სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიელი მეამბოხეების იარაღით დატვირთული კონტეინერმზიდი შუაზე გადატყდა
სირიელი მეამბოხეების იარაღით დატვირთული კონტეინერმზიდი შუაზე გადატყდა

17 ივ­ლისს ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში, არა­ბე­თის ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გი­გან­ტუ­რი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დი Mol Comfort შუ­ა­ზე გა­და­ტყდა და ჩა­ი­ძი­რა. სინ­გა­პუ­რი­დან გა­მო­სუ­ლი და 4382 კონ­ტე­ი­ნე­რით დატ­ვირ­თუ­ლი გემი, სპარ­სე­თის ყუ­რის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე სა­უ­დის არა­ბე­თის ქა­ლაქ ჯი­და­ში მი­ცუ­რავ­და. კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დის შემ­დე­გი პუნ­ქტი ჩრდი­ლო ევ­რო­პა­ში მდე­ბა­რე­ობ­და, მაგ­რამ გემ­მა სა­უ­დის არა­ბე­თამ­დე ვერ მი­აღ­წია. იე­მე­ნის სა­ნა­პი­რო­დან 370 კმ-ის მო­შო­რე­ბით გე­მის კორ­პუ­სი შუ­ა­ზე გა­და­ტყდა.

Mol Comfort-ის კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას ასო­ბით კონ­ტე­ი­ნე­რი დღე­საც ტივ­ტი­ვებს. თა­ვად კა­ტას­ტრო­ფა კი სა­ზღვაო კონ­ტე­ი­ნე­რულ გა­და­ზიდ­ვებ­სა და ოკე­ა­ნის ეკო­ლო­გი­ას სე­რი­ო­ზულ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. გე­მის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ზა­რალ­მა 83 მლნ აშშ დო­ლარს მი­აღ­წია.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს გემ­ზე დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის შიგ­თავ­სი იწ­ვევს. და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის მტკი­ცე­ბით, ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღით დატ­ვირ­თუ­ლი Mol Comfort ჯე­დას შემ­დეგ, იე­მე­ნის პორტ აკა­ბუ­ში უნდა შე­სუ­ლი­ყო. სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­თა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლით დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი სწო­რედ აქ უნდა გად­მო­ეტვირ­თათ.

ბოლო დროს სი­რი­ის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია. სი­რი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რებ­ში ჩა­რე­ვის­კენ და ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, აშშ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებს სულ უფრო აქ­ტი­უ­რად მო­უ­წო­დებს. დიდი რვი­ა­ნის უკა­ნას­კნელ სა­მიტ­ზე, ბა­რაქ ობა­მამ აშშ-ს პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხის მი­მართ კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა. და­სავ­ლურ პრე­სა­ში გაჩ­ნდა ცნო­ბე­ბი, რომ ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვე­რო ბი­უ­რო სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას და­ი­წყებს. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, Mol Comfort-ის ტვირ­თვის შე­სა­ხებ ვერ­სია რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. გაკ­ვირ­ვე­ბას სხვა გა­რე­მო­ე­ბა იწ­ვევს.

სა­ო­კე­ა­ნო გი­გან­ტუ­რი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც გემი ღია ზღვა­ში შუ­ა­ზე გა­და­ტყდა და ჩა­ი­ძი­რა. მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტი ჯერ არ მომ­ხდა­რა. 316 მ-ის სიგ­რძის Mol Comfort ია­პო­ნურ ვერ­ფებ­ზე აიგო და წყალ­ში 2008 წლის 8 მარტს ჩა­უშ­ვეს. 8110 ერ­თე­ულ 6 მ-იან კონ­ტე­ი­ნერ­ზე გათ­ვლი­ლი გემი მსოფ­ლი­ოს უდი­დეს კონ­ტე­ი­ნერმ­ზიდ­თა ჯგუფ­ში შე­დი­ო­და. კა­ტას­ტრო­ფის მო­მენ­ტში მის ბორტზე ეკი­პა­ჟის 26 წევ­რი (11 რუსი, 1 უკ­რა­ი­ნე­ლი და 14 ფი­ლი­პი­ნე­ლი) იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­დარ­ჩა.

მსგავ­სი ტი­პის გე­მე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას კორ­პუ­სის სიმ­ტკი­ცეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დე­ბი შტორ­მებ­სა და ძლი­ერ ღელ­ვა­საც უძ­ლე­ბენ. და მათი ჩა­ძირ­ვა არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა. ამი­ტო­მაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გი­გან­ტუ­რი Mol Comfort დი­ვერ­სი­ის მსხვერ­პლი გამ­ხდა­რი­ყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სი­რი­ე­ლი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის ია­რა­ღით, ტყვია-წამ­ლი­თა და ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­მა­რა­გე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ღია გა­მოწ­ვე­ვაა ასა­დი­სა და მისი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დის ჩა­ძირ­ვის საკ­მა­ოდ უც­ნა­ურ გა­რე­მო­ე­ბებს, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ საქ­მე­ში ობა­მას გა­და­წყვი­ტი­ლე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს ხელი ერი­ოს.

მო­ამ­ზა­და ნურ­კი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

სირიელი მეამბოხეების იარაღით დატვირთული კონტეინერმზიდი შუაზე გადატყდა

სირიელი მეამბოხეების იარაღით დატვირთული კონტეინერმზიდი შუაზე გადატყდა

17 ივლისს ინდოეთის ოკეანეში, არაბეთის ზღვის აკვატორიაში გიგანტური კონტეინერმზიდი Mol Comfort შუაზე გადატყდა და ჩაიძირა. სინგაპურიდან გამოსული და 4382 კონტეინერით დატვირთული გემი, სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიცურავდა. კონტეინერმზიდის შემდეგი პუნქტი ჩრდილო ევროპაში მდებარეობდა, მაგრამ გემმა საუდის არაბეთამდე ვერ მიაღწია. იემენის სანაპიროდან 370 კმ-ის მოშორებით გემის კორპუსი შუაზე გადატყდა.

Mol Comfort-ის კატასტროფის ადგილას ასობით კონტეინერი დღესაც ტივტივებს. თავად კატასტროფა კი საზღვაო კონტეინერულ გადაზიდვებსა და ოკეანის ეკოლოგიას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. გემის მფლობელი კომპანიის ზარალმა 83 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

განსაკუთრებულ ინტერესს გემზე დატვირთული კონტეინერების შიგთავსი იწვევს. დასავლური გამოცემების მტკიცებით, ამერიკული იარაღით დატვირთული Mol Comfort ჯედას შემდეგ, იემენის პორტ აკაბუში უნდა შესულიყო. სირიელი მეამბოხეებისთვის განკუთვნილი იარაღითა და საბრძოლო მასალით დატვირთული კონტეინერები სწორედ აქ უნდა გადმოეტვირთათ.

ბოლო დროს სირიის გარშემო ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სირიის სამოქალაქო დაპირისპირებში ჩარევისკენ და ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე, აშშ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს სულ უფრო აქტიურად მოუწოდებს. დიდი რვიანის უკანასკნელ სამიტზე, ბარაქ ობამამ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა. დასავლურ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერო ბიურო სირიელი მეამბოხეების მომზადებას დაიწყებს. გამომდინარე აქედან, Mol Comfort-ის ტვირთვის შესახებ ვერსია რეალობას მოკლებული ნამდვილად არ არის. გაკვირვებას სხვა გარემოება იწვევს.

საოკეანო გიგანტური კონტეინერმზიდების ექსპლუატაციის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გემი ღია ზღვაში შუაზე გადატყდა და ჩაიძირა. მსგავსი პრეცენდენტი ჯერ არ მომხდარა. 316 მ-ის სიგრძის Mol Comfort იაპონურ ვერფებზე აიგო და წყალში 2008 წლის 8 მარტს ჩაუშვეს. 8110 ერთეულ 6 მ-იან კონტეინერზე გათვლილი გემი მსოფლიოს უდიდეს კონტეინერმზიდთა ჯგუფში შედიოდა. კატასტროფის მომენტში მის ბორტზე ეკიპაჟის 26 წევრი (11 რუსი, 1 უკრაინელი და 14 ფილიპინელი) იმყოფებოდა. ყველა მათგანი გადარჩა.

მსგავსი ტიპის გემების პროექტირებისას კორპუსის სიმტკიცეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. კონტეინერმზიდები შტორმებსა და ძლიერ ღელვასაც უძლებენ. და მათი ჩაძირვა არც ისე მარტივი საქმეა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ გიგანტური Mol Comfort დივერსიის მსხვერპლი გამხდარიყო. რამდენიმე დღის წინ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ სირიელი მეამბოხეების იარაღით, ტყვია-წამლითა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მომარაგების გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტობრივად, ეს ღია გამოწვევაა ასადისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ კონტეინერმზიდის ჩაძირვის საკმაოდ უცნაურ გარემოებებს, არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში ობამას გადაწყვიტილების რადიკალური მოწინააღმდეგე რომელიმე სახელმწიფოს ხელი ერიოს.

მოამზადა ნურკი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე