სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმების შემცირება იგეგმება
საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმების შემცირება იგეგმება

პარ­ლა­მენ­ტი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვას იწყებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია. პრო­ექ­ტი ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - ეროვ­ნუ­ლი ფო­რუმ­მა" მო­ამ­ზა­და. ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რი დე­პუ­ტა­ტი თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძეა.

ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, მცირ­დე­ბა, რო­გორც საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა, ასე­ვე ამ ჯა­რი­მის დრო­უ­ლად გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ხოლო მისი გა­დახ­დის ვა­დე­ბი იზ­რდე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ერთ-ერთი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას, მძღო­ლის ან მგზავ­რის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღო­ლი 40 ლა­რის ნაც­ვლად, 20 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მო­ტო­ციკ­ლით, კვად­რო­ციკ­ლით, ვე­ლო­სი­პე­დით ან სხვა მსგავ­სი ტი­პის მოძ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა 20 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, პი­რის 10 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვევს 25 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას, ნაც­ვლად 50 ლა­რი­სა, რო­გორც ამას ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმების შემცირება იგეგმება

საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმების შემცირება იგეგმება

პარლამენტი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაწესებული საჯარიმო ტარიფების გადახედვას იწყებს. ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმმა" მოამზადა. ინიციატივის ავტორი დეპუტატი თემურ მაისურაძეა.

ინიციატივის თანახმად, მცირდება, როგორც საგზაო წესების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა, ასევე ამ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანქციები, ხოლო მისი გადახდის ვადები იზრდება.

კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდება.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას დადგენილი წესების დარღვევა 20 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, პირის 10 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს 25 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 50 ლარისა, როგორც ამას ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია