ლევან როსტოშვილი ყირიმში საკუთარი ვაჟის დედასთან, უკრაინელ მოცურავე იან კლოჩკოვასა და მათ საერთო შვილთან ერთად ისვენებს. როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა დათბა, თუმცა უცნობია, ისინი ერთად გაზრდიან თუ არა პატარა ალექსანდრეს.
ბავშვი მამასთან ხშირი შეხვედრით განებივრებული არ არის, მაგრამ ამჯერად როსტომ გამონაკლისი დაუშვა და მასთან ერთად ზაფხულის შვებულებას ატარებს.
რამდენიმე დღის წინ იანა სოციალურ ქსელში საკუთარ გევრდზე წერდა, რომ მასთან ჩასვლას დედა, და, დეიდა და ბებია აპირებდნენ. როსტოს სტუმრობის შესახებ კი არაფერი უთქვამს.
რთული სათქმელია, რომ ლევანი და უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ისევ ერთად არიან, ვინაიდან ამ დღეებში კლოჩკოვამ საკუთარ გვერდზე სხვა მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. უკრაინული მედია იმასაც წერდა, რომ მოცურავემ ნამდვილი სიყვარული იპოვა. ფოტოებზე იანას მეგობრების კომენტარებიდან ირკვევა, რომ უცნობი მამაკაცი მისი უბრალო ნაცნობი არ არის.
იანა კლოჩკოვამ შვილი 2010 წლის ივლისში გააჩინა. ის ბავშვს მარტო ზრდის. ერთ-ერთ ინტევიუში სპორტსმენმა განაცხადა, რომ ლევანზე გათხოვებას არ აპირებს, თუმცა ბავშვს მამასთან ურთიერთობას არასდროს დაუშლის, ასევე არასდროს იტყვის უარს ბავშვის აღზრდაში დახმარებაზე.
იანა კლოჩკოვამ და ლევან როსტოშვილმა ერთმანეთი კიევის რესტორან "სეფიში" გაიცნეს. იანა საქართველოშიც იმყოფებოდა.
მომზადებულია showbiz.siteua.org-ის მიხედვით.
იხილეთ ასევე: ლევან როსტოშვილი - ოჯახის შესაქმნელად შვილის გამოც არ ვარ მზად
როსტოს შვილს მამობას ქართველი ბაბუა უწევს