენება უკვე მოასწრო და მას საკუთარი ვაჟიც გააცნო.
მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.