სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან"
"კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან"

სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი სერ­გი კა­პა­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ბოლო დროს არა­ერ­თი კი­თხვა დაგ­როვ­და, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხის გა­უ­ცემ­ლო­ბა მათ ავ­ტო­რი­ტეტს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ მი­მართ დაგ­რო­ვილ სკეპ­ტი­ციზმს მას­შტა­ბურს გახ­დის. მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხებს. კონ­კრე­ტუ­ლად რა არის მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, ამის შე­სა­ხებ ის ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მეგ­რე­ლო­ში ია­რა­ღის საკ­მა­ოდ დიდი არ­სე­ნა­ლით სა­მა­ლა­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რა­საც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა...

- დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ ის, რა­ზეც ახლა სა­უბ­რო­ბენ, თუ მარ­თა­ლია, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ამ საქ­მეს­თან რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­და, ან შე­საძ­ლოა ჰქო­ნო­და, უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­უმ­ტკი­ცოს რო­გორც ქარ­თველ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­მაც მთე­ლი დი­პ­კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მე­დია შოკ­ში ჩა­აგ­დო, ნამ­დვი­ლია და ფაბ­რი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა. დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნი­კა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა.

- ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ცხრა ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი...

- უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მეც ისე ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი. რად­გან ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში და რამ­დე­ნად მარ­თა­ლია ყვე­ლა­ფე­რი... არა­ფერს ვამ­ბობ, არ მინ­და ვინ­მეს­თან დე­ბა­ტებ­ში შე­ვი­დე, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლა­ფე­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლე უთხრან. კარ­გია, რომ ის ვი­დე­ო­ფი­რე­ბი ყვე­ლას­თვის არ გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რად­გან თუ იქ უხამ­სი კად­რე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამის ჩვე­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი არ არის თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს არის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იმ და­ნა­რა­ჩე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა კადრში ჩან­დნენ... ისე­დაც საკ­მა­ოდ ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა და ამაზ­რზე­ნი კად­რე­ბი ნახა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და და­ი­ღა­ლა. საკ­მა­რი­სია... კარ­გი იქ­ნე­ბა, ამას შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი თა­ვი­ანთ კა­ბი­ნეტ­ში თუ გა­არ­კვე­ვენ და თა­ვის სა­ხელს და­არ­ქმე­ვენ. თუ ეს არ მოხ­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ ბევ­რი კი­თხვა გაჩ­ნდე­ბა და ეს ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ გაჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ისე­ვე, რო­გორც თა­ლი­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის თე­მა­ზე გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი. უკვე ით­ქვა, რომ ე.წ. "აიპი" გარ­კვე­უ­ლია, ასე­ვე გარ­კვე­უ­ლია, რომ ეს მი­სა­მარ­თი სა­ქარ­თვე­ლო­შია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას რაღა უდ­გას წინ?.. დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვას სულ რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­დე­ბა, რომ ეს საქ­მე ბო­ლომ­დე გა­იხ­სნე­ბა და თუ ასე არ მოხ­და, ეს, ჩემი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ამას გულ­წრფე­ლად, ყო­ველ­გვა­რი ნიშ­ნის­მო­გე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი გაჩ­ნდე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ხალ­ხი ძა­ლი­ან შე­აძ­რწუ­ნა იმ მი­მარ­თვამ და მათ უნდა იცოდ­ნენ, საფრ­თხე რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, თუ ამის გა­კე­თე­ბა ვი­ღა­ცას დას­ჭირ­და... თუ ეს არ გა­მო­ი­ძი­ეს, მა­შინ მარ­თლაც გამ­ძაფ­რდე­ბა ის ეჭვი, რომ სა­მა­ლა­ვე­ბის თე­მით სხვა თე­მე­ბის გა­და­ფარ­ვა ხდე­ბა. ეს კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის და კონ­კრე­ტუ­ლად შს სა­მი­ნის­ტროს­თვის ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან"

"კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან"

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს არაერთი კითხვა დაგროვდა, რომელზეც პასუხის გაუცემლობა მათ ავტორიტეტს მნიშვნელოვნად დააზიანებს და საზოგადოებაში მათ მიმართ დაგროვილ სკეპტიციზმს მასშტაბურს გახდის. მისი თქმით, "ქართული ოცნების" კურსის გაგრძელება ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. კონკრეტულად რა არის მისთვის მიუღებელი, ამის შესახებ ის ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.

- რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში იარაღის საკმაოდ დიდი არსენალით სამალავები აღმოაჩინეს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...

- დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის, რაზეც ახლა საუბრობენ, თუ მართალია, ყველა ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა, ან შესაძლოა ჰქონოდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის ვიდეოფირებზე აღბეჭდილი კადრები, რომელმაც მთელი დიპკორპუსის წარმომადგენლები და მედია შოკში ჩააგდო, ნამდვილია და ფაბრიკაცია არ ყოფილა. დღევანდელი ტექნიკა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

- ამ ფაქტთან დაკავშირებით ცხრა ადამიანია დაკავებული...

- უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის, მეც ისე ვადევნებ თვალყურს ამ ყველაფერს, როგორც დანარჩენები. რადგან ძალიან მაინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში და რამდენად მართალია ყველაფერი... არაფერს ვამბობ, არ მინდა ვინმესთან დებატებში შევიდე, მაგრამ კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან. კარგია, რომ ის ვიდეოფირები ყველასთვის არ გახდება ხელმისაწვდომი, რადგან თუ იქ უხამსი კადრებია გადაღებული, ფართო საზოგადოებისთვის ამის ჩვენება მართებული არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო იმ დანარაჩენი კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება კადრში ჩანდნენ... ისედაც საკმაოდ ბევრი უბედურება და ამაზრზენი კადრები ნახა საზოგადოებამ და დაიღალა. საკმარისია... კარგი იქნება, ამას შესაბამისი უწყებები თავიანთ კაბინეტში თუ გაარკვევენ და თავის სახელს დაარქმევენ. თუ ეს არ მოხდა, ხელისუფლების მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდება და ეს ლოგიკური იქნება.

- ხელისუფლების მიმართ გაჩნდება კითხვები?

- რასაკვირველია. ისევე, როგორც თალიბების მიერ გავრცელებული ვიდეოების თემაზე გაჩნდა კითხვები. უკვე ითქვა, რომ ე.წ. "აიპი" გარკვეულია, ასევე გარკვეულია, რომ ეს მისამართი საქართველოშია დარეგისტრირებული და ასეთ შემთხვევაში, საქმის ბოლომდე მიყვანას რაღა უდგას წინ?.. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ყველაფრის გარკვევას სულ რამდენიმე დღე სჭირდებოდა. საზოგადოება ელოდება, რომ ეს საქმე ბოლომდე გაიხსნება და თუ ასე არ მოხდა, ეს, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იქნება. ამას გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ. უკმაყოფილების მიზეზი გაჩნდება თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი ძალიან შეაძრწუნა იმ მიმართვამ და მათ უნდა იცოდნენ, საფრთხე რეალურად არსებობს, თუ ამის გაკეთება ვიღაცას დასჭირდა... თუ ეს არ გამოიძიეს, მაშინ მართლაც გამძაფრდება ის ეჭვი, რომ სამალავების თემით სხვა თემების გადაფარვა ხდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის და კონკრეტულად შს სამინისტროსთვის ძალიან ცუდი ფაქტი იქნება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა