მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ ვგრძნობთ"

ირან­-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ბო­ლო დროს მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ეკო­ნო­მი­კურ­-სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ზრდის ფონ­ზე თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ირა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, დი­დი თუ მცი­რე ფირ­მე­ბის რიცხ­ვი იზ­რდე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს და­სავ­ლეთს აშ­ფო­თებს, რაც კარ­გად ჩანს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა "უ­ოლ სტრიტ ჯორ­ნა­ლის" სტა­ტი­ა­ში: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნე­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ა, სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იზ­რდე­ბა". ირა­ნულ­-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე შპს "სპე­რან­ცას" დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მა­ვა­ლი ირა­ნუ­ლი ჟურ­ნალ "ა­რი­ა­ნას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სა­რა ღა­ზი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხ­ა­დებ­და, ფარ­თო რეკ­ლა­მი­რე­ბას აკე­თებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­სა­დე­ბად, რომ აქ ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი­ა. ეს ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­სა­ზი­დად კეთ­დე­ბო­და. და ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ შო­რის, ირა­ნი­დან. თი­თო­ე­ულს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­კუ­თა­რი გეგ­მა ჰქონ­და და აქვს, ირა­ნე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­არ­სეს, და­იწყ­ეს მუ­შა­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­საქ­მეს, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი. ირა­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს ბევ­რი გვაქვს სა­ერ­თო კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ირა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ისე გრძნობ­დნენ, რო­გორც მე­ო­რე სახ­ლში; ზოგ­მა ირა­ნელ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო კომ­პა­ნი­ით და­იწყ­ო, ზოგ­მა - დი­დით, ვი­საც რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლაფ­რი­დან ორი­ვე მხა­რე - ქარ­თუ­ლიც და ირა­ნუ­ლიც სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს. ირა­ნე­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ან, წყნარ ცხოვ­რე­ბას ეძე­ბენ, იმის გა­მოც, რომ ირან­ში ბევ­რი პრობ­ლე­მა­ა, მათ უნ­დათ საქ­მე იქ წა­მო­იწყ­ონ, სა­დაც მე­ტად მშვი­დად გრძნო­ბენ თავს.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრობ­ლე­მებს გუ­ლის­ხმობთ?

- ირან­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­ა, ინ­ფლა­ცი­ის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნე­ა, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, ამი­ტომ არა­ერ­თი ირა­ნე­ლი ცდი­ლობს კა­პი­ტა­ლი, დი­დი თუ მცი­რე, საზღ­ვარ­გა­რეთ და­ა­ბან­დოს, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სოც­ნე­ბა აის­რუ­ლოს­. ამ მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნეს მა­ღა­ზი­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის აწყ­ო­ბას წლე­ბი დას­ჭირ­და. თუმ­ცა, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვე­ა, კომ­პა­ნი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შის გახ­სნი­სას პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 150 ირა­ნე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ა­ყა­და­ღა.

- ჩვენ, ირა­ნე­ლებ­მა არ ვი­ცით, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ვვა­რა­უ­დობ, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და მა­თი ან­გა­რი­შე­ბი ამი­ტომ დაბ­ლო­კეს, გა­ყი­ნეს, ისი­ნი ალ­ბათ, საკ­მა­რი­სად გამ­ჭვირ­ვა­ლე არ იყო. ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ ირან­თან, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­თან, უვი­ზო რე­ჟი­მის სა­კი­თხი უნ­და გა­და­ი­ხე­დოს, შე­იც­ვა­ლოს, და უკ­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 1-­ლი ივ­ლი­სი­დან ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად ვი­ზა დას­ჭირ­დე­ბათ. არა­და, ამ სა­კითხ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­-ი­რანს შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ აქ უამ­რა­ვი ირა­ნე­ლი ჩა­მო­ვი­და, ფუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ზოგ­მა რე­ზი­დენ­ტო­ბაც მი­ი­ღო, მაგ­რამ მათ მე­უღ­ლე­ებს იმა­ვე სტა­ტუსს არ აძ­ლე­ვენ, რა ეშ­ვე­ლე­ბა ასეთ ოჯა­ხებს? ვფიქ­რობ, ეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ა. დღეს ირა­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თავ­სა და სა­კუ­თარ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლად ვე­ღარ გრძნობს. ჩემს ოფის­ში მო­სუ­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღე მე­კითხ­ე­ბი­ან - რა იქ­ნე­ბა? ჩვენს ან­გა­რი­შებ­საც ხომ არ გა­ყი­ნა­ვენ, ან ბიზ­ნესს რა ბე­დი ეწე­ვა­ო? მე არ ვლა­პა­რა­კობ მათ­ზე, ვი­საც კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უფ­ლე­ბა, გა­ა­კონ­ტრო­ლოს, რო­გორ შე­მო­დის ფუ­ლი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე იმ ირა­ნე­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ, რომ­ლებ­საც სუფ­თა, პა­ტი­ო­სა­ნი ბიზ­ნე­სი აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა ხმებს, რომ ირა­ნე­ლე­ბი აქ ფულს რეცხ­ა­ვენ, ათეთ­რე­ბენ, მე ასეთს არა­ვის ვიც­ნობ; ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს უფ­ლე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­სუ­ლი, ბექ­გრა­უნ­დი, მაგ­რამ სა­მიზ­ნედ ყვე­ლა ირა­ნე­ლი არ უნ­და იქ­ცეს, მით უმე­ტეს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ზო­გი­ერთ ირა­ნელს, უმ­თავ­რე­სად, პო­ლი­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ მი­ზეზ­თა გა­მო, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­ა, თუმც თი­თო­ე­უ­ლ მათ­გან­საც აქვს უფ­ლე­ბა, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვან­ში და ეს უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნ­და იყოს.

პო­ლი­ტო­ლო­გი, ექ­სპერ­ტი ახ­­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კითხ­ებ­ში სო­სო ზა­ა­ლიშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ბან­კო ან­­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმოქ­მე­და "უ­ოლ სტრიტ ჯორ­ნალ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ამ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი.

სა­ქარ­თვე­ლო ხი­დია ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­სა და და­სავ­ლეთს შო­რის.. 150 ირა­ნელ ბიზ­ნეს­მენს, ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ­ პირს, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, მა­თი ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით, მაგ­რამ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მარ­ტო ირა­ნი­დან, სხვა ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ხდე­ბა ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბა, შემ­დეგ გა­თეთ­რე­ბა და ამ თან­ხე­ბით ჯი­ჰა­დის და­ფი­ნან­სე­ბა სი­რი­ა­სა და სხვა ცხელ წერ­ტი­ლებ­ში.. ამ თვალ­საზ­რი­სით უფ­რო კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­ცაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, შე­საც­ვლე­ლია სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში "ჰეს­ბო­ლა", "ჰა­მა­სი", "ალ­-ქა­ი­და" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვა. ამ­გვარ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მე­ტი სიფ­რთხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო.

- უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად, რის სა­ფუძ­ველ­ზე სა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე?

- და­სავ­ლეთ­მა ირა­ნულ ბან­კებს სვიფ­ტი - სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რიცხ­ვის, ფი­ნან­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სის­ტე­მა და­უ­ხუ­რა. გა­ე­როს სან­ქცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ერ ირა­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც რა­ი­მე შე­ხე­ბა აქვს ნავ­თო­ბის, ზუს­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ალუ­მი­ნის წარ­მო­ე­ბა-­შეს­ყიდ­ვას­თან, ანუ იმ დარ­გებ­თან, რაც შემ­დგომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის, რა­კე­ტე­ბის შექ­მნის, ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცეს­თან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. თუ ევ­რო­პუ­ლ არ­ჩე­ვან­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს მოთხ­ოვ­ნა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ირა­ნის რო­მე­ლი­მე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე ბან­კის ბა­რა­თით რომ ჩა­ას­ხა ბენ­ზი­ნი, ამ ბან­კის­თვის ეს უკ­ვე სან­ქცი­ის დარ­ღვე­ვა­ა. გა­ე­რო მი­იჩ­ნევს, რომ ეს რე­სურ­სი, თან­ხა შემ­დეგ ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბა­სა და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბას ხმარ­დე­ბა.. მი­უ­ხე­და­ვად ამ სან­ქცი­ე­ბი­სა, ირა­ნი ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვას ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში მა­ინც ახერ­ხებს, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ შემ­დეგ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ფუ­ლის გა­ცოცხ­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, ამი­ტომ ამი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს იყე­ნე­ბენ, აქ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას იწყ­ე­ბენ და შემ­დგომ აქე­დან ფუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რად გა­აქვთ, მო­იხ­მა­რენ ევ­რო­პა­ში..

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ ვგრძნობთ"

ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს და­ცუ­ლად ვე­ღარ ვგრძნობთ"

ირან­-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ბო­ლო დროს მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ეკო­ნო­მი­კურ­-სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ზრდის ფონ­ზე თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ირა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, დი­დი თუ მცი­რე ფირ­მე­ბის რიცხ­ვი იზ­რდე­ბა. რო­გორც ჩანს, ეს და­სავ­ლეთს აშ­ფო­თებს, რაც კარ­გად ჩანს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა "უ­ოლ სტრიტ ჯორ­ნა­ლის" სტა­ტი­ა­ში: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნე­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ა, სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იზ­რდე­ბა". ირა­ნულ­-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე შპს "სპე­რან­ცას" დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­მა­ვა­ლი ირა­ნუ­ლი ჟურ­ნალ "ა­რი­ა­ნას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სა­რა ღა­ზი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხ­ა­დებ­და, ფარ­თო რეკ­ლა­მი­რე­ბას აკე­თებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­სა­დე­ბად, რომ აქ ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი­ა. ეს ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­სა­ზი­დად კეთ­დე­ბო­და. და ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ შო­რის, ირა­ნი­დან. თი­თო­ე­ულს ბიზ­ნე­სის კე­თე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­კუ­თა­რი გეგ­მა ჰქონ­და და აქვს, ირა­ნე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­არ­სეს, და­იწყ­ეს მუ­შა­ო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­საქ­მეს, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი. ირა­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს ბევ­რი გვაქვს სა­ერ­თო კულ­ტუ­რის, ტრა­დი­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ირა­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ისე გრძნობ­დნენ, რო­გორც მე­ო­რე სახ­ლში; ზოგ­მა ირა­ნელ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო კომ­პა­ნი­ით და­იწყ­ო, ზოგ­მა - დი­დით, ვი­საც რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლაფ­რი­დან ორი­ვე მხა­რე - ქარ­თუ­ლიც და ირა­ნუ­ლიც სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს. ირა­ნე­ლე­ბი მშვი­დო­ბი­ან, წყნარ ცხოვ­რე­ბას ეძე­ბენ, იმის გა­მოც, რომ ირან­ში ბევ­რი პრობ­ლე­მა­ა, მათ უნ­დათ საქ­მე იქ წა­მო­იწყ­ონ, სა­დაც მე­ტად მშვი­დად გრძნო­ბენ თავს.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრობ­ლე­მებს გუ­ლის­ხმობთ?

- ირან­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­ა, ინ­ფლა­ცი­ის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნე­ა, ფა­სე­ბი იზ­რდე­ბა, ამი­ტომ არა­ერ­თი ირა­ნე­ლი ცდი­ლობს კა­პი­ტა­ლი, დი­დი თუ მცი­რე, საზღ­ვარ­გა­რეთ და­ა­ბან­დოს, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სოც­ნე­ბა აის­რუ­ლოს­. ამ მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნეს მა­ღა­ზი­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ამ ყვე­ლაფ­რის აწყ­ო­ბას წლე­ბი დას­ჭირ­და. თუმ­ცა, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე თვე­ა, კომ­პა­ნი­ე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შის გახ­სნი­სას პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 150 ირა­ნე­ლი იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ა­ყა­და­ღა.

- ჩვენ, ირა­ნე­ლებ­მა არ ვი­ცით, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ვვა­რა­უ­დობ, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და მა­თი ან­გა­რი­შე­ბი ამი­ტომ დაბ­ლო­კეს, გა­ყი­ნეს, ისი­ნი ალ­ბათ, საკ­მა­რი­სად გამ­ჭვირ­ვა­ლე არ იყო. ბო­ლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ, რომ ირან­თან, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­თან, უვი­ზო რე­ჟი­მის სა­კითხი უნ­და გა­და­ი­ხე­დოს, შე­იც­ვა­ლოს, და უკ­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 1-­ლი ივ­ლი­სი­დან ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად ვი­ზა დას­ჭირ­დე­ბათ. არა­და, ამ სა­კითხ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­-ი­რანს შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ აქ უამ­რა­ვი ირა­ნე­ლი ჩა­მო­ვი­და, ფუ­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, ზოგ­მა რე­ზი­დენ­ტო­ბაც მი­ი­ღო, მაგ­რამ მათ მე­უღ­ლე­ებს იმა­ვე სტა­ტუსს არ აძ­ლე­ვენ, რა ეშ­ვე­ლე­ბა ასეთ ოჯა­ხებს? ვფიქ­რობ, ეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ა. დღეს ირა­ნე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თავ­სა და სა­კუ­თარ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლად ვე­ღარ გრძნობს. ჩემს ოფის­ში მო­სუ­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღე მე­კითხ­ე­ბი­ან - რა იქ­ნე­ბა? ჩვენს ან­გა­რი­შებ­საც ხომ არ გა­ყი­ნა­ვენ, ან ბიზ­ნესს რა ბე­დი ეწე­ვა­ო? მე არ ვლა­პა­რა­კობ მათ­ზე, ვი­საც კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს აქვს უფ­ლე­ბა, გა­ა­კონ­ტრო­ლოს, რო­გორ შე­მო­დის ფუ­ლი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე იმ ირა­ნე­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ, რომ­ლებ­საც სუფ­თა, პა­ტი­ო­სა­ნი ბიზ­ნე­სი აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა ხმებს, რომ ირა­ნე­ლე­ბი აქ ფულს რეცხ­ა­ვენ, ათეთ­რე­ბენ, მე ასეთს არა­ვის ვიც­ნობ; ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს უფ­ლე­ბა გა­ა­კონ­ტრო­ლოს ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­სუ­ლი, ბექ­გრა­უნ­დი, მაგ­რამ სა­მიზ­ნედ ყვე­ლა ირა­ნე­ლი არ უნ­და იქ­ცეს, მით უმე­ტეს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ზო­გი­ერთ ირა­ნელს, უმ­თავ­რე­სად, პო­ლი­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ მი­ზეზ­თა გა­მო, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლი­ა, თუმც თი­თო­ე­უ­ლ მათ­გან­საც აქვს უფ­ლე­ბა, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვან­ში და ეს უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნ­და იყოს.

პო­ლი­ტო­ლო­გი, ექ­სპერ­ტი ახ­­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კითხ­ებ­ში სო­სო ზა­ა­ლიშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ბან­კო ან­­გა­რი­შე­ბის გა­ყინ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმოქ­მე­და "უ­ოლ სტრიტ ჯორ­ნალ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა სტა­ტი­ამ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი.

სა­ქარ­თვე­ლო ხი­დია ის­ლა­მურ სამ­ყა­რო­სა და და­სავ­ლეთს შო­რის.. 150 ირა­ნელ ბიზ­ნეს­მენს, ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ­ პირს, სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, მა­თი ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით, მაგ­რამ, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მარ­ტო ირა­ნი­დან, სხვა ის­ლა­მუ­რი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც ხდე­ბა ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბა, შემ­დეგ გა­თეთ­რე­ბა და ამ თან­ხე­ბით ჯი­ჰა­დის და­ფი­ნან­სე­ბა სი­რი­ა­სა და სხვა ცხელ წერ­ტი­ლებ­ში.. ამ თვალ­საზ­რი­სით უფ­რო კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­ცაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, შე­საც­ვლე­ლია სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში "ჰეს­ბო­ლა", "ჰა­მა­სი", "ალ­-ქა­ი­და" ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად არ მი­იჩ­ნე­ვა. ამ­გვარ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მე­ტი სიფ­რთხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო.

- უფ­რო კონ­კრე­ტუ­ლად, რის სა­ფუძ­ველ­ზე სა­უბ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე?

- და­სავ­ლეთ­მა ირა­ნულ ბან­კებს სვიფ­ტი - სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რიცხ­ვის, ფი­ნან­სუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სის­ტე­მა და­უ­ხუ­რა. გა­ე­როს სან­ქცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ნე­ბის­მი­ერ ირა­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც რა­ი­მე შე­ხე­ბა აქვს ნავ­თო­ბის, ზუს­ტი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ალუ­მი­ნის წარ­მო­ე­ბა-­შეს­ყიდ­ვას­თან, ანუ იმ დარ­გებ­თან, რაც შემ­დგომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის, რა­კე­ტე­ბის შექ­მნის, ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბის პრო­ცეს­თან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. თუ ევ­რო­პუ­ლ არ­ჩე­ვან­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს მოთხ­ოვ­ნა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ირა­ნის რო­მე­ლი­მე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე ბან­კის ბა­რა­თით რომ ჩა­ას­ხა ბენ­ზი­ნი, ამ ბან­კის­თვის ეს უკ­ვე სან­ქცი­ის დარ­ღვე­ვა­ა. გა­ე­რო მი­იჩ­ნევს, რომ ეს რე­სურ­სი, თან­ხა შემ­დეგ ურა­ნის გამ­დიდ­რე­ბა­სა და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბას ხმარ­დე­ბა.. მი­უ­ხე­და­ვად ამ სან­ქცი­ე­ბი­სა, ირა­ნი ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვას ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­ში მა­ინც ახერ­ხებს, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ შემ­დეგ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ფუ­ლის გა­ცოცხ­ლე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ, ამი­ტომ ამი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს იყე­ნე­ბენ, აქ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას იწყ­ე­ბენ და შემ­დგომ აქე­დან ფუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რად გა­აქვთ, მო­იხ­მა­რენ ევ­რო­პა­ში..

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა