პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრის ძმა ირაკლი ნარმანია - "კობა თოდუა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია"
მინისტრის ძმა ირაკლი ნარმანია - "კობა თოდუა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია"

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის და­ვით ნარ­მა­ნი­ას ძმა, ირაკ­ლი ნარ­მა­ნია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბულ მან­კი­ერ თვი­სე­ბებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მა­ლა­ვე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, კობა თო­დუა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის და­ვით ნარ­მა­ნი­ას ბი­ძაშ­ვი­ლია. თუმ­ცა, მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ ბოლო დროს ბი­ძაშ­ვილ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. "ვა­დას­ტუ­რებ, რომ კობა თო­დუა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, მაგ­რამ მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად აქვს თუ არა, მას ამ საქ­მეს­თან კავ­ში­რი. უფ­ლე­ბა არ მაქვს რა­მე­ში ჩა­ვე­რიო და არც მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა გა­მაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნა მან. კობა თო­დუა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. მას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძის, ისე სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში. სულ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კობა თო­დუ­ას ად­ვო­კა­ტი მი­ნის­ტრის ძმა, ირაკ­ლი ნარ­მა­ნია გახ­ლავთ. შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, იღებს თუ არა მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვის გამო მი­ნის­ტრის ძმა და რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს მის და­სა­ცა­ვად.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, გჯე­რათ, რომ კობა თო­დუა უდა­ნა­შა­უ­ლოა?

- დიახ, ხმა­მაღ­ლა მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ მე მჯე­რა, კობა უდა­ნა­შა­უ­ლოა და მას არა­ვინ უწა­მე­ბია, რად­გან არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ კობა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლა იმ დროს, რო­დე­საც იქ და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­და.

- ბრალ­დე­ბა რას ეფუძ­ნე­ბა?

- სამი თუ ოთხი პო­ლი­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. მათ­გან ერთ-ერთი დღე­საც მოწ­მის სტა­ტუ­სით იკი­თხე­ბა. სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა კობა თო­დუ­ას წი­ნა­აღ­მდეგ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. იმ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში არც კობა ჩანს, არც მისი ხმა ის­მის და არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ასა­ხე­ლე­ბენ მის სა­ხელ­სა და გვარს.

- მა­შინ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რა­ტომ ადე­ბენ ხელს?

- მხო­ლოდ იმ მან­კი­ე­რი თვი­სე­ბის გამო, რა­საც საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა ჰქვია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ კობა თო­დუ­ას ადე­ბენ ხელს. თა­ვად გან­სა­ჯეთ, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი პი­რით ამ­ბობს, რომ ის უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბულ ხალ­ხს და­რა­ჯობ­და სან­გარ­ში თუ სა­მა­ლავ­ში, მაგ­რამ დღეს მა­ინც თა­ვი­სუ­ფა­ლია და მხო­ლოდ მოწ­მის სტა­ტუ­სით იკი­თხე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ძველ მე­თო­დებ­ზე უარს არ ამ­ბობს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მინისტრის ძმა ირაკლი ნარმანია - "კობა თოდუა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია"

მინისტრის ძმა ირაკლი ნარმანია - "კობა თოდუა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია პროკურატურაში არსებულ მანკიერ თვისებებზე საუბრობს. როგორც უკვე ცნობილია, სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე დაკავებული სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, კობა თოდუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას ბიძაშვილია. თუმცა, მინისტრი ამბობს, რომ ბოლო დროს ბიძაშვილთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ”ვადასტურებ, რომ კობა თოდუა ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ მე ვერაფერს გეტყვით იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა, მას ამ საქმესთან კავშირი. უფლება არ მაქვს რამეში ჩავერიო და არც მისი მონახულების უფლება გამაჩნია”, - აღნიშნა მან. კობა თოდუა თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. მას მაღალი თანამდებობები ეკავა, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის მთავრობის პერიოდში. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კობა თოდუას ადვოკატი მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია გახლავთ. შევეცადეთ გაგვერკვია, იღებს თუ არა მორალურ პასუხისმგებლობას ადამიანების წამებაში ბრალდებულის დაცვის გამო მინისტრის ძმა და რა არგუმენტები აქვს მის დასაცავად.

- ბატონო ირაკლი, გჯერათ, რომ კობა თოდუა უდანაშაულოა?

- დიახ, ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ მე მჯერა, კობა უდანაშაულოა და მას არავინ უწამებია, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ კობა დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა იმ დროს, როდესაც იქ დანაშაული ხდებოდა.

- ბრალდება რას ეფუძნება?

- სამი თუ ოთხი პოლიციელის ჩვენებას, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათგან ერთ-ერთი დღესაც მოწმის სტატუსით იკითხება. სხვა მტკიცებულება კობა თოდუას წინააღმდეგ ბუნებაში არ არსებობს. იმ ვიდეომასალაში არც კობა ჩანს, არც მისი ხმა ისმის და არც დაზარალებულები ასახელებენ მის სახელსა და გვარს.

- მაშინ პოლიციელები რატომ ადებენ ხელს?

- მხოლოდ იმ მანკიერი თვისების გამო, რასაც საპროცესო გარიგება ჰქვია. ეს ადამიანები საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ კობა თოდუას ადებენ ხელს. თავად განსაჯეთ, ადამიანი თავისი პირით ამბობს, რომ ის უკანონოდ დაპატიმრებულ ხალხს დარაჯობდა სანგარში თუ სამალავში, მაგრამ დღეს მაინც თავისუფალია და მხოლოდ მოწმის სტატუსით იკითხება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პროკურატურა ძველ მეთოდებზე უარს არ ამბობს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ