სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა თეოდორე: "დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ შიშველი სექსი, მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია!"
მამა თეოდორე: "დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ შიშველი სექსი, მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია!"

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე, სკო­ლებ­ში ახა­ლი საგ­ნის შე­მო­ღე­ბას მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ, რომ­ლის პი­რო­ბი­თი სა­ხე­ლია "მომ­ზა­დე­ბა ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის". ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით ილია მე­ო­რე 23 ივ­ნისს, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნე­ბის ფონ­დის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­მო­ვი­და და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის კულ­ტუ­რას მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს. "ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რა­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, ეს არის ოჯა­ხის და­ბა­ლი დონე, და­ბა­ლი კულ­ტუ­რა. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლა­ში შე­ვი­დეს სა­გა­ნი: მომ­ზა­დე­ბა ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის" - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვა მა­ლე­ვე იქცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სჯის საგ­ნად. კონ­კრე­ტუ­ლად რა უნდა ას­წავ­ლონ ახა­ლი საგ­ნით, ვინ უნდა ას­წავ­ლოს, ან რა ასაკ­ში... - ამ სა­კი­თხზე თა­ვის მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­ა­რებს ჯვრის ამაღ­ლე­ბის ტაძ­რის წი­ანმძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე:

- პატ­რი­არ­ქი ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ბავ­შვებს სკო­ლა­ში ღრმა აზ­როვ­ნე­ბა უნდა ვას­წავ­ლოთ. მათ უნდა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ სიღ­რმი­სე­უ­ლი მიდ­გო­მა ყვე­ლა სა­კი­თხი­სად­მი, რად­გან უნდა აღვზარ­დოთ არა მარ­ტო რო­მე­ლი­მე საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, არა­მედ ბავ­შვებს ვას­წავ­ლოთ რა არის ადა­მი­ა­ნი და რას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნო­ბა. პატ­რი­არ­ქის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერ ყა­ლიბ­დე­ბა სრულ­ყო­ფილ პი­როვ­ნე­ბად. ოჯა­ხი არის სიყ­ვა­რუ­ლის აკა­დე­მია და მის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რას ნიშ­ნავს იყო ადა­მი­ა­ნი. დე­დო­ბა, მა­მო­ბა, მე­უღ­ლე­ო­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მი­სი­აა, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს და­ე­კის­როს, მაგ­რამ სა­წუ­ხა­როდ ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა დედა, ხდე­ბა მამა და წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს, ეს რას ნიშ­ნავს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნი­სა­გან შორს დგას, მან ცოლ-ქმრო­ბის არ­სიც არ იცის, არ ეს­მის ოჯა­ხი­სა და ცოლ-ქმრუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა.

- მა­მაო, ავუხ­სნათ მკი­თხველს, რა არის ოჯა­ხის უპირ­ვე­ლე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?

- ის, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თა­ვიც და მე­უღ­ლეც აღიქ­ვას, რო­გორც ღვთის ხატი, ორი­ვე ერ­თად უნდა ცდი­ლობ­დეს უფალს და­უ­ახ­ლოვ­დეს და ღვთის მსგავ­სი გახ­დეს. პატ­რი­არ­ქის ჩა­ნა­ფიქ­რი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მთა­ვა­რია, ვინ უნდა ას­წავ­ლოს, ვინ უნდა მი­ი­ტა­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვე­ბამ­დე, რო­გო­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­ი­წე­რე­ბა და ა.შ...

- თა­ვის დრო­ზე სკო­ლა­ში სექ­სო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბამ ძა­ლი­ან დიდი კა­მა­თი და აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ბავ­შვებს ამ სა­კი­თხზეც უნდა ჰქონ­დეთ გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა...

- კა­მა­თი იმან გა­მო­იწ­ვია, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ვნა­ხეთ, შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იყო ბავ­შვის ფსი­ქი­კი­სათ­ვის. და­ბალ კლა­სებ­ში, როცა სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­წი­ფე­ბა ჯერ კი­დევ არ და­წყე­ბუ­ლა, ან გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, როცა მო­ზარ­დი ვერ აკონ­ტრო­ლებს თა­ვის გრძნო­ბებ­სა და ემო­ცი­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის იმგვა­რად მი­წო­დე­ბა, რო­გორც აპი­რებ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იყო შიშ­ვე­ლი სექ­სი, შიშ­ვე­ლი ფი­ზი­ო­ლო­გია, მო­წყვე­ტი­ლი იმ მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რა­საც ადა­მი­ა­ნო­ბა ჰქვია. ამ­გვა­რი მე­თო­დით სკო­ლებ­ში ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ძა­ლი­ან ცუდ შე­დეგს მო­ი­ტან­და. მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის სწავ­ლე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბი­სა­გან, ადა­მი­ა­ნუ­რი არ­სე­ბი­სა­გან მო­წყვე­ტი­ლად. ხოლო თუ იქ­ნე­ბა სწავ­ლე­ბა ოჯა­ხის შე­სა­ხებ, ამ სა­კი­თხებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­უ­ბა­რი, მით უმე­ტეს, რომ მსგავ­სი თე­მე­ბი სუ­ლაც არ არის უცხო წმინ­და წე­რი­ლი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ქორ­წი­ნე­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ოღონდ შიშ­ვე­ლი სა­ხით, მხო­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­ის დო­ნე­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა ბავ­შვებ­თან და­უშ­ვე­ბე­ლია. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ იქ, სა­დაც არის მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი ფი­ზი­ო­ლო­გია, ყო­ველ­გვარ აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბა­სა და და­მა­ხინ­ჯე­ბას აქვს ად­გი­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მამა თეოდორე: "დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ შიშველი სექსი, მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია!"

მამა თეოდორე: "დაუშვებელია ბავშვებს ვასწავლოთ შიშველი სექსი, მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია!"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, სკოლებში ახალი საგნის შემოღებას მიიჩნევს საჭიროდ, რომლის პირობითი სახელია "მომზადება ოჯახური ცხოვრებისათვის". ამ ინიციატივით ილია მეორე 23 ივნისს, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზენტაციაზე გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოში ოჯახის კულტურას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. "ერთ-ერთი პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ოჯახის დაბალი დონე, დაბალი კულტურა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სკოლაში შევიდეს საგანი: მომზადება ოჯახური ცხოვრებისთვის" - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის ინიციატივა მალევე იქცა საზოგადოებაში განსჯის საგნად. კონკრეტულად რა უნდა ასწავლონ ახალი საგნით, ვინ უნდა ასწავლოს, ან რა ასაკში... - ამ საკითხზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს ჯვრის ამაღლების ტაძრის წიანმძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

- პატრიარქი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ბავშვებს სკოლაში ღრმა აზროვნება უნდა ვასწავლოთ. მათ უნდა ჩამოუყალიბდეთ სიღრმისეული მიდგომა ყველა საკითხისადმი, რადგან უნდა აღვზარდოთ არა მარტო რომელიმე საგნის სპეციალისტი, არამედ ბავშვებს ვასწავლოთ რა არის ადამიანი და რას ნიშნავს ადამიანობა. პატრიარქის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოჯახური თანაცხოვრების გარეშე ადამიანი ვერ ყალიბდება სრულყოფილ პიროვნებად. ოჯახი არის სიყვარულის აკადემია და მის გარეშე ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. დედობა, მამობა, მეუღლეობა ყველაზე რთული მისიაა, რაც კი შეიძლება ადამიანს დაეკისროს, მაგრამ საწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ხდება დედა, ხდება მამა და წარმოდგენა არა აქვს, ეს რას ნიშნავს. როდესაც ადამიანი ქრისტიანული რწმენისაგან შორს დგას, მან ცოლ-ქმრობის არსიც არ იცის, არ ესმის ოჯახისა და ცოლ-ქმრული სიყვარულის უპირველესი დანიშნულება.

- მამაო, ავუხსნათ მკითხველს, რა არის ოჯახის უპირველესი დანიშნულება?

- ის, რომ ადამიანმა საკუთარი თავიც და მეუღლეც აღიქვას, როგორც ღვთის ხატი, ორივე ერთად უნდა ცდილობდეს უფალს დაუახლოვდეს და ღვთის მსგავსი გახდეს. პატრიარქის ჩანაფიქრი ძალიან კარგია, მაგრამ მისი განხორციელება საკმაოდ რთულია. მთავარია, ვინ უნდა ასწავლოს, ვინ უნდა მიიტანოს ეს ყველაფერი ბავშვებამდე, როგორი სახელმძღვანელო დაიწერება და ა.შ...

- თავის დროზე სკოლაში სექსოლოგიის სწავლების შემოღებამ ძალიან დიდი კამათი და აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვებს ამ საკითხზეც უნდა ჰქონდეთ გარკვეული წარმოდგენა...

- კამათი იმან გამოიწვია, რომ სახელმძღვანელოები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, შეუფერებელი იყო ბავშვის ფსიქიკისათვის. დაბალ კლასებში, როცა სექსუალური მომწიფება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ან გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდი ვერ აკონტროლებს თავის გრძნობებსა და ემოციებს ამ მიმართულებით, ყოვლად დაუშვებელია ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, როგორც აპირებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შიშველი სექსი, შიშველი ფიზიოლოგია, მოწყვეტილი იმ მთავარ ღირებულებას, რასაც ადამიანობა ჰქვია. ამგვარი მეთოდით სკოლებში ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება ძალიან ცუდ შედეგს მოიტანდა. მსგავსი საკითხების სწავლება არ უნდა ხდებოდეს ადამიანური ბუნებისაგან, ადამიანური არსებისაგან მოწყვეტილად. ხოლო თუ იქნება სწავლება ოჯახის შესახებ, ამ საკითხებზეც შეიძლება იყოს საუბარი, მით უმეტეს, რომ მსგავსი თემები სულაც არ არის უცხო წმინდა წერილისა და ქრისტიანობისათვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ქორწინება და სექსუალური ურთიერთობა ადამიანებს შორის ჩვეულებრივი ამბავია. ოღონდ შიშველი სახით, მხოლოდ ფიზიოლოგიის დონეზე ამ საკითხის განხილვა ბავშვებთან დაუშვებელია. რატომ? - იმიტომ, რომ იქ, სადაც არის მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია, ყოველგვარ აღვირახსნილობასა და დამახინჯებას აქვს ადგილი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია